part 2

1.4K 90 25
                                    

მისი ძალა ხომ უსაზღვრო იყო. ყველაფერი ისე მოხდა როგორც მან ჩაიფიქრა, მიიღო ის რაც ერთხელ ნახა და გაუჩნდა სურვილი ეს მის საკუთრებად ექცია, საკუთრებად რომელზეც შეხების უფლება არავის ჰქონდა.

თითქოს მისი მუზეუმის ძვირადღირებულ ექსპონატად ქცევა უნდოდა, რომელსაც ყველა შორიდან დააკვირდებოდა და შუაში გადებულ წითელ ლენტს ვერ გადაკვეთდა. ვერ? იქნებ მისი შიშით არ გადაკვეთდა.

ეს ლენტი მან არა ახლო მანძილზე საკმაოდ შორს გადო რადგან არ უყვარს როცა ზედმეტი ყურადღება ეცევა იმას რაც მისია.

იცით ის როგორი მამაკაცია? როცა მისი მხოლოდ მას ეკუთვნის მაგრამ თუ შენს ნივთში ნახავს ისეთს რაც მას მიიზიდავს ისიც მალევე მისი გახდება. რატომ? უბრალოდ მას ასე სურს და მორჩა.

ალბათ გაინტერესებთ უცნობი გოგო თავის საკუთრებად როგორ აქცია. ჩვეულებრივად მისი დიადი ძალის გამოყენებით ის ერთ ოთახში მიიმწყვდია და ეცადა მისთვის აეხსნა თუ ვის კლანჭებში ამოყო თავი.

ამ ყველაფრისგან დაბნეული გოგო მხოლოდ მოთქმით ტიროდა და შველას ითხოვდა. თუმცა ღრმა ბოხმა და სატანურმა ხმამ აიძულა გაჩერებულიყო

-ძვირფასო რატომ ტირი გაუთავებლად?

ბნელ კუთხეში ჩაკარგულმა მამაკაცმა ხმადაბლა დაიწყო საუბარი, თუმცა მისი სახე კვლავ იდუმალი და უჩინარი იყო.

-ვინ ხართ?

-ის ვინც ცოტა ხნის წინ დაგისაკუთრა!

-მაშინებთ!

-ამის მიზეზი ნამდვილად გაქვს ლამაზო!

ის ბნელი კუთხიდან საბოლოოდ გამოვიდა და ცრემლიან ბავშვურ თვალებს მისი ბნელი და ცივი ტვალები სტყორცნა.

-დღეიდან შენ ჩემი საკუთრება, ჩემი ცოლი ხდები!

-თქვენ რა შეიშალეთ? მე არც კი გიცნობთ, არ ვიცი ვინ ხართ!

ისინი თვალებით კონტაქტს არ კარგავდნენ. მართალია გოგოს უნდოდა მისთვის თავი აერიდებიანა, თუმცა ეშინოდა იმის რომ ის მის საშინელ სახეს უფრო ახლოდან აჩვენებდა.

მაფიის პატარძალი🔞(MAFIA BRIDE)🔞Where stories live. Discover now