თავი I

20 3 0
                                    

"სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბუნების უმაღლესი პოეზია..."

იცით მე და ლილიანს რა გვაქვს საერთო?! ორივეს არასდროს გვყოლია შეყვარებული, სიყვარულით კი ბევრჯერ გვყვარებია. ლილიანის ბოლო სიყვარული კი ბრიტანელი ლუკასია. ბიჭი, რომწლმაც მისი არსებობის შესახებ არც კი იცის და სავარაუდოდ ვერც ვერასოდეს გაიგებდა.
ლუკასი განსხვავებულია, შავი, ღრმა თვალები რომელიც მის არაადამიანურ სილამაზეს კიდევუფრი თვალისმომჭრელს ხდიდა....
ხმა... მის ხმას და ღიმილს კი სხვა სამყაროში გადაყავხარ. და ის ალბათ ერთადერთია, რომელიც ლილიანს ნამდვილად უყვარდა.
ლუკასი აუსრულებელი ოცნება იყო, ყველაზე სანატრელი და მიუწვდომელი. ოცნება რომლისთვისაც ღირს ბრძოლა. თუმცა ჩვენ ბრძოლისგან ნამდვილად შორს ვიყავით. მე და ლილიანს არასდროს გაგვიკეთებია რამე ოცნებების ასასრულებლად და ყოველთვის ვწუწუნებდით აწყმოზე. ალბათ სწორედ ეს იყო ის დიდი შეცდომა, რომელმაც ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი ერთფეროვნებისათვის გაწირა.
ოცნება- სასურველი რეალობა, სამყარო სადაც ხარ ის ვინც გსურს რომ რეალურად იყო. სამყარო სადაც არ არსებობს იმედგაცრუება, ტკივილი და ტყუილი. ოცნებებში ყველაფერი სამოთხეს ჰგავს, იქნებ სწორედ ეს "ის" სამოთხეა, რომელში მოხვედრაზეც ყველა იბრძვის, იქ ყველაფერი ტკბილი და სასურველია. ოცნება ერთადერთია, რასაც ვერავინ და ვერაფერი წაგართმევს. არ ხარ ალტერნატიული ევანგელინა, ალტერნატიული ლილიანი.
ყოველთვის როცა რამეზე ოცნებას ვიწყებდი საბოლოოდ ყოველთვის იმედი მიცრუვდებოდა. რადგან რეალობაში არ სრულდებოდა ის რაც ყველაზე მეტად მინდოდა, ჩემი ოცნება ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ ოცნებად რჩებოდა. იქნებ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. იქნებ მე არ მიბრძოლია არასდროს?! არა არასდროს არ მიბრძოლია და ყოველთვის ვჯერდებოდი იმას რასაც ბედი მჩუქნიდა. და იქნებ ყველაფერი უკეთ ყოფილიყო, მე და ლილიანს ჩვენი ოცნებებისთვის ბრძოლა რომ შეგვძლებოდა?! იქნებ აღარ ვყოფილიყავით დაღლილი ცხოვრების ერთფეროვნებით. იქნებ უფრო ბედნიერი ვიქნებოდით, იქნებ უფრო ადვილი ყოფილიყო დილით ადრე ადგომა ახლის მოლოდინში, იქნებ....











lunisolanceWhere stories live. Discover now