ნაწილი 3

4 1 0
                                    

უკან გამეხედა თუ არა, არ ვიცოდი. მისი ხმა მატყვებებდა მაგრამ არა იმდენად რომ შევბრუნებულიყავი და მის ხელებში თავი ჩამერგო. გზის გაგრძელება გადავწყვიტე, როდესაც მისი ხმა კიდევ ერთხელ გავიგონე. არ უნდა გაეგო რომ მე ვიყავი. შეიძლება ჩემს აქ ყოფნას გაებრაზებინა, მაგრამ ესეც უკვე ფეხებზე მეკიდა. როდის დაიწყე ეს ტყუილები, რომ მე ეს ვერც კი შევამჩნიე? რატომ არ ცდილობს ურთიერთობის გაწყვეტას თუ ასე ტყუილს განაგრძობს? მისი არ მესმოდა. შუა გზაში გავჩერდი და ქვემოთ ჩემს ცრემლებს დავაკვირდი. ეს ყველაფერი შენი ბრალია მინ იუნგი და ამას ვერც კი ხდები

გაბრაზებულმა ცრემლები მოვიწმინდა და გზა სახლისკენ სირბილით გავაგრძელე. ხეზე აცოცება და სახლში შესვლა იმაზე რთული ყოფილა ვიდრე მეგონა. როგორც ჩანს ამდენმა ტირილმა და სირბილმა მთელი ჩემი ძალები წაიღო, მალე მშობლების ყვირილს ველოდი მაგრამ ატანა შემეძლო. საწოლზე მძიმედ დავეცი და ისევ ვიგრძენი ცრემლები. თითქოს უსასრულო ოკეანეში ვიძირებოდი, ვიძირებოდი და ფსკერი არ ჩანდა. ეს უსასრულო ხედი კი მაბნევდა და მაწუხებდა, რადგან ვერაფერს ვაკეთებდი და ვიგებდი

- რატომ?

მართლაც რომ რატომ აკეთებდა ამას იუნგი არ მესმოდა და ძალიან მტკენდა. როდემდე აპირებდა გაგრძელებას? უეცრად ტელეფონის ხმაზე, ეკრანს შევხედე და იუნგის მონაწერი დავინახე. როგორც ჩანს მის ეჭვებში იყო, რომ იქ ვიყავი ამიტომ მწერდა, ისე დარწმუნებული ვარ არც ვაინტერესებდი, წერილზე არ მიპასუხია ამას დილითაც გავაკეთებდი. ტელეფონი მაგიდაზე დავდე და მეორე მხარეს გადავბრუნდი. ძილი და ამ ყველაფრის თავიდან ამოგდება მჭირდებოდა. მაგრამ ამ ყველაფრის დავიწყე ძილის დროსაც არ შემეძლო, ვგრძნობდი როგორ მიპყრობდა შიში და სიძულვილი იმ პიროვნებისადმი რომელიც იუნგის ეხვეოდა მისი ბინძური ხელებით. ვხედავდი როგორ ვანადგურებდი მის სხეულს და სულს, მაგრამ როდის შემდეგ გავხდი ასეთი ადამიანი არ მახსოვს

lost loveDonde viven las historias. Descúbrelo ahora