division

816 97 56
                                    

თავად მეც მშვენივრად ვიაზრებდი ფაქტს, რომ ჩემს  კაბინტში წინ და უკან სიარულს არავითარი შედეგი არ მოჰქომდა, რომ ამით ვერ დავაჩქარებდი ჩემი დაცვის უფროსის მოსვლას და ვერც სათანადო გეგმას მოვიფიქრებდი ჯიმინის სახლში როგორმე შესაღწევად, თუმცა ჩემს შიგნით არსებული მოზღვავებული ემოციები წამითაც არ მაძლევდნენ  მოსვენების საშუალებას, რომ სადმე ცოტახნით მაინც ჩამოვმჯდარიყავი და ისე დავლოდებოდი.

როგორც კი კარზე მსუბუქი კაკუნის ხმა გაისმა და კაბინეტის კარი ხმაურით გაიღო რაღაც მომენტში შვებით ამოვისუნთქე. თითქოსდა აქამდე უხილავი ხელები მიჭერდნენ ყელში და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდნენ. ფილტვებში დაგროვებული ნახშირორჟანგი ხარბად გამოვტუმბე ორგანიზმიდან და ჟანგბადით ვიჯერე აქამდე დახშული ბრონქები. სწრაფად გადავლახე ჩვენ შორის არსებული მანძილი და მხრებზე ხელები მოვხვიე.

-შემოდი.. დაჯექი.. - უყოყმანოდ დამიკრა თავი და სავარძელზე დაეშვა. მეც იმედით სავსე თვალებით მივუჯექი გვერდით და ცხოვრებაში პირველად თხოვნით სავსე ტონით მივმართე. -რამეს მოვიფიქრებთ არა?

მთელი ღამე მე და სუჰონი გეგმებს ვაწყობდით იმასთან დაკავშირებით თუ მეორე დღით როგორ უნდა შემეღწია ჯიმინის სასახლეში, ისე რომ არავის გამოვეჭირე.

თავიდან რა თქმა უნდა, მტკიცე უარზე იყო. ამბობდა, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად ვრისკავდი და ბედს სასტიკად ვეთამაშებოდი. ეს ჩემი კარიერის დასასრული იქნებოდა, თუ კი ჩვენი გეგმა ჩაიშლებოდა. რადგან  ყველაფერს დავკარგავდი. კარიერას და სახელს სასწორზე ვდებდი, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს ყველაფერი ისეც  დაკარგული მქონდა.

აღარ გამაჩნდა ღირსება და  პატივისცემა ჩემი ახლანდელი თუ ძველ თანამშრომელების თვალში, მამაჩემს ჩემი დანახვაც არ უნდოდა, ჯინმა ჩემსა და ჯიმინს შორის არჩევანი გააკეთა, მეგობრებიც იმედგაცრუებულები იყვნენ.

Disobedient- დაუმორჩილებელი. (დასრულებული)Where stories live. Discover now