Wrong

926 113 60
                                    

მინდა გითხრათ, რომ ამ ფიკში სულს და გულს ვდებ.. მაგიტო გიგვიანებთ გამუდმებით..

////////////////

ჯიმინის ჩემდამი გრძნობებში საბოლოოდ მაშინ დავრწმუნდი როცა მივხდი, რომ აქტისგან ისეთ სიამოვნებას ვეღარ იღებდა, როგორც მე. მაგრამ მაინც მაძლევდა უფლებას მის სხეულს ხარბად დავპატრონებოდი. ვხედავდი, რომ სიამოვნებასთან ერთად დიდძალ ტკივილსაც ვაყენებდი და საშინლად დაბნეული ვიყავი ამის გამო, თუმცა შეჩერება არ შემეძლო. არ შემეძლო ასე უცებ დამოკებინა ჩემი მგზნებარე სხეული. მის არეულ მზერასა და ვნებიან ხმაში ვიკარგებოდი და თავს უფლებას ვაძლევდი ყოველი ორგაზმის შემდეგ არათუ დამესვენა, არამედ მისი კბილების ზეწოლისგან გადაღლილი და დამსკდარი ტუჩებით მისი სხეული კვლავ კოცნებით დამეფარა.

მხოლოდდამხოლოდ მაშინ გავჩერდი როცა ვიგრძენი, რომ დაღლილობისგან კუნთები აღარ მემორჩილებოდა. ჯიმინს კი ადგომის ძალა აღარ შესწევდა. შემეძლო უბრალოდ ავმდგარიყავი, ჩამეცვა და იქედან უთქმელი წავსულიყავი. ოთახში ასე მარტო დამეტოვებინა მაგრამ ეს ვერ გავაკეთე. ამის სანაცვლოდ კი ადგომაში, ბანაობასა და ჩაცმაში დავეხმარე.

თავი ნამდვილ ცხოველად მაშინ ვიგრძენი, როცა დავინახე ბანაობის დროს როგორ უთრთოდა ფეხები დგომისას. მთლიანად მე მეყრდნობოდა და მუხლები ეკეცებოდა, თუმცა მაინც არ ნებდებოდა. ბოლომდე არ მესმოდა მისი. ამის უფლება როგორ ან რატომ მომცა. ის ხომ პაკ ჯიმინია.. ადამიანი, რომელიც არავის და არასოდეს არ მისცემდა უფლებას ვინმეს ასე მოქცეოდა. ან თუ ასე ძალიან სტკიოდა რატომ არ გამაჩერა? რატომ არცერთხელ არ მთხოვა შეჩერება? წამით ისიც კი ვიფიქრე, რომ მაზოღისტი და ტკივილის მოყვარული იყო, რომ უხეში სექსი მოსწონდა. მაგრამ ეს ასე არ იყო. მე ხომ ვიცნობდი მას. მან უბრალოდ უფლება მომცა მასზე გადამევლო.

წასვლამდე მთხოვა აბაზანაში მარტო დამეტოვებინა. მეც უყოყმანოდ შევასრულე მისი თხოვნა. მაგრამ ოთახიდან გასვლამდე ჩუმად დავბრუნდი უკან და გადავამოწმე რას მიმალავდა. არ შევმცდარვარ, რადგან ნაგვის ყუთში გამაყუჩებლის ფლაკონი და მალამოს ყუთი აღმოვაჩინე. თავი ძლივს შევიკავე, რომ საკუთარი თავი არ გამელანძღა. რადგან მივხვდი, რომ იმაზე მეტად იყო ცუდად, ვიდრე მე ვფიქრებდი და ამ ფაქტს კარგად მალავდა. მეც გავიაზრე, რომ ზედმეტი მომივიდა, თუმცა საბოლოოდ შევწყვიტე საკუთარი თავის დადანაშაულება და მასზე მეტად გავბრაზდი, რადგან არ შემაჩერა და მაიძულებდა ახლა თავი ნაბიჭვრად ამის გამო მე მეგრძნო. საერთოდ ვერ ვიგებდი რა ჯანდაბა იყო მისი ასე მოქცევის მიზეზი? რატომ დამნებდა? ან რატომ იწვა მთელი დროის განმავლობაში თოჯინასავეთ?! ნუთუ რამე მახეს მიგებდა?! იქნებ რამე კონკრეტული მიზეზი ჰქონდა ამისთვის? ამ ფიქრებისგან თავი საშინლად ამტკივდა.

Disobedient- დაუმორჩილებელი. (დასრულებული)Where stories live. Discover now