ნაწილი 1

11 1 0
                                    

ყველა ჩვენგანს განუცდია სიყვარული სხვადასხვა გზით, მაგრამ როგორც იტყვიან ნამდვილი სიყვარული, ის მხოლოდ ერთხელ მოდის. როგორც ეს ჩემს ცხოვრებაში მოხდა, მე კი უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. მიყვარდა როგორ ველოდებოდი ჩემთვის უძვირფასეს ადამიანს რომლის ხელები მალე გამათბობდა. მისი ტუჩები სითბოთი ამავსობდა, სიტყვები მომალბობდა და ვიცოდი მასზე გაბრაზებული რომც ვყოფილიყავი საბოლოოდ მაინც ვაპატიებდი. მაგრამ უკვე კვირეები იყო, რაც იუნგი ცივად მექცევა და მაიგნორებს. მისი ცივი ხასიათი მომწონდა, მაგრამ ვხდებოდი, როგორ ცივდებოდა ჩემს მიმართ, უკვე იმის გრძნობა რომ მას ჩემთან არ უნდოდა მაშინებდა. მაგრამ მალევე მისი სახე დავინახე თუ არა ყველაფერი ეს დამავიწყდა და მასთან გავიქეცი. მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა და სკოლის კარებთან დიდი ხანი ლოდინის შემდეგ ძლიერად ჩავეხუტე

- მომენატრე

პასუხი არ გაუცია, მაგრამ ის თუ თავადაც როგორ შემომხვია ხელები უკვე მისი პასუხი იყო. მისი სიჩუმე იყო ის ერთერთი თვისება, რაც მასში ასე მიყვარდა, სხვა ბიჭებივით არ იცოდა ყოველ წამს ტკბილი სიტყვები, მაგრამ მისს სითბოს სხვა გზითაც გამოხატავდა და ეს ჩემთვის საკმარისი იყო. სკოლის წინ დიდიხანი არ გავჩერებულვართ, მის მანქანაში მალე ჩავჯექით და მის სახლში წავედით. მე მშობლებთან ვცხოვრობდი ის კი მარტო, ამიტომ ის თუ ვისთან წავსულიყავით არასდროს ყოფილა ჩხუბის საგანი, თანაც იუნგის არ ჰქონია ჩემს მშობლებთან კარგი ურთიერთობა, მათ ის უბრალოდ არ მოსწონთ. რაც მე არ მაინტერესებდა.

- დღეს გეგმები გაქვს?

- ბიჭების ერთად შეჯიბრზე მივდივარ

- შეიძლება მეც წამოვიდე?

მისი ჩაოხრება ჩემთვსი არას ნიშნავდა, რაზეც მხოლოდ ლოყაზე ვაკოცე და გზა გავაგრძელეთ. მომწონდა ექსტრემალური გასართობები, თავს ცოცხლად მაგრძნობინებდა, ადრენალინი მეხმარებოდა თავის უკეთ გრძნობაში, ეს იუნგისაც მოსწონდა. შეჯიბრებაზე ყოველთვის არ დავყავდი რაზეც ბევრჯერ მითქვამს მისთვის მაგრამ ის ამას დიდად ყურადღებას არ აქცევდა. როგორც ყოველთვის ჩემს წაყვანას არც ახლა აპირებდა, მაგრამ აღარ ვაპირებდი უკან დახევას და სიურპრიზის სახით დღეს შეჯიბზე მეც წავიდოდი მისი ცოდნის გარეშე

lost loveWhere stories live. Discover now