ნაწილი 5

5 1 0
                                    

ჩემი სიტყვები სწორედ ისაა, რისი თქმას არ მინდოდა, მაგრამ ვხდებოდი, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო. რა მოხდებოდა თუ დავშორდებოდით? ის ამას როგორც უბრალო მოვლენად ისე მიიღებდა და გამიშვებდა, თუ არ მიიღებდა და უარს მეტყოდა? ბევრჯერ მიფიქრია იმაზე რომ იუნგის დამტოვებდა მაგრამ პირველ სიტყვას დაშორებაზე მე თუ ვიტყოდი არასდროს მეგონა. მე ის იმაზე მეტად მიყვარდა ვიდრე მას წარმოედგინა. ახლა კი მე ვიყავი ის ვინც მას მიატოვებდა. როდის შემდეგ დავიწყე ასეთი გადაწყვეტილებების მიღება? რატომ ვაკეთებდი ამას? ან საერთოდ რატომ მე ვაკეთებდი ამას და არა იუნგი როდესაც ჩვენს ურთიერთობაში სწორედ მან იყო მარყუარა (ან მე ასე მეგონა)? აღარ შემეძლო მისი ასე ყურება და თავის ისე მოკატუნება რომ ყველაფერი კარგად იყო

- ვერ გავიგე. შენ გინდა რომ დავშორდეთ?

- სწორად გაიგე. მინდა რომ დავშორდეთ

ისევ ჩემი სიტყვებით ვიყავი გაოცებული. ამდენი ხნის შემდე მას პირველად ვესაუბრებოდი ასე. თითქოს და ჩემს წინ საყვარელი ადამიანი არა და მტერი იდგეს. ნუთუ აქამდე მოვიდა ჩვენი ურთიერთობა? კითხვები გაუჩერებლივ მოდიოდა მე კი არცერთისთვის არ მქონდა პასუხი, როგორც ყოველთვის. მისკენ აღარ გამიხედავს ფანჯარას შევხედე და ვეცადე ცრემლები შემეკავებინა. მის წინ არ ვიტირებდი. ისევ არ ვიტირებდი. ისევ არ დავმარცხდებოდი ჩემს გრძნობებთან და თავს სუსტად გამოვიჩენდი. მეგონა იუნგი არაფერს იტყოდა და ისე დამტოვებდა. მაგრამ ასე არ გააკეთა, ჩემთან ახლოს მოვიდა უკნიდან ჩამეხუტა. მისი თბილი ჰაერი რომელიც ჩემს ყელს ეცემოდა მწვავდა და მტკენდა. თითქოს ცეცხლი მეკიდა რომელიც საშინლად მწვავდა. მაგრამ მე ესეც მომწონდა. წამით ვიფიქრე რომ დიდ შეცდომას ვუშვებდი და პატიება უნდა მეთხოვა მისგან, მაგრამ ყოველი ამის შემდეგ მისი ქცევები და ტყუილები გამახსენდა. მე რაც არ უნდა ვეცადო ჩემი გონება ამას არ ამოშლის

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 31, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

lost loveWhere stories live. Discover now