დასასრული

1K 31 7
                                    

მკათათვის მიწურულს, მზე რომ ზენიტში ექცევა ცის თაღზე და შეუბრალებლად იწევს მიწის შვილების გასათბობად, მწვანედ შეღებილ ღობესთან გაჩერდა ავტომობილი. ანცად ჩამომხტარმა გოგონამ დრო იხელთა და თავისი სახელის გაბმულად ძახილის მიუხედავად დასწვდა პატარა თითებით ჭიისკარის სახელურს.მუქ მწვანედ აბიბინინებულ ეზოში,მწკრივად დარგული თხილის ხეები აშრიალებდნენ ფოთლებს და სიოს დანებებულნი თავმომწონედ აჩენდნენ ნაყოფით დახუნძლულ ტოტებს. ხასხასა ცისფრად შეღებილ ძველი ოდის კედლებს, სიცოხლეს უბრუნებდა ერთიანად ათეთრებული დარაბების სიბრჭყვიალე და ასწლოვანი კოპიტის ამაყად აზიდულ კენწეროს შეხიზვნოდა მოხუცი ქალი. ჩალისფერ თმიანი ცქრიალას მოტანილ ტიტინს გაუსწორა სილაჟვარდე და ერთიანად იფეთქა სიხარულის ლაქებმა დანაოჭებული სახის კუთხეებში. გაშლილ, ცხოვრების სრბოლისგან დაბეჩავებულ მკლავებს ჩაუვარდა ნაცრისფერთვალა გოგონას მოცუცქნულობა და ტუჩის კუთხეები გაწელა ღიმილის სიგრძემ, ფუმფულა ლოყებს რომ მიეფერა ალუბლისფრად შეფერადებული ტუჩების სიმცირე.კალთაში ჩაყრილ, ნახევრად დარჩეულ თხილს წაეტანა და ურჩად მიაყურადა უკან მოყოლილი კაცის დარიგებას, კბილები გეტკინება, მე გაგიტეხავო. მანო ფეხზე წამოუდგა ყავისფერ შარვალსა და კუბოკრულ პერანგში გამოწყობილ, ორი თავით მასზე მაღალ შავგრემან კაცს და მხრებზე მოხვეულმა მისმა ხელისგულებმა დააბრუნეს ჯირკებზე დადებულ ძველისძველ ფიცარზე. აქამდე თითებს შორის მოქცეულმა მძიმე ნაჭუჭმა დაიტკაცუნა და მიწას ჯერ არ დამჩნეული გოგოს მოუსვენრობას დასცინა ბიჭმა, ხელიდან რომ გამოსტაცა თხილის თოთო, თეთრი გული.
-მანო, იცი? მამამ ალუბალი დარგო...-პირ მოცმაცუნემ ახარა ქალს ამბავი და თავმომწონედ გაუგრძელა მოყოლა...-ასე მითხრა შენი ალუბალიაო, ჩემთვის დარგო...-მოხუცს ყურადღებით დააკვირდა, აბა აღფრთოვანებას თუ გამოიწვევს ჩემი სიტყვებიო.
-რას ამბობ? თავისი ხელით დარგო? მართლა?...-ჭკუა გაუცვალა ქალმა და მოჩვენებითად შეიცხადა ამ ამბის ჯადოსნურობა...-რადგან შენთვის დარგო, იცოდე ყოველ დილით წყალი უნდა დაუსხა ხის ძირს, ხომ იცი? თუ გინდა რომ დიდი და ლამაზი ხე გაიზარდოს...-მუხლებში ჩამდგარ ქარს ვინ დაგიდევდათ, მისი ერთი ბეწო ხელისგულები რომ ეკვროდნენ ზედ.
-მე ახლა წავალ და მალე მოვალ, ხო?...-პატარა ქვეშ-ქვეშამ, გამოსტაცა უშველებელი თითებიდან კიდევ ერთი თხილის გული მამას და თავის დაქნევით დაარწმუნა თავისი სიტყვის ასრულების ერთგულებაში, ოდის უკანა მხრისკენ გაქცეულმა.
-იმ ყვითელ ბჟიტებს მოძებნის, მოეფერება და მოვა...-შვილის მიმალვას თვალგაყოლებულს დაუმშვიდდა გული და გოგონას ცელქობაზე ჩაცინებული ჩაეკითხა, ინტერესით...-საიდან მოდიხართ ასეთი გამოპრანჭულები?
-დილაადრიან წავედით ქალაქში, პროდუქტების და ტორტის საყიდლად...-ამჯერად თვითონაც გადმოერთო მოხუცის ხელსაქმეზე და თავისთავად დაიწყო თხილის რჩევაში მიხმარება...-დღეს ზურას და ელიკოს ქორწინების, ოცდაათი წლის იუბილეა და საჩუქარიც ავურჩიე ამ პატარა ქალბატონთან ერთად.სხვათაშორის ამიტომაც გამოგიარეთ, კვიციანებმა დამაბარეს ველოდებით საღამოს, აუცილებლად მოვიდესო.
-უუჰ, აბა ფუსფუსში იქნება ელიკო...-დაასკვნა ქალმა და ღიმილით გადმოხედა ხელმარჯვეს...-მისახმარებლად წავალ მაშინ, ადრიანად.
-ნინიკო,თამარა და ლიზა ეხმარებიან...-წარბშეკვრით იუარა ბიჭმა მოხუცი ქალის შეწუხება...-სიმართლე რომ გითხრა, იმათაც არ არყევინებს ხელს და სანამ თვითონ ფქვილშია ამოსვრილი,უბრალოდ აწუწუნებს უსაქმოდ დამსხდრებს...-გაეცინა დემეტრეს იმის გახსენებაზე, როგორ უკმაყოფილოდ შესცქეროდნენ სამზარეულოს მაგიდასთან ჩამომსხდარი გოგოები ციბრუტივით მოტრიალე დიასახლისს, საქმეს რომ არ აკარებდათ, თავზე ცაცხანით.
-მამა, ნახე...-თხილის რჩევას თავმინებებულმა ააწება ნაცრისფერი სფეროები , თეთრ სარაფანში გამოწყობილ თითისტოლას, გულამოვარდნით რომ მოერბინა მის მუხლებამდე და თავის გულთან აკრულ ბჟიტს აჩვენებდა თვალებ აციმციმებული...-მანომ მითხრა, თუ გინდა წაიყვანეო...-უდარდელად კი ამოთქვა, მაგრამ თავისი დიდრონი თვალები ააწება ამღვრევით, ახლადწამოჩიტულმა აფერისტმა.დიდი ხნის წინ მიუხვდა მამას, ამ გამოხედვას ვერ უძლებს და სულ მთანხმდებაო.
-მილა სად წაიღე შენი ბალეტკები?...-ყურადღება არ მიუქცევია მისი შეფარული სიტყვებისთვის, მხოლოდ მწვანე ბალახზე აკრულ ფეხშიშველას აცქერდებოდა და წარბაწევით აპირებდა, აქამდე უთქმელი საყვედურის გამოცხადებას...-ისევ თხილებში დამალე, ხო?...-უდარდელად დაუქნია გოგომ თავი და მშვენივრად იცოდა, დემეტრე ბერაია მასთან რომ ვერ გაბედავდა წყრომის გამოჩენას...-მიდი, გაიქეცი და მოიტანე...-გაეცინა მის ონავრობაზე და გულთან აკრული ბჟიტი აუფართხალდა, ხელში რომ მიაჩეჩეს.
-ის ვარდისფერი ბალეტკები ვიპოვე, ერთი კვირის წინ რომ გააქრო...-მანომ მიაყოლა მზერა და გულიანად გაეცინა ფარ-ხმალ დაყრილი ბერაიას მორჩილებაზე...- ბალახი რომ მოვთიბეთ და მზეზე გამოსაშრობად მოვაგროვეთ, იმაში ჰქონდა ჩამალული.კიდევ კარგი სანამ ცეცხლს წავუკიდებდი, მანამ შევამოწმე ქვედა ნაწილი გამომშრალი თუ იყო, თორემ მივაყოლებდი ფეხსაცმელებსაც ზედ...-ხითხითებდა მანო და მუჭში იქცევდა მაგარ ნაჭუჭიან ნაყოფს...-გუშინ თხილებს რომ ვბოჭავდი, შენი მანქანა დავინახე...-საუბარი გადაიტანა ინტერესის საგანზე და ყურადღებით დააკვირდა პასუხითვის გამზადებულს.
-მარმარილოს ქვები ჩამოიტანეს, როგორც იქნა და მუშები წავიყვანე სასაფლაოს დასასრულებლად...-ამოთქვა ბერაიამ და თვალებით დაუწყო ძებნა დაგვიანებულ ცელქს.
-კარგია, რომ აქ გადმოსვენება გადაწყვიტეთ...-თვალებში ჩაილაგა მანომ დარდისხელა ტკივილები და მოახლოებული ტიტინის გაგონებისთანავე იცვალა გამომეტყველება...-მისი ადგილი აქ იყო.
-აი...-პაწაწინა თითებში მოქცეული ბალეტკები გაუწოდა თავმომწონედ და კალთაში ჩაგდებული ფეხსაცმელების საფასურად, გაშლილი ხელისგულებით მოითხოვა თავისი ღუნღულა ბჟიტი.
-ცოდოა მამი, ჯერ პატარაა და თავის დედიკოსთან უნდა...-ეცადა ისე გადაეფიქრებინა მისთვის, რომ გული არ სტკენოდა ნატვრა აუსრულებელს...-მანოსთან დავტოვოთ და რომ მოხვალ მაშინ ეთამაშები, კარგი?...-ჩაფიქრებულმა შეავლო თვალი ფრინველის სიყვითლეს და საჩვენებელი თითით მიფერებულ ნისკარტს დაუქნია მორჩილად თავი.მის ურჩობას დაჩვეულმა, რომ ნება დაყოლილი დაიგულა, თავადაც წავიდა კომპრომისზე და უარი თქვა მისთვის ფეხშიშველობის დაშლაზე...-წავიდეთ ხო? ბებო და ბაბუ გველოდებიან.
-დემე, კინაღამ დამავიწყდა, ორი წუთით დამელოდე...-ნაბიჯ წინ წადგმულს, თითებს შუა რომ მოექცია პაწაწინა ხელისგულის სითბო, გაკვირვება გამოეხატა სახეზე და წამით შეიცადა ფეხზე წამომხტარი ქალის დანახვაზე.ოდის გვერდით დალაგებული ქოთნებიდან, ერთ-ერთი ამოარჩია მანომ და მოახლოებულმა გაუწოდა დემეტრეს...-გერანიებია, ანასტასიას ბავშვობაში უყვარდა. რავიცი, ვიფიქრე გამოგადგებოდათ...-ბერაიამ ღიმილით დაუქნია თავი და თავისუფალ ხელში მოიქცია ქოთნის სიმძიმე.
შარა გზის ბოლოს მოჩანდა ზვიადად თავზე წამომდგარი შენობის სიმაღლე,რომლის ნაცრისფრად ამოლესილ კედლებს ელამუნებოდა ივლისის ნათება და შესასვლელთან მოსწორებულ ხრეშზე გაისმა ავტომობილის საბურავების ხმა.გაშლილ მინდორში თავი წამოეჩიტათ ფერად-ფერად პეტუნიებს და მათი მწკრივისგან შექმნილ წრეში თეთრი ქანდაკების ჯადოსნურობა იწვევდა სტუმრებს. ფანტანიდან მომავალი წკრიალა ჭავლით ავსებდნენ საწუწაო ტოფებს ანცები და გარშემო სირბილით იკლებდნენ აჟრიამულებულ არე-მარეს. ახლად მოთიბულ ხალახზე, ზედ რომ ეფარებოდა ფიჭვის ხეების ჩრდილი, ახალგაზრდა ქალი გაწოლილიყო და სანახევროდ მოუჩანდა გაშლილი წიგნის გარეკანი.ხელით ნათალი, უშველებელი შესასვლელის კარი გამოეხსნათ და გარეთ გამოლაგებულ დამსვნებელებს ატკბობდათ როიალზე მოცეკვავე თითების სიმარდე.მანქანიდან გადმომხტარ მოუსვენარს შეეგება შავი თვალების სითბო და მხრებზე ჩამოშლილი კულულები კიდევ მეტად გამოიკვეთა, კისერთან თავდაგულებულმა, ხელში ატაცებისას რომ მოიქცია თითებში.ბერაიამ გაკვირვებით შეავლო შემხვედრს თვალი და სახე გაებადრა. ვარდისფერ, თეთრი კოპლებით დაფარულ სარაფნით შემოსილში ხომ ნაცნობი ფიგურა ამოიცნო.
-ჩესა...-ომახიანად შესძახა მისი სახელი და მოჩვენებითი უკმაყოფილებით წავიდა მისკენ...-ასე არ თქვი საღამოს ჩამოფრინდება ჩემი რეისიო?...-გულზე აკრულ ჩიტისფრთა ფეთქვას სულაც არ სურდა, ახლოს დაგულებულის, მამისთვის დათმობა და გაბუსხული შეაჩერდა მსუბუქ კოცნას, ქალის ლოყის კუთხესთან.
-ჩემი ჩამოსვლის ამბავზე რომ ვერ დააჭირა კბილი ენას, ეგეც მეყოფა...-აიფოფრა ქალბატონი და მხიარულად წაეთამაშა ჩალისფერ დალალებს,თლილი თითებით...-დრო მაინც ყოფილიყო სხვა, ჩემ გამოჩენას რომ ეფექტი არ დაეკარგა...-მორთო კისკისი და კისერში წაეტანა რძისფერ სიტკბოს.
-მამა-შვილიც დაბრუნებულან...-სასტუმროდან მომავალმა დოინჯი შემოირტყა და წარბშეკვრით წამოვიდა მოსაუბრეებისკენ...-თქვენ საჩუქრის საყიდლად იყავით,თუ საბადოს საძებნელად? რა ქენით, გამოჭედეთ ოქროს კულონი ბერაიებმა?...-დამცინავად ააკვასკავსა თვალები და ნაბიჯი უკან წადგა ფრანჩესკასთან ზედმეტად მოახლოებულმა, გველნაკბენივით.
-არადა რა კარგი ბიჭია...-მოუბრუნდა ჩესა დემეტრეს და შემბრალებლურად მომანჭა სახის კუთხეები...-ცოტა მოშორებით რომ დგას, ხმას არ იღებს და თვალებიც დახუჭული აქვს.არა?...-კითხვის შინაარსს ჩასწვდა დემეტრე, ოღონდ ამჯერად აღარ აპირებდა შუაში მოყოლას და ისევ ორ მტრულ ბანაკს დაუთმო მორიგების საშუალების ძებნა...-მივხვდი ! შენი მოწოდებაა ძილი ბაჩუკი, მაგ დროს ხარ ბრილიანტის ნატეხივით!
-არ მინდა ბავშვის თანდასწრებით ვთქვა, შენ როდის ხარ ბრილიანტის ნატეხივით...-მწარე კომენტარზე ხომ უნდა აფოფრილიყო.ამან თამამად გაშალა ფრთები და იტალიურად წასისინებულ შეფარვას მიაყოლა ჭინკებ აცეკვებული თვალები...-თავს ნუ შეირცხვენ!
-თითო ენა,თითო ჯერზე მეგობრებო...-ბერაია ფრანჩესკას გამომეტყველებით მიხვდა რაღაც უხერხული რომ წამოყრანტალა ბაჩომ და წინ გაწვდილ ხელებში მოიქცია, თავისი ურჩი ქალბატონი...-ნუ გამიგიჟებთ ბავშვს, თქვენი პოლიგლოტური შესაძლებლობებით.
ჩალისფერი კულული ევლებოდა მამის თბილ სახეს.გულთან აკრული ჩიტისფრთა ფეთქვა მოუსვნერად აცეცებდა თვალებს, ცამდე აზიდულ სიყვარულს რომ მიჰყვებოდა მორჩილად. ტბის გარშემო შემოვლებულ ბილიკზე, ველოსიპედების პედლებს ატრიალებდნენ ნება-ნება, შუახნის წყვილი და შიგადაშიგ თუ გადახედავდნენ ერთმანეთს, თვალის უპესთან გამოჩენილი, თამამი ნაოჭებით. ფიჭვნარს მოჰქონდა საამური ნიავი ჩრდილოეთიდან და მარადმწვანე ხეების საიდუმლოს აზიარებდა ჩრდილშქვეშ თავშეფარებულ, კამკამა წყლის ლივლივს მინებებულ დამსვნებლებს. ღაჟღაჟა სარაფნები იმზირებოდნენ თამამად ეზოს კუთხეებიდან და ყველას იწვევდნენ ივლისის თვის, შუადღის სითბოს მოსაპარად, ჯერ კიდევ საძინებლებს მიბარებულ სხეულებს,ასტაფილოსფერებული ნათებით ჩამოსატყუებლად. ლაჟვარდოვანი ცა დაჰგუგუნებდა შენობის უკან, ზღაპრულად წამოჩიტული გუმბათის შუშაბანდს თავზე და მიწიდან სანახევროდ ამოყვანილი წითელი აგურის სითბო ეღვრებოდა მთელ სიგრძეზე ჩაყოლებული დარაბების ჩარჩოებს.კელდების შიგნით ახალგაზრდა გოგონა წამოდგომოდა, სავარძლებში ჩამსხდარ მოჩურჩულეებს და გასიგრძეგანებულ თაროებზე ჩამოლაგებული ქოთნების სიმძიმე ვერ უშლიდა ხელს ბერაიების თვალთახედვას, ყურთასმენის დაძაბვასთან ერთად,თამამად შეეთვალიერებინათ გადახუნებული ფურცლიდან ამოკითხული სიტყვების ძალით, ამღვრეულ თვალთა ათინათი.
"...თეთრი ღამეების ნიავები, ბიბილოებთან ნაქროლი ეს ყურისწამღები საღამოები, ნარინჯისფერი დილები და ვერგათენებული სხეულების ტრაგედია. ბოშა ვარ,სულით ბოშა ქალი ვარ, წინა ცხოცრებაში მოცეკვავე ჭრელი ბოშა ვარ, ნახშირისფერი თვალებით და ყორნისფერი დალალებით,ბოშა ვარ! დილიდან დილამდე ვივლი, დავისივებ ცხოვრების ყველა კუნჭულს და ვივლი, ისე თითქოს მე მევალებოდეს დედამიწის გუშაგობა. ავაფრიალებ , ავაჟრიალებ ჩემს ჭრელა-ჭრულა ჟღრიალა კაბას, მე ხომ ბოშა ვარ. ხშირად მიყურებენ, მიყურებენ შავთვალებიანს და შავთმიანს. ამ ჩემ ჩამოკონწიალებულ კაბაში გამოწყობილ ეშხიან ქალს გამიღიმებენ ისე თითქოს ერთი ვარ, ერთადერთი ბოშა! ხმას ამოვიღებ და ავაცეკვებ ჭინკებს თვალებში, ხელისგულიდან და თვალებიდან გამოგიყვან შენი სურვილების ანალოგ მომავალს, იმდენი მინახავს მე ხომ "ჰიტანა"ვარ , მე ხომ ვიცი ქუჩის კითხეებში ჩამალული უბედურებების ცეკვა, შემოვიხვევ სახეზე ღაჟღაჟა თავშალებს, თამამად ვიცეკვებ ყველა კასტანიატას ხმის გაგონებაზე, ჩუმად ვივლი ბაზრობების ჭუჭყიანი დახლებიდან დახლებში და გავუღიმებ ყველა გამვლელს , გამოვისულელებ ცხოვრებას , ბოშა ვიქნები - ბოშა, მე ჰიტანა ვარ ! ჰიტანა ! მერე კი, დილით- ავკრეფ საწოლიდან, ჟღარუნა სიზმრებიდან წამოღებულ, ამ ჩემ საკუთარ თავს."
მსმენელთა ჩურჩული ჩაიკარგა ტაშისცემის ხმაში და დემეტრე ბერაიამ უცნაურად დახედა, აღაჟღაჟებული ანცის პაწაწინა თითების ცეკვას, თავადაც რომ უერთდებოდა აღტკინებულთა ემოციებს. სახეზე ჩამოყრილი წაბლისფერი თმა გასცდა მხრების საზღვრებს და შემოსასვლელისკენ მობრუნებულმა კითხვის ნიშნები აიკრო გუგებში. შორიდან გაისმა შეკითხვა და პასუხი ჩაინთქა საზოგადოებრივი თავშეყრის ხმაურში.უკან მობრუნებულის ნაბიჯებს გაასწრო, დრომოხელთებულმა და ფეხშიშველამ ჩაურბინა მამას, თვალთახედვის არედან ჩამორჩენისთვის.
ახლა, როცა მხოლოდ გულთან მარცხენა ხელით აკრული წიგნები ებარა, კიდევ ერთხელ მიხვდა რომ იმ სამყაროში ცხოვრობდა,რომელშიც ოთახები სხვადასხვა ფერადაა შეღებილი. სადაც წვიმის წვეთები ეცეკვებიან ღიმილიან სახეებს, ყვითელ-წითელი საწვიმარებით დახტიან ანცები ქუჩაში და ბუხრის სიმხურვალე ოხშივარადინებულ ცხელ ფინჯან ჩაისაც ათბობს.ამ სამყაროში ადგილი არაა დილის სიზარმაცეებისთვის და სახეზე ბალიშაფარებისთვის,კიდევ ერთხელ იმის დასავიწყებლად რა საზიზღარია ცხოვრება და როგორ დავიღალეთ.ამ სამყაროში დილებს იწყებდნენ ხალისით, შემოსასვლელში გამოტანილი გაზეთების თაროებთან ჩამომდგარი კარისკაცი, სიამოვნებით რომ ამცნობდა ძილბურანიდან ახლადთავდაღწეულ სტუმრებს ჩემმა მეუღლემ დღეს განსაკუთრებით გემრიელი მაფინები დააცხო და სამზარეულოსთან რიგიაო.ამ სამყაროში ისეთი წვრილმანები აბედნიერებდა, როგორსაც ვერც კი შეამჩნევდა კერძო სექტორის ყბადაღებულ მოთხოვნებში თავით გადავარდნილი ახალგაზრდა,დემეტრე ბერაია.აქ ადგილი აღარ იყო სხვების გრძელი ცხვირების და ათას ტონიან სიმძიმედ ქცეული ყოფაცხოვრებებისთვის და მიხვდა, რომ ნამდვილი ბედნიერება ამ სამყაროს ჯადოსნურობა გახლდათ.
კაკლის ხის კარს დასწვდა ხელისგულის სიფართოვე და შუაში, მასიურად ამოჭრილი ფანჯრებიდან მომავალი შუქზე გამოიკვეთა, მწკრივად ჩაწყობილი წიგნის კარადები.შუაში მდგარ ოვალურ მაგიდასთან, ჭაღარა თმიან მამაკაცს თვალწინ დაედო გადაშლილი წიგნების სიმრავლე და ხმის გაგონებისთანავე ამოხედა, ცხვირზე ჩამოსკუპებული სათვალის შუშებიდან.დემეტრემ ქაღალდში გახვეული წიგნების სიმძიმე აგემა ზედაპირს და ღიმილით მიესალმა აქამდე საგულდაგულოდ ნაძებნს.
-მეგონა პატარა სამკითხველოში იქნებოდი, რომ მთხოვე ის წიგნები ვიყიდე ბიბლიოთეკისთვის...-კაცის თითები ხარბად დასწვდა, ქაღალდში გახვეულ ფურცლების გროვას და კმაყოფილებისგან გაებადრა სახე, მის აღსარებას რომ წაესწრო...-შენი კლუბის წევრები მგონი დღითიდღე აუმჯობესებენ შესაძლებლობებს.
-ისევ იქ არიან, არა? ვერ გამოვიყვანე სამკითხველოდან...-მიხეილმა ხელები გაასავსავა თავისი უუნარობის გამოსახატად და ბიჭის სახეზე შემჩნეული აღფრთოვანებით მიხვდა, რომ ისევ შეესწრო ახალბედა მწერლის ნამუშევარის წაკითხვას, მცირე პუბლიკის წინაშე...-მაგრამ რას ვიზამთ, მთავარია რომ შეგპირდნენ დაბეჭდილი წიგნის ეგზემპლარებს, პირველად თქვენ გაჩუქებთ სასტუმროს ბიბლიოთეკისთვისო...-ართობდა ეს ზეპირი ხელშეკრულება და იხსენებდა აქ ჩამოყვანილმა მწერლების ჯგუფმა, როგორ აღუთქვეს წინა ზაფხულის მიწურულს, სასტუმროს პატრონს, პირველად თქვენ უნდა გერგოთ ამ ადგილის მადლით დაწერილი ნაწარმოებების ფურცლებიო.
-მაგ შეპირების გამო იჯავშნება ოთახები ერთი სეზონით ადრე...-გაეცინა დემეტრეს და ჯიბეში ახმაურებულმა ტელეფონმა გააწყვეტინა საუბარი, ფანჯიკიძესთან.
აქამდე მზერის მიღმა დატოვებული კუთხიდან, სავარძელში მოთავსებულმა ქალბატონმა, ხმამაღალი ჩახველებით მიახვედრა ხელს მიშლიო და რადგან თავისი საქმე უკვე მოილია, ჩქარი ნაბიჯით მოშორდა აუცილებელი სიჩუმის ნავსაყუდელს.კარის ჩარჩოს გამომცდარმა უპასუხა განათებულ ეკრანს და თანაშემწემ ამცნო პარასკევს მოთხოვნილი საბუთები უკვე გამოგიგზავნეთ ფოსტით და ხელმოწერილს ველოდები უკანო. საუბარში გართულმა გააყოლა თვალი სოფიოს, ქაქანით რომ მისდევდა სამზარეულოსკენ გაქცეულ ფეხშიშველა ცელქს.მარმარილოთი მოპირკეთებულ კიბეებს ვიღაც აკრავდა ნაბიჯების ხმას და როგორც კი მეორე სართულზე დაბინავებული, ნაცნობი სტუმარი ჩამოვიდა საფეხურების წყობიდან გამარჯობის სათქმელად, თავად დაიკავა მისი ადგილი.მესამე სართულზე აღწეულმა, მარცხენა კიდის ფრთისკენ აიღო გეზი და ხელსაწყოს გამაყრუებელ ხმაში დაიჭირა დიალოგის ნიშნები. მიახლოებულს თვალში მოხვდა აჭიმული კიბის სიგრძეს ჩაფრენილი ჯაბას ფიგურა, შუბლზე აკრულ ოფლის დაწინკწკვლას რომ იშორებდა ხელისგულით და შიგადაშიგ საყვედურივით ჟღერდა მისი სიცილი.
-გოგო მარცხნიდანაც მიუდექი მაგ თაროს და კარგად დაუმაგრე შურუპები, თორემ მეორედ ვეღარ მომიტყუებ მოსახმარებლად...-კიბის შუა საფეხურზე გაჭედილს, ორი ზომით დიდ, ჯინსის კომბინიზონში გამოწყობილს, მხრებზე ჩამოგდებული სალტებიდან მოუჩანდა მტვრით შეფერადებული მაისურის, ძლივს შესამჩნევი სითეთრე და მარჯვედ ატრიალებდა ხელის დრელეს, თაროზე აკრული...-ყვავილებიც ამოსატანია და ბაჩუკის, თუ სიცოცხლე არ მობეზრებია, ურჩევნია არსად გაძვრეს.
-ნუ ბუზღუნებ მამა...-წამიერად შეჩერებულმა ჩამოსცინა ზემოდან და გონებაში მოქექა მის დასაშოშმინებლად, ძველი ამბის კომიკურობა...-თორემ გაგახსენებ, რამდენჯერაც საძინებლის შპალერს შეხედავ, იმდენჯერ რომ მეძახი სიტყვის გამტეხ ქალს.
-არტურას დაგიძახებ ამიერიდან, ოღონდაც ჩამოდი მაგ კიბიდან, გავწყდი კაცი წელში...-წუწუნებდა ბერაია და ვერ უხვდებოდა ახლადშემოსწრებული, კიბეს ხელებით ჩაჭიდება ასე როგორ ღლიდა ჯან-ღონით სავსეს.
-არტურასთან ფრთხილად, ბერაიებო!...-კედელს აკრულმა, სარსკასტული გამომეტყველებით რომ უცქერდა შუშაბანდებიდან მომავალ სინათლეზე გამოკვეთილ მოკინკლავეებს, ხელები გადაიჭდო და დაელოდა მისი შემჩნევისას გამოჩენილ ყურადღებას...-ეგ ხელოსანი, ასე ხელწამოსაკრავად სახსენებელი არაა!
-ოოჰ, ხედავ ჯაბა? მოაგნეს სახლის გზას!...-სურვილიც ახდა და როგორც იქნა იატაკზე დადგა ფეხის სიმძიმე ქალმა.შუახნის კაცმა მადლიერებით გადახედა შვილს და წარბშეკვრით წაგლიჯა ხელიდან დრელე, აქაოდა კიდევ არ მოინდომოს ოსტატობაო...-შენი კუდი სად ბრძანდება? ბოლო წამს რომ ჩაგიხტა მანქანაში.
-ჩემს კუდს სოფიო დასდევს...-მოახლოებულს ააკრა სარკასტული გამომეტყველება და ქვეშ-ქვეშად გააყოლა მზერა ფეხაკრებით გაპარულ ჯაბას, მუცელთან რომ მიწეწებებინა ხელის დრელე...-ფეხშშველი გამოიჭირა და გულამოვარდნილი ემუქრება გაქცეულს.
-ყვავილების დროა დემე...-მარტოდ დაგულებულს უჩურჩულა და ზურგით მიყრდნობილმა იგრძნო როგორ ხარბად დაეწაფნენ მის ცხენის კუდად შეკრული თმიდან მომავალ იების სურნელს.ყურთან ობლად ჩამოგდებულ კულულის ბოლოს, გამოწვევის ელფერი დაკრავდა მთელი დღით გადახვეწილის თვალში და სიცოცხლის წყაროსთან მიწებებულმა ტუჩებმა მიიკრეს სიახლოვეს დანებებული ქალის გულისცემა.
ოთახი უსაშველოდ გასიგრძეგანდა ახალთახალი ფეთქვის ალში.კედლებზე გაკრული შპალერიდან მომზირალ საკურას ყვავილებს, ისეთი სინამდვილის ელფერი დაჰკრავდათ რომ უცილობლად დაგტყუებდნენ შეხების სურვილს.დაცარიელებულ სივრცეს მხოლოდ თაროებით ალაგ-ალაგ დაფარული კედლები ავსებდა და გაახსენდა ბერაიას, როგორი მოჯადოებით ეჩურჩულებოდა ღამის სიჩუმეში მეუღლის სიტყვები, მთლიანად ყვავილებით გამოვავსოთ ძველი მოგონებების ბუდეო.ავეჯისგან განთავისუფლებულს, სულ აღარ დაჰკრავდა იდუმალი შეფერილობა და ახლა ისიც უნდა ქცეულიყო აწმყოს შვილობილად. ისე როგორც წესია, ზარდახშაში შენახულ ნაცრისფერ ფოტოებს მხოლოდ მათთვის აქვს მნიშვნელობა, ვინც ფირზე აღბეჭდილთ იცნობდა.
-მანოს გავუარეთ და გერანიები გამომატანა ქოთნით, ტასოს ბავშვობაში უყვარდაო...-საუბრის წამოწყება სურდა, მის საიდუმლოს ნაზიარებს და იცოდა გამოუვიდოდა კიდეც, ერთგულების ფიცის ქვეშ ნახსენები გულახდილობის ძალით...-მითხრა კარგად მოგიფიქრებიათ, რომ გადმოასვენეთო.
-როგორი უცნაურია არა?...-თაფლა თვალები შერჩა შუშაბანდის ჩარჩოებს და ჰორიზონტს მიღმა მოცქირალმა ამოთქვა გაკვირვება...-ჯერ კიდევ სამი წლის წინ, ლამის თვალები დავთხარე ლიზას ამ ოთახიდან ავეჯის გატანა, რომ მოინდომა. ახლა კი მე თვითონ გავაქრე მისი არსებობის კვალი და ვერაფერს ვგრძნობ.
-მე მჯერა, რომ თვითონაც ბედნიერია შენი გათავისუფლებით...-მისკენ შემობრუნებულს, გახლეჩილი ატმის სიკვასკვასე დაურბოდა ლოყის კუთხეებში და ინტერესიან გამოხედვაში ჩაიფერფლა სინაცისფრის სითბო...-გახსოვს რა ვთქვით იმ დილას? მილა შენი ამბის ნაწილი იყო და არა დასასრული! ასე რომ ამოვიტანოთ ყვავილები, დავაწყოთ თაროებზე და გამოვიხუროთ ამ ოთახის კარი.
-მანოს გერანიები სახლში წავიღოთ, აქ დასაწყობად ისედაც საკმარისი ყვავილები გვაქვს...-შეფარული ნათქვამი მივიდა ადრესატამდე და ლალისთვლის სიბრჭყვიალეს დაერია ოქროსფერი მეტალის გემო, თითებით თამაშისას...-იმ ონავარმა კიდევ სადღაც დამალა ხომ თავისი ბალეტკები?...-წამოიძახა მოჩვენებითი გაჯავრებით და უკან გაჰყვა ორი თავით მაღალ ფიგურას, ჰოლის კუთხეებს აწეწებული კისკისით.
სამზარეულოში მორბენალ მილას, შუაში მდგარი კუნძულის გარშემო რომ ცდილობდა სოფიოს ხელიდან დასხლტომას, დაჭკვიანებული ქალი წაეტანა და მკლავებში მოქცეულს დაუცაცხანა ახლა სად წამიხვალო. კისკისით ატაცებული წააბრძანეს მეორე სართულისკენ და სანამ გუმბათის სივრცე ივსებოდა ფერადი ოთახის ყვავილებით, მანამ მოარგეს ახალი კაბა და ვერ ატანილი ფეხსაცმელების სიმსუბუქე.
სააბაზანოდან მომავალი ხმის ფონზე გაყურსულ ბერაიას, საწოლზე რომ მიწოლილიყო, კარის ჭრიალის ხმა შემოესმა და ცალი თვალით გახედა ზღურბლთან გამოჩენილს. ლოგინზე ამოცოცებულმა უსიტყვოდ წაავლო მის მხარს ხელისგული და ისე მოთავსდა მუცელზე, გეგონებოდათ სრულიად მისი საკუთრებაა და აბა ვინმემ გაბედოს შეპასუხებაო.ბებოსთან დაჭერობანას თამაშით მოღლილს ეხუჭებოდა თვალები, მაგრამ ვერ ივიწყებდა ცელქობას და მოუსვნერად ათამაშებდა თითის ბალიშებს ახლად ამოკოკრილ, მჩხვლეტ წვერზე.
დემეტრე ბერაიას მოუწია მეორე მკლავი ფართოდ გაეშალა ახლად შემოხიზნულისთვის. გვერდით მოწოლილმა ფრთხილად ააყოლა მამის გულზე მინაბულ, ჩაძინებულის გაბუსხულ ტუჩებს თითის ბალიში და საკოცნელად გამომწვევ ლოყის სიწითლეს ააკრო ხელისგული.ერთი ციდა იყო მილა, იმდენად პაწაწინა რომ დემეტრე ბერაიას გვერდით რომ დგებოდა ვერ იჯერებდა ანასტასია მის სინამდვილეს.მაგრამ იმდენად დიდი იყო, რომ არ ჰყოფნიდა ნენეს ერთი ცხოვრება მისი სიყვარულისთვის.
-როგორი ლამაზია, დემე...-მოჯადოებულივით უჩურჩულა დახუჭულ თვალთახედვას და ტუჩის კუთხე ჩაეტეხა ბერაიას, თავისი ცოლის სიტყვებზე...- გჯერა რომ ჩვენი შვილია?...-უპასუხოდ დატოვებისთვის სამაგიერო მიზღული იყო და უცებ დაჭყეტილ თვალებზე ახითხითდა, პირზე ხელაფარებული.
-შენი არ ვიცი და ჩემი ნამდვილად არის!...-ეგღა აკლდა დაცინვა შეერჩინა ამ გატუტუცებული ქალბატონისთვის.
-ბერაიებო ჩაიცვით, შემოვდივართ!...-ბაჩუკის ომახიანმა ხმამ დასჭექა სულ ოდნავ შეღებულ კარში და უსირცხვილომ, მაშინვე ხელი ჰკრა მთლიანი სურათის დასანახად.მოხითხითეს კიდევ მეტად გაუნათდა სახე და ჭინკებაცეკვებული თვალებით წავიდა საწოლის შუაში მინაბული ოჯახისკენ...-ვაიმე, ფრანჩი შემოდი გოგო, შეხედე რა იდილიაა...-დემეტრეს დაბღვერილ სახეს მიუხვდა მიზეზს და ჩურჩულით განაგრძო მის გვერდით მოთავსება.
-სოფიომ გამოგვგზავნა ანა, არ წავიდეთო?...-ფრანჩესკა თავის იტალიურ თავქარიანობას ღალატობდა და სცენის შემყურე, მორცხვად ჩურჩულებდა ოთახის ცენტრიდან...-ის რა ჯანდაბას აკეთებს?...-ბაჩუკის დანახვაზე ეცვალა გამომეტყველება.
-დემე მეც მინდა ბავშვი შენგან...-მხარზე თავმიდებული შეგულიანდა გოგოს ქირქილით და წამწამები აუფახურა ზემოდან დამყურეს.
-ლოცვებში მოგიხსენიებ ბაჩუკი...-ანასტასია ფეხზე წამოიმართა და კიდევ ერთხელ წაავლო მზერა მეუღლის აჭარხლებას, მილას მოხელთებას რომ ცდილობდა ისე, ბაჩუკისკენ გაქანებული ხელით რომ არ შეეღვიძებინა.
კვიციანებთან სტიმრობისთვის მზად ყოფნაში, გარეთ გამოლაგებული ბერაიების რძლის თვალთახედვა შერჩა დეკორატიულ ხეებთან, თითქოს შეუმჩნეველ კუთხეში გაშლილ მოლბერტს. ტილოს შარვალსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი, შუახნის მამაკაცი ხელში ატრიალებდა საღებავების პალიტრას და დიდი მონდომებით აცეკვებდა ფუნჯს, მათთვის უხილავი მხრიდან თეთრ ტილოზე.გამოხსნილი კარიდან,თავის გვერდით მოთავსების სურვილით აღვსილმა დემეტრემ მზერა გააყოლა მეუღლის ინტერესის სფეროს და წამით გახევებულმა, ეშმაკურად შეუძახა " დაგპირდა პირველი შენ ნახავ ამ ნამუშევარს, ახლა კი დაჯექი,თორემ ელიკო დაგვაყრის ქოქოლას ისედაც დაგვიანებულებსო".
თქვენ ხომ გინახავთ უკვე, ვარდოსბისთვიდან აყვავილებული ვარდების კვასკვასი, მსხმოარე ატმის ყლორტებიდან მომზირალი თოთო ფოთლების სიხასხასე და ნაყოფით დახუნძლული მკათათვის ტოტები.სუროშემოვლებულ ფანჩატურს ჟრიამულით იკლებდნენ შეხიზნული სტუმრები, ბანქოს თამაშისას.ფარეხის წინ გამოტანილ ძველებურ მაყალს, ნაკვერჩხლები უგუგუნებდნენ ნაცრისფრად ამომავალ კვამლს და შიშხინით იწვოდა შამფურებზე წამოცმული ხორცის ნაჭრები.ჩანავლებული თონიდან მოდიოდა ელიკო, გულთან აკრულ ხის დაფაზე დალაგებული კვრიხინა შოთის პურებით და მომსვლელთ გაებადრა მთელი სახით. ტალავერის ქვეშ, მთელ სიგრძეზე გაშლილ მაგიდას დაჰფოფინებდნენ ნაცნობი გოგონები და ანცის ხმის გაგონებისთანავე მოუბრუნდნენ შესაგებებლად.საღამოს მწუხრი იღვრებოდა, მშვიდ ნავსაყუდელს წამწყდარ ახალგაზრდათა მხრებზე და ერთად მოგროვებულთ, ამბავ გამოვლილებს, სულ არ ჰყოფნიდათ ერთი ცხოვრება ყველა მომენტის გასახსენებლად.ბაჩუკი შიგადაშიგ გადახედავდა ხოლმე ნინიკოს ლუკაზე აკრულ ფიგურას და ფრანჩესკას წაბწკენა აშლევინებდა წარბშეკრულ შუბლის ნაოჭებს.
-ჯაბა...-ფეხზე წამომდგარმა ზურაბმა ჰაერში გაშალა თეთრი, შუშხუნა ღვინის ბუშტები და სითბოჩამდგარმა თვალებმა მიიწებეს ასაკით ტოლი კაცის ყურადღება...-მე და შენ, აგერ სამი წელია ვიცნობთ ერთმანეთს და ჩვენი ბავშვების გადამკიდე, ხშირად გვიწევს ამხელა კაცებს ჩუმად საუბარი და უკვე იცი...-ანასტასიას დაბნევას რომ შეეჩეხა, დინჯი ტონი იცვალა და მხრებაწურულმა საყვედურით განუმარტა...-რა გგონიათ, ნერვებს რომ გვიშლით, ვის ვურეკავთ თქვენზე სალაპარაკოდ?...-ჩააშოშმინა ურცხვად აფოფრილი და სასიამოვნო ღიმილისგან ჩატეხილმა ტუჩის კუთხეებმა განაგრძეს უდარდელობა...-მე და ელიკო ოცდაათი წელია ერთად ვართ და ორივემ ვიცით, ბევრი საინტერესო ამბავი გამოვიარეთ, ერთმანეთის გვერდითაც და ცალ-ცალკეც, მაგრამ ისეთი ძვირფასი, ისეთი საინტერესო არაფერი, რაც ამ ორი ონავარის ჩვენ ოჯახში ფეხის შემოდგმის მერე...-შემართულ ჭიქას ასდიოდა გულიდან ამომხტარი სათქმელის სურნელი...-მინდა კიდევ ბევრჯერ გნახოთ ჩემს ეზოში, მინდა კიდევ ბევრჯერ გავიხარო თქვენი ბედნიერებით და აღარასდროს შეგვეშინდეს მე და ჩემს ელიკოს, მარტო ყოფნის.
-ხოო, აბაა...-ჩაფიქრებით მიაძახა კვიციანს ბაჩუკიმ და შეკრულ კოპებზევე ეტყობოდა, მაცდური ჩანაფიქრის გამჟღავნება...-განსაკუთრებით მაშინ, მე რომ ვიწელებოდი, არიქა ერთმანეთს თვალებს დათხრიანთქო, არადა ესენი დგანან უსაკურთხო მკვდრებივით და უსირცხვილოდ კი უჟუჟუნებენ იმ თვალებს ერთმანეთს...-თამარასკენ მიბრუნებულმა თითები გაშალა მეტი დამაჯერებლობისთვის და განაგრძო უფასო ცირკი...-არა, კი ვიფიქრე რაღაც ისე არაათქო, ეს ვაჟბატონი ტუტანხამონის მუმიასავით მშვიდი და წყნარი რომ დახვდა, მაგრამ რას ვიფიქრებდი ზურგში დანა აქვთ ჩემთვის ჩარტყმულითქო.ონავრებიო, ონავრები კი არა უსირცხვილო მატყუარები არიან, ესენი!
-ვიმახსოვრებ ბაჩუკი! ყველაფერს ვიმახსოვრებ...-ანცად აუკვასკვასა თვალები ქალბატონმა და ბიჭის აღაჟღაჟებას მიუხვდა სათქმელის მთავარ შეფარვას.
-ისე, საინტერესოა ყველას ერთად როგორ უძლებდით...- სიტყვებს გამოეხმაურა სოფიო და გვერდით მჯდომ ელიკოს გადახედა, მოჩვენებითი დაუჯერებლობით...-ბიჭები რომ ერთად შეკრიბებოდნენ ხოლმე, მე სახლიდან გავრბოდი, მათი შემხედვარე.
-იმიტომაც ვისხედით სამზარეულოში სოფო...-ლუკა გამოეხმაურა წარსულის მოგონებებს და ჭინკებაცეკვებული თვალებით გაამხილა წლობით დამალული ხერხები...-რომ გარბოდი, მერე ჩვენ ნებაზე ვიმხობდით სახლს თავზე.
-ჩვენ ერთმა, ძალიან კარგმა კაცმა გადაგვარჩინა ფსიქოზიგან...-ნიკოლოზი ჭიისკარს შესცქეროდა დამცინავად და როგორც კი მომსვლელმა გადმოაბიჯა ეზოში, მაშინვე ახარა ბაჩუკის...-ბაჩუკი ყველას გადაგვიყვანდა ჭკუიდან თავისი უფასო ცირკით, ის ერთი რომ არა.
-ძია კაცს ვახლავარ!...-გველნაკბენივით ფეხზე წამომხტარმა გაშალა მხრები და სასაცილოდ მომანჭული სახით წაიწია სუფრასთან მოსულის შესაგებებლად...-უფროსო, გეძებ რამდენი ხანია, სად დაიკარგე ჩემო ბრძენო კაცო?!
-ეს შენი მეტოქეა ჩესა...-მესხიშვილი ეჩურჩულებოდა სიტუაციაში ვერ გარკვეულ ჩესას და ერთმანეთზე გადაჭდობილთ არცხვენდა იტალიელის თვალში...-შენამდე ტარიელი იყო მისი სული და გული.
-სულ დავუთმობ! ნეტა წაიყვანდეს და...-თამარას აცინებდა თავისი შემბრალებლური ტონით...-ყოველ დილით დავანთებ სანთელს მის სახელზე.
-დემე დღეს რომ წახვედით, დათამ გამოიარა და დამიბარა ხვალ მილა მოიყვანონ ჩემთანო...-სუფრის ბოლოდან წამოიძახა მანომ და თამარამ დაუდასტურა თუ არა მოხუცის ძლიერი სურვილი, სანამ კიდევ ერთხელ გადაავიწყდებოდა მეგობრის სტუმრობა, მანამ უნდა გადაეცა მისი სიტყვები...-მილას კვიცი უნდა ვაჩვენო, შევპირდიო.
-მეგობრებო, ახალი ამბავი მაქვს თქვენთვის...-ბერაიამ კიდევ ერთხელ მოისმინა თავისი გოგოს სახელი, ფაუნასთან ურთიერთობის ასპექტში და მზად იყო დიდი ხნის წინ, ელიკოს სამზარეულოში გამართული დიალოგი გაეხსენებინა სუფრასთან მსხდომთათვის...-ჩემი მეუღლის და შვილის შემყურემ, მივიღე გადაწყვეტილება სასტუმროს სახელი შევუცვალო და დავარქვა "ხილ-ბოსტანი ზოოპარკის ეზოში".
-შენ კიდევ მარტივად გამოძვრები,ზამთარში დაკეტავ და წახვალ შენს სახლში. რა გაწუწუნებს?!...-ლუკა შესცქეროდა მუცელ წამოზრდილი ლიზას ხითხითს და ამ მომენტის ხელიდან გაშვება ეჩვენებოდა კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად...-კიტამ იკითხოს, ბინა რომ გადაუქცია ჩვენმა წუწუნამ, საგამოფენო გალერეად.
-ვინმე თუ დააპირებთ სახლის გარემონტებას, ჩარჩოში ჩასმულ პროექტებს დაგირიგებთ უფასოდ...-სიცხით შეწუხებული მეუღლის წაფოფვრისთვის არ მიუქცევია ყურადღება, ისე შესთავაზა ახლობლებს ცინცხალი ტრიდე ნახაზები...-დაბადების დღეებზე და ქორწილებზე, ჩემგან სხვას ნურაფერს ელით, მთელი ცხოვრება არ მეყოფა კედლების დასაცარიელებლად.
-მითქვამს და კიდევ ბევრჯერ ვიტყვი...-აღარავის ეცალა გადაჩურჩულებისთვის, ისე წამოიყვირა, ფეხზე წამომხტარმა ბაჩუკიმ...-სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაო! ხოდა ჩემო ტარიელ, შენ ბრძენი კაცი ხარ და მე მინდა, ჩვენს ხელში გამოზრდილ, წამოჩიტულ ბავშვებს გაუმარჯოთ, თავისი ცინცხალი ოჯახებით...-გვერდით მჯდომმაც წამოიწია და სიცილით გადახედა წინ მოთავსებულის თავის დაკვრას, ბაჩომ რომ შეუყვირა...-ლუკა შენთან ვარ ალავერდს!
-ფრანჩესკას უთხარით ვინმემ, წაიძროს ის ბეჭედი თითიდან და მისცეს ბაჩუკის!...-არც ნიკოლოზი დარჩებოდა ვალში, თავის დროზე თამარა მესხიშვილზე აწითლებულს რომ დასცინოდა ურცხვად...-ამაღამ თვითონ ეს ვაჟბატონი გათხოვდება, მეც მითქვამს!
ჩამობნელებულ არე-მარეში , რომელსაც მხოლოდ ტალავერის შუაში ჩამოკიდებული ნათურა ანათებდა, ანასტასია უყურებდა დემეტრეს კალთაში მოთავსებულ სახემოღვენთილს და წამიერად ჩასწყდა გული.ფიქრებ დაწყობილი წამოიმართა ფეხზე, უსიტყვოდ წავიდა სახლისკენ და სამზარეულოში აღმოჩენილმა გამოაღო ქვედა კარადა. ის თარო, რომელიც ყოველთვის სავსე იყო ქილებით, იმედს არ უცრუებდა. ორ შუშას წაავლო თითები და ბავშვური ანცობით გართულმა ჰაერში შეათამაშა მკლავის სიგრძე.დემეტრესთან მიახლოებულმა მხოლოდ წამიერად ანდო მაგიდის ზედაპირს და მარდად დასწვდა პაწაწინა ფეხების სითბოს, დემეტრე ბერაიას კალთაში აღმოჩნდა ბალეტკები და აზრით გართულმა თავადაც განთავისუფლებულ სიშიშვლეს მიბაძა, კედების თასმები შეიხსნა და მხოლოდ განაწილებული სულის პატრონმა გაუგო ჩანაფიქრი. მამის კალთიდან ჩამომხტარმა გაკვირვებით დაავლო ქილას ხელი და უკან მიჰყვა დედის ნაბიჯებს. ვენახის ბოლოებში მთვარის შუქი ანათებდა ციცქა-ცოლიკოურის მსხმოიარე, მკვახე ნაყოფით დახუნძლულ ტოტებს და ყლორტებზე ჩამოკიდებულ უშველებულ ფოთლებს ასდიოდათ სიხასხასის სუნი.იქ სადღაც, ვენახის ბოლოებში ელავდა ოქროსფერი ციმციმი და მილა გარბოდა ქილას მოხსნილი თავსახურით,სანამ ანასტასიას ქვეშ მოძრაობდა დედამიწა. ერთი კაცისგან შთაბერილი სიცოცხლით შევსილმა ორმა ქალბატონმა იგრძნო მუხლებიდან წამოსული ბედნიერების შეგრძნებები.დღეები...ჭვავის ყანაში სირბილით ჩაქროლილი მოყვითალო ნათებები...დღეები, ცელქობაში გაპარული ჩაშაქრული ბავშვობის. აშრიალებული, აყვავილებული კვასკვასა სარაფნები,გულის ჯიბეში ჩამალული სიყვარულის მარწყვები, აალუბლისფერებული ლოყები და გადატყაული მუხლისთავები. დაცემები და უხერხულ ღიმილგამოვლილი სიცილები,ველოსიპედს გამძვრალი პედლები, ცხოვრებას გამოცლილი ლანჩებამძვრალი ფეხსაცმელით გავლილი ნაბიჯები.დაბრუნდა რიტმი, დაბრუნდნენ ნათებები,დაინახა ცხოვრება,გაიქცა,უფრო ჩქარა,ვერ წამოეწია სიტყვების სეტყვა, გაიქროლა, გააცლა ცხოვრებას იმედგაცრუებების სიყვითლე, უკან მოიტოვა.დააბრუნა თაფლათვალების ციმციმი. ახლა იცოდა, რომ დაიჭერდა პეპლებს ბადით,ჩიტებს დაგებულ კაკანათში გააბამდნენ მერე ისევ რომ ეგემებინათ თავისუფლება, შეიყვარებდნენ გაზაფხულის ყოჩივარდებს თავიდან.ამჯერად მისი ანცი დაუკრეფავდა პაწაწინა იებს, დედის გულებს. გაეკიდებოდნენ ციცინათელებს, ხელისგულებს აიწითლებდნენ ღობისიქეთა მეზობლის ნაჩუქარი ბროწეულით.ლოყის კუთხეებით ამოჭმული საზამთროს ნაჭრები და სიმინდის ყანაში დასუსხული უდარდელობა. იღიმოდა ტასო, ყურებამდე და ამ ღიმილის ხმაც ისმოდა ! ასწლიანი დუმილის მერე აა-დო-რე-მიებდა ძველ პიანინოს მის სხეულში გამოზრდილ ჩიტისფრთა ფეთქვას,დაცხობილ სახლის დღეებს მოიპარავდნენ, მსოფლიოს შემოივლიდნენ და თავის ჩალისფერ თმიან დაუმორჩილებელთან ერთად იყვირებდა - "დაბრუნდნენ დღეები...ჩაშაქრული,ჩამავალი მზესავით თბილი, ასტაფილოსფერებული ეს ციმციმა ნათებები! დაბრუნდნენ ! "
ნასუფრალის ასალაგებლად, დანარჩენების მიხმარებაში აფუსფუსებულ ბერაიას მოუწია ეყურებინა, როგორ ხსნიდნენ, თავისი ორი ქალბატონი, ქილებს თავსახურებს და ჯადოსნურობის ძალით ათავისუფლებდნენ ოქროსფრად მოღაჟღაღე ციცინათლების ტყვეობას.
ფანჯრის მინებზე მოცეკვავე ზაფხულის შხაპუნა წვიმა იწვევდა პაწაწინა ანცის გამოღვიძებულ არსებას და ვერ დაეწეოდა დედის შეშფოთება, მოკამკამე წყლისკენ გაქცეულს.
ტბის ალივლივებულ წყალს მშობელი დედასავით ევლებოდა ზეცისგან მოვლენილი საჩუქრის სიტკბო და ნაპირთან მირბენილმა ჩიტისფრთა ფეთქვამ სულ ოდნავ შეუშვირა მუხლების სიშიშვლე, თაკარა მზისგან გამთბარი წყლის სითბოს.შორეულ შეძახილად ეჩვენებოდა გულამოვარდნილ ბერაიას, ანასტასიას შეშფოთებით გამეორებული მოწოდებები და შვილის ცელქობას დაყოლილმა მოიქცია პაწაწინა თითების სითბო ხელისგულში.მდუმარედ გახევებულმა, ერთხელ გახსნა ბაგეები და ისიც ორი სიტყვით წასაჩურჩულებლად
-აცადე ტასო...-ერთიანად მოხვეული მკლავების სითბო მოსწყდა მილას სხეულს და გვერდით ამომდგარი დედის სიმაღლეს გაუნათა სახე, მამის სიტყვებმა...-ნუ შევუშლით ხელს, სჯეროდეს სასწაულების!
ძილბურანში გახვეული სტუმრებისგან დაცლილი არე-მარის სიჩუმე გააპო, ავტომობილის ძრავის ხმამ და სასტუმროს შესასვლელისკენ წამოსულ ანასტასიას სახეში ეცა ნაცნობი ნაკვთების ციმციმი.შეღებული კარიდან გადმოსული,ჩქარი ნაბიჯით მოიწევდა მისკენ და მეგობრებისგან გამოყოფილს ერთი სული ჰქონდა სიტყვა გაეცვალა დამხვედრისთვის.
სასტუმროს თავზე ჩამოკიდებული აბრა, ველობილიკიდან მომავალ ლამპიონებს ეხმარებოდა შემხვედრთა დალანდვაში.
-დავასრულე ქეთო...-ნიადაგი მოსინჯა და დარცხვენით უჩურჩულა თავზე წამომდგარს...-ბოლომდე წავიკითხე და შენსავით გამიჩნდა კითხვა...-მისი ამბის ავტორი უხვდებოდა კითხვის შინაარსს და მომზადებული პასუხით შეეგებებოდა თვალების ამღვრევას...-ღირდა კი ერთი უბრალო სასტუმროსთვის, ამხელა ამბის გამოვლა?
-ვიცოდი და მომზადებული გეახელი ჩემო ანასტო...-ფანჯიკიძეს უცნაურად დასთამაშებდა სხივი სახეზე და გაწვდილ ხელისგულში გამოაჩინა, წითლად აკვასკვასებული თმის სარჭი...-რამდენიმე წლის წინ, ჩემი მამიდაშვილი, ყველაზე ძვირფასი თაფლათვალა გოგო დავკარგეთ.დასაფლავებიდან სახლში დაბრუნებულს მხოლოდ მისი თმის სამაგრი შემრჩა ხელში და ახლაც, მის აღარყოფნას შეგუებული ისე ვინახავ ამ ერთ ბეწო ნივთს, თითქოს ცხოვრებაში მასზე დიდი საგანძური არც არასდროს იარსებებს ჩემთვის.
-გიორგი ჯანაშიამ იცის, რომ წიგნს წერდი...-შეფარული ნათქვამი მივიდა აქაფქაფებულ მიწამდე და პასუხის მოლოდინში გასუსულს, გამბედავად წაეტანა პულს აჩქარებულ მაჯის კუთხეზე...-დაბეჭდე ქეთევან! მინდა წაიკითხონ და იცოდნენ, რა ხდება მას შემდეგ, რაც ხელახლა იბადები.
იქ, სადღაც, შორეულ პრერიებსა თუ უბრალო ფიჭვნარში, მნიშვნელობა აღარ ჰქონდა წარსულის სიმჟავეს. ტბას შეხიზნული ორი ფიგურა იწვევდა მომავლის ჩაშაქრულ, ალუბლის სიტკბოსავით მაცდურ დღეებს და წლების განმავლობაში ზვიადად წამომართული შენობის თაღიდან მომზირალი, უშველებელი აბრა ანდობდა, მის ქვეშ მდგომს, წლობით დამალული საიდუმლოს სიღრმეს. მანამ კი, სანამ მამის კვალს მიყოლილი ახალბედა, თვალს უშტერებდა ზაფხულის შხაპუნა წვიმისგან შემომდნარი შესასვლელისკენ გამოქცეული სარაფნის ბოლოებს და ძლიერი ხელებით დაფარული ბავშვის გულთან აკვრას, მანამ იჩურჩულა სრულ სიმარტოვეში.
-ალუბლის სიტკბოს დავარქმევ...-აზრით შთაგონებულმა, შელოცვასავით გაუმეორე შემცივნებული კანის ეკლებს...- ამ სასტუმროს სახელს დავარქმევ, შენს ნაწარმოებს.

პ.ს "გასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა"

--------------‐---------------------------------------------

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jan 04, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

🍒ალუბლის სიტკბო🍒Where stories live. Discover now