Part 5

1.1K 84 32
                                    

ამ მთელი ერთი საშინელი დღიდან ელინას პირველად უნდოდა რომ ეს დღე უსასრულოდ გაწელილიყო, რომ კიდევ იმ პატარძლის სკამზე ყოფილიყო მიჯაჭვული და ათასი ნაბიჭვარის მზერა აეტანა. ეს ყველაფერი ჯეონთან მარტო დარჩენას ერჩივნა, მაგრამ ამ ყველაფერს გვერდს ვერ აუვლიდა.
ახლა კი ის ჯეონის ოთახში სადღაც კუთხეში მოკუნტული იჯდა და ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი რომ თავს დაიძვრენდა.
ჩაბნელებული ოთახი რომელიც მაშინ ელინას წყვდიადი ეგონა მოულოდნელად განათდა და წინ ჯონქუქის უზარმაზარი სხეული აიტუზა. მამაკაცი ზედმეტად საშიში მზერით დასცქეროდა გოგოს, მაგრამ ამ მზერას დიდი ვნებაც თან ახლდა.
ჯეონმა ჰალსტუხი მოიშორა და სადღაც კუთხეში მიაგდო, ნელი ნაბიჯებით გოგოსკენ დაიწყო სიარული, ცალი ხელით პერანგის ღილებს იხსნიდა და ცდილობდა მისი სხეული მატერიისგან გაენთავისუფლებინა.

-ჩემთან მოდი!_მბრძანებლური ტონით დაუყვირა გოგოს, თვითონ კი ერთ ადგილას შეჩერდა

გოგო ვერ ინძრეოდა თითოქს რაღაც უხილავი ძალა აჩერებდა, ბორკავდა და არ აძლევდა მის სხეულს ადგილს გასცლოდა.

-გითხარი ჩემთან მოდი მეთქი!

ელინა შეცბა, მისი სხეული უარესად აიტანა შიშმა. ნელა წამოდგა და ცდილობდა ნაბიჯები გადაედგა, ნაბიჯები რომლებიც ჯეონის კლანჭებთან მიიყვანდნენ.

გოგო ჯეონის წინ აიტუზა და თითქოს ეს პატარა არსება მამაკაცის სხეულში ჩაიკარგა. მამაკაცის ნახევრად მოშიშვლებული სხეული კი გოგოს სხეულისკენ უფრო და უფრო იწევდა. ელინაც უკვე ნათლად ხედავდა მის სხეულს, სხეულს რომელიც სავსე იყო ნაიარევებით, ამან კი გოგოს ყურადღება მიიქცია, ის გაშეშებული უყურებდა ნაიარევს მამაკაცის სხეულზე და ვერაფერს ამბობდა.

-თვალებში მიყურე!_ჯონქუქმა შეამჩნია ელინას მიმართული მზერა მის ნაიარევზე და ზედმეტად გაღიზიანდა.
გოგო მის ხმამაღალი ტონის გაგონებისას უფრო დაიძანა და აცახცახდა. მის წინ ნახევრად შიშველი მამაკაცი იდგა, რომლის სხეული მის წარსულს ასახავდა. მოულოდნელად მან ცახცახით აწია ხელი, მისი სხეულისკენ წაიღო და ნაიარევს ნაზად შეეხო

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Dec 05, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

მაფიის პატარძალი🔞(MAFIA BRIDE)🔞Where stories live. Discover now