part 4

1.1K 72 25
                                    

დღე რომელიც ყველა გოგოსთვის საოცნებოა ელინასთვის ყველაზე საშინელი გახდა. თეთრი კაბა რომელიც მას ბედნიერს უნდა სცმოდა, თითქოს ახლა მთელი ზიზღით ატარებდა და ერთი სული ჰქონდა როდის მოიშორებდა ამ უკანასკნელს მისი სხეულიდან.

მისთვის უჩვეულო გარემოში ყველასგან მოშორებით მორთულ მაგიდასთან თავჩაქინდრული იჯდა და ცრემლებს ვერ იკავებდა. მისი ნათელი თვალები რომელიც სიცოცხლით სავსე უნდა ყოფილიყო ჩამქრალი და უნარწართმეული იყო.

გოგო თითქოს ახლადშეძენილი ძვირადღირებული ნივთი იყო ჯეონების ოჯახისთვის, ნივთი რომლის სანახავადაც ბნელი წრე და მათ ირგვლივ მყოფი წარმომადგენლები იყვნენ მოსული.
ამას ხომ ელინა მიჩვეული არ იყო, კაცები აქ იარაღს როგორც ყოველდღიურ აქსესუარს ისე ატარებდნენ, საშიში მზერით ხშირად აჯილდოვებდნენ ელინას და სასმლით გაჟღენთილები ტუჩებსაც ამაზრზრნად გაილოკავდნენ ხოლმე გოგოს სხეულის თვალში შეჩეხვისას.

თუმცა კარგად იცოდნენ რომ ის მათთვის ხელშეუხებელი იყო. ისიც კარგად იცოდნენ რომ თუ მათ მზერას ჯეონი შენიშნავდა იმწამსვე წაართმევდა უბადრუკ სიცოცხლეს თითოეულ მათგანს.

ღრმად ჩაფიქრებულმა და სხვა სამყაროში გადაშვებულმა ელინამ ვერც კი იგრძნო ჯონქუქის მოსვლა. მამაკაცმა ხელი ყელზე მოჰხვია, სახესთან ახლოს მიიზიდა და ხმადაბლა მხოლოდ მის გასაგონად უთხრა

-ზედმეტად გეტყობა რომ გეშინია, რაც მაღიზიანებს!

რა თქმა უნდა ჯონქუქს არ სურდა გაეგოთ იმ ბნელ წრეს რომ ელინა აქ იძულებით იჯდა.
ჟურნალისტებიც კი რომლებიც ჯეონების ცხოვრებაში მუდმივად ერეოდნენ ახლაც ყველა დეტალს აკვირდებოდნენ და ცდილობდნენ ყველა მათი "ბედნიერი კადრი" დაეჭირათ. შემდეგ კი ცნობილ ჟურნალებში დიდი ასოებით დაბეჭდავდნენ რომ ერთ-ერთი ყველასთვის ცნობილი მაფიის ლიდერი დაქორწინდა.

მაფიის პატარძალი🔞(MAFIA BRIDE)🔞Where stories live. Discover now