Part 6

49 4 1
                                    

ექიმები მაშინვე პალატაში შევარდნენ, როცა გაიგეს კივილის ხმა, ეს ლილის ხმა იყო მისი ნაზი ხმა. ალბათ გაინტერესებთ ვინ ვარ მე,დიახ ეს მე ვარ, ეს ჩვენი ამბავია, ჩემი და ლილის, ჩვენი ამბავი დაიწო აქ,ამ საავადმყოფოში, სწორედ იმ წამიდან როცა, ლილი აქ შემოიყვანეს დაავადებით, რომელმაც ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა; დიახ მე ვარ ადამიანი ვინც ამბავს გიყვებათ, ჩვენი ამბავი კი ყველამ უნდა გაიგოს, მათ შორის თქვენც.ახლა კი როგორ მოხდა ყველაფერი ეს:

-რა ხმაურიაა!! ვინ კივის ესე გამწარებით?!!_შევვარდი პალატაში ყურებზე ხელაფარებული_ექიმო რახდებაა?!

-პაციენტს ჰალუცინაციები დაეწყო!_როგორც მიხვდით,ექიმის ვარაუდი გამართლდა, ლილის ჰალუცინაციები დაეწყო_სასწრაფოს დატოვეთ პალატა!!_გასცა ბრძანება ექიმა

-ექიმო, ეს ხომ ლილია? ლილი ბერაშვილი?_დაეჭვებით ვკითხე ექიმს, იმიტომ რომ, დიდი ხანია ლილი არ მინახავს და ცოტა შეცვლილი მეჩვენა

-დიახ და შენ საიდან იცი ონავარო?_კითხვითვე მომიბრუნდა ექიმი

-ეჰჰ ექიმოო! მე ყველაფერი ვიცი, ხომ იცით ყოვლისმცოდნე ონავარი ვარ!_სიცილით ვუთხარი ექიმსს, ექიმმა წარბი ასწია, სათვალიდან გამომხედა და მითხრა

-იმედია იცი რომ,პალატა შენც უნდა დატოვო

-ექიმო, ლილი წლებია არ მინახავს თანაც, მოგეხსენებათ რომ ეს დაავადება მეც მაქვს და არ მეშინია მისი! ამიტომ ნება მიბოძეთ კარისაკენ გაგიძღვეთ და გასვლა გთხოვოთ რადგან, მე მის დატოვებას აქ მარტო თანაც, ასეთ მდგომარეობაში არ ვაპირებ!

-კი,მაგრამ ხომ იცი რომ.._აქ ექიმი შეჩერდა, შემომხედა და როცა ჩემი დაბღვერილი სახე დაინახა მოაყოლა_კარგი, ხო კარგი, დარჩი, მაგრამ იცოდე, პაციენტი არ გამიბრაზო!_მითხრა, გამიღიმა და პალატიდან გავიდა. მეც იქვე ლილის გვერდით მდგომ ტყავის დივანზე მსუბუქად დავეშვი და დაველოდე ლილის, ჯერ ჰალუცინაციის გაქრობას რომელიც,როგორც ჩანს სტანჯავდა და მერე მის გაღვიძებას. ამ ლოდინში კი დროის ფუჭად ხარჯვას და ბუზების თვლას ვამჯობინე, წარსული გამეხსენებინა, ისე ნეტავ კიდევ ვახსოვვარ? ნეტა შეძლებს ჩემს გახსენებას? ან მიცნობს? რომ დამინახავს იქნებ არც უნდა ჩემი დანახვა? ის ხომ გოგონაა რომელიც მე გამოვიყენე, შემდეგ კი ნაგავივით მოვიშორე ჩემი ცხოვრებიდან, ვითომ არც მჭირდებოდა (არადა იმ დროს ლილი ჰაერივით მჭირდებოდა, უბრალოდ ამას მე ვერ ვხვდებოდი. დებილი ვიყავი😄) ნეტავ კიდევ დავიმსახურებ მის თბილ ღიმილს? ან ნეტა, კიდევ შეეხება მისი თბილი ტუჩები ჩემს ლოყას? ოო,როგორ მენატრება ძველი დრო,ლილიი! ჩემო ლილი!ნეტა დამიბრუნდებოდე!ნეტა მაპატიებდე! ნეტა შემეძლოს ჩემი დანაშაულის გამოსწორება! ეჰჰ და ეს ვენები_ახლა ყურადღება მისი ხელის ვენბზე გადავიტანე, მისი ხელი ხელში ავიღე და დასერილ ვენებს თითები ნაზად გადავუსვი_ამ ვენებიდან ჩემს გამო სისხლი გადმოვიდა, რატომ გააკეთე ლილი ეს?მე ხომ ამად არ ვღირდი!ნეტა შემეძლოს დროის დაბრუნება! რა იყავი და რად გაქციე ჩემო ანგელოზო, ჩემო ფრთამოტეხილო ანგელოზო, ესეც გაივლის, მალე ისევ ჩემი იქნები, იმედია მაპატიებ!იმედია!მაგრამ, ვიცი ამის ღირსი მაინც არვარ!_და ესე შემეძლო ფიქრი დაუსრულებლად, მაგრამ მალევე ჩამეძინა თან, ისე რომ ლილის ხელი ჩემს ხელში იყო მოქცეული; მთელი ღამე ასე გაგვიტარებია. როგორც იქნა გათენდა, მზემ პალატაში თავისი სხივი შემოჰყო და გვამცნო რომ, გაღვიძების დრო იყო და აი,რას ვხედავ, პალატაში დილიდანვე ექიმი შემოსულიყო და ლილის გულმოდგინედ სინჯავდა, მეც გამოვფხიზლდი და აბურდული თმა შევისწორე

-აბა ექიმოროგორაა ლილის საქმე?_ვკითხე ახალგაღვიძებულმა

-მშვენივრად!_მიპასუხა ექიმმა, ისე რომ არც შემოუხედავს და ისევ ლილის სინჯვა დაიწყო

-როგორ იქნება? გადარჩება?_ვკითხე ისე, თითქოს პასუხი არ ვიცოდი

-ჰეჰ ონავარო, პასუხი თავადაც იცი და კიდევ მე მეკითხები?_გამომიჭირა სიტყვაში ექიმმა

-ხოო, მაგრამ ხომიცით, გამეორება ცოდნის დედააო?_ვითომ ვიტვინიკოსე

-ტვინიკოსო,ეგ სწავლაზეა და არა ჯანმრთელობაზე_მითხრა ექიმმა, ლილის გასინჯვას თავი მიანება, გასწორდა, მხრებში გაიმართა და დაამატა_პაციენტი კარგადაა, მაგრამ დასვენება სჭირდება. ხშირად აკონტროლეთ ექთანო, შენ კი ონავარო, ახლა მე მომიბრუნდა ექიმი_კიდევ აქ აპირებ დარჩენას?

-დიახ!_ვუთხარი ჯელტმენურად

-მაგრამ პაციენტი რომ გადაიღალოს?_ვითომ ჩემი გადარწმუნება სცადა ექიმმა

-ბიძია ექიმო_ვერ იტანდა ასე რომ ვეძახდი😁_ხომ იცით რომ, ზედმეტად არ გადავტვირთავ? და არ შევაწუხებ? დიდი, დიდი,ჩემი ხუმრობებით ავხადო თავი და პალატაში რაღაცა გავაფუჭო, მეტი არაფერი_ორივემ ჩავიცინეთ და ექიმმა პალატიდან გასვლა იკადრა, უკან ექთანიც მიყვა. მე კი ლილისთან პალატაში ისევ მარტო დავრჩი, ამიტომ კარი ჩავკეტე და დაველოდე, როდის გაიღვიძებდა ფრთამოტეხილი ანგელოზი რომ, ამდენი წლის შემდეგ, ჩვენს შორის ისევ დიალოგი გამართულიყო და აი,როგორც იქნა ვეღირსე! ამდენი წლის შემდეგ ლილის თვალების დანახვას_აჰჰ, ისევ მწვანე თვალები! როგორც თინეიჯერობისას!_ გავიფიქრე გულში

-დილამშვიდობისა ამ საავადმყოფოს პეპელას_ხუმრობით მივესალმე და მშვიდობიანი დილა ვუსურვე

-მადლობა ჯელტმენო_ოჰოო!! ჯელტმენოო მითხრა, მაგრმა ნეტა მიცნო?იქნებ სხვა ვგონივარ?_რა დამემართა, იქნებ ამიხსნა

-ჰალუცინაციები გქონდა შემდეგ კი,როგორც ჩვეულებრივ ადამიანს გეძინა_ისევ ხუმრობა შევურიე და ლილის გავხედე, იმ იმედით რომ, გამომხედავდა

-კარგი რა ლუცი, როდის მერე გახდი ასეთი ხუმარა?_რაოო??ლუციო?? ვინაა ლუცი?? აჰჰ,არა, ვერ მიცნო! ჩემი ვარაუდი გამართლდა! მაგრამ მოიცა, როგორ უნდა ვეცნე, მას ხომ ჩემთვის არც გამოუხედავს? და აი როგორც იქნა იკადრა და შემომხედა_ლუციი? ლუცი სადაა? ან შენ ვინღა ხარ?_დამიწყო დაკითხვა ლილიმ.ვიფიქრე პირდაპირ მეთქვა ვინ ვიყავი, მაგრმა ვარჩიე რომ, თავად გამიხსენოს, ამიტომ შევეცადე წარსულზე დამეწყო საუბარი:

-ლუცი ვინაა? ის პატარა ბიჭუნა აქ ვინც მოგიყვანა? არა საყვარელო, ეგ არ ვარ! მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვარ! აბა მომიყევი შენს შესახებ, ვინ ხარ და როგორი წარსული გაქვს?_ვკითხე ისე ვითომ არ ვიცოდი მის შესახებ არაფერი

-რას ქვია რა მნიშვნელობა აქვს? ვინ ხართქო?ეხლავე მითხარი თორემ.._არდავასრულებინე წინადადება

-თორემ რა?? რას იზამ?_ვკითხე და თვალებში შევხედე

-თორემმ..მიგახჩობ!!!_დამიწყო მუქარა

-და მაგას როგორ შეძლებ ნეტა მაცოდინა რამემ.მაგაზე ვიზრუნე და სანამ გაიღვიძებდი, ნახე რა ვქენი_და თავისი მარჯვენა ხელის მაჯაზე ვანიშნე, რომლითაც საწოლის გვერდზე ხელბორკილებით მივაბი. სხვა გზა არ ჰქონდა, დამშვიდდა და დაიწყო საუბარი. ცოტა ხანს ვისაუბრეთ, მაგრამ მერე ისევ ჰალუცინაციები დაეწყო და დაიყწო ტანჯვა. არ შემშინებია, ვიცოდი რაც ხდებოდა ამიტომ, მშვიდად დაველოდე როდის დამშვიდდებოდა და როგორც იქნა დაეძინა, ისევ დაეძინა! მე კი დავჯექი, მძინარე ლილის ვუცქერდი და თან გულში ვამბობდი_ ეს გოგო ამდენი ხნის შემდეგაც ანგელოზივით ლამაზია_ ამ ფიქრებში გავერთე და ლილის ცქერით ვერ ვძღებოდი, მაგრამ როდის იყო ნეტარება დიდხნიანი? მართალია ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ დილით გაგებულმა ამბავმა მოლოდინს გადააჭარბა თურმე...

Is love real?    დასრულებული✔️Where stories live. Discover now