1😁

7 0 0
                                    


ადამიანი ვარ და უბრალოდ ვცხოვრობ . არ ვიცი რა ვარ , რატო ვარ აქ , უბრალოდ ცხოვრებას ვაგრძელებ .

ახლა ბუსანში ვცხოვრობ . 15 ელის ასაკში მარტო წამოვედი საცხოვრებლად სხვა ქალაქში . ადრე გვანგჯუში ვცხოვრობდი , ბედნიერად , თუმცა დედაჩემის სიკვდილის შემდეგ ბედნიერება არ მღირსებია . მამა? მამა არ მყავს , ის დიდი ხანია წასულია , თვალითაც კი არ მინახავს . დედაჩემს ის ძალიან უყვარდა , თუმცა მან მიატოვა . არ ვიცი სადაა , როგორაა . უბრალოდ ვიცი რომ ცოცხალია . ესეც საკმარისია .

________________________

ახლა 16 წლის ვარ . სკოლაში დავდივარ . ჩვეულებრივად ვცხოვრობ . აქ სამსახურიც მაქვს , რაღაცით თავი ხომ უნდა გავიტანო .

კლასში , არავინ მაქცევს ყურადღებას , და ეს არც ისე ცუდია . არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა .

მხოლოდ ერთი მეგობარი მყავს , მინა . ის ყოველთვის ჩემს გვერდითაა , როცა ცუდი პერიოდი მაქვს . ის ძალიან მიყვარს .

უი , დამავიწყდა ჩემი სახელის თქმა , მე ელე მქვია .

მინა ჩემზე 1 წლით უმცროსია , თუმცა ისე მივლის როგორც უფროსი და .

შეყვარებული მყოლია , სახელად იოჯინი . ეხლაც რომ ვიხსენებ ნერვები მეშლება . ის ჩემზე 1 წლით დიდი იყო . რატომ გავხდი მისი შეყვარებული არ ვიცი , არც მიყვარდა . მან სხვა გოგოს გამო მიმატოვა , მაგრამ ეს საერთოდ არ განმიცდია , მიუხედავად იმისა რომ ძალიან მგრძნობიარე ვარ .

__________________________________

ახლა კლასელებზე გადავიდეთ .

ბევრი კლასელი მყავს , მაგრამ მათ არ ვიცნობ . არ გამჩენია მათი გაცნობის სურვილი .

ერთი ბიჭია სახელად თეჰიონი . საყვარელი და კარგი ბიჭია .

მეორე ბიჭია სახელად სოჯუნი . ის ძალიან ქედმაღალია . ვერ ვიტან მისნაირ ბიჭებს .

ორი გოგო , ძალიან საზიზღრები . ყველას ამცირებენ . არ მინდა ჩავერიო , რადგან არ მაქვს მათი ნერვები .

მართლია მეგობრები არ მყავს , მინას გარდა , მაგრამ ლაპარაკი მიყვარს , ძალიან .

მე და მინა ხშირად ვრჩებით სახლში მარტო . ბევრს ვლაპარაკობთ . ფილმებს ვუყურებთ , ვტირივართ , ვიცინივართ , ვბრაზდებით .

გასულ ღამეს პენტჰაუსს ვუყურეთ .
ხან ვიცინოდით , ხან ვტიროდით . ისე ძალიან მომეწონა დორამა .

მხოლოდ ერთი🤍Where stories live. Discover now