Chapter 1

30 5 1
                                    

ლუი წინ წამოიწია და ჰაროლდს სახეში გაარტყა. ჰარი უკან დაიხია ჩაიცინა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა ლუის მოეხვია.
- სად იყავი ამდენი ხანი?! - იჩურჩულა უილიამმა და ხელები ჰარის მოხვია. - ახლა ხომ აქ ვარ- თქვა ჰარიმ და ლუისგან გამოიწია.
     - იცი მაინც როგორ მომენატრე?! ან რამდენი რამ მოხდა სანამ აქ არ იყავი?! ნუთუ არ უნდა მოგეწერა წერილი ან თუნდაც გამოგეგზავნა ვინმე?! ეს მეკუთვნოდა შენგან? - ლუი უკვე ტირილის დაწყებას აპირებდა, როცა ჰარი მას ისევ ჩაეხუტა და ჩასჩურჩულა. - მომენატრე-.
     ლუიმ ტირილი შეწყვიტა და ტახტზე ჩამოჯდა. - აბა, როგორი გრძნობაა მეფობა?- იკითხა ჰარიმ და ლუის გახედა.
   ლუი კი გაღიმებული გასცქეროდა ჰაროლდს და ფიქრებში იყო გართული. - ლუიი!- დაუძახა ჰარიმ და ლუიც მოფხიზლდა, თავისი ზღვისფერი თვალები ჰარის მიანათა და ისევ უმიზეზოდ გაიღიმა.
    - ლუ ხომ კარგად ხარ?- ამ სახელის გაგონებაზე ლუი მოფხიზლდა და შეცბა. თუმცა უნდა ითქვას რომ, ძალზედ ესიამოვნა.
   - კი კარგად ვარ- მიუგო მან და ჰარის ხელით ანიშნა მის გვერდით დამჯდარიყო. ჰარი მას მიუახლოვდა და გვერდით მიუჯდა.
    - აბა მომიყევი ამბები, როგორი იყო ლაშქრობა?- იკითხა ლუიმ დიდი ინტერესით. - საკმაოდ საინტერესოდ და დამღლელი. ბევრი რამ ვნახე და ბევრიც გავიგე. ულამაზესი ადგილები დავათვალიერე და ახალი ურთიერთობებიც გამოვცადე.- აღტაცებით თქვა ჰარიმ და ჭერს ახედა.
    ახალი ურთიერთობების გაგონებაზე ლუი ცოტა არ იყოს და გაბრაზდა. არც მან იცოდა რატომ. სიმართლე თუ გაინტერესებთ ლუი ყოველთვის უცნაურად გრძნობდა თავს ჰარისთან. თან თავისუფლად, მაგრამ თან შებოჭილად.
    თავიდანვე რაღაც უცნაურ გრძნობას განიცდიდა მის მიმართ და არც იცოდა ეს რა იყო.  მეგობრობაზე ბევრად მეტი და ძლიერი იყო ეს გრძნობა, თუმცა ლუი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა.
   - ძალიან კარგია ჰაროლდ, ძალიან მიხარია შენს გამო. შეყვარებული აქ გეყოლება სავარაუდოდ. რა არის იმ ლამაზმანის სახელი? - იკითხა ლუიმ, მაგრამ სულ არ სურდა იმ გოგოს სახელის გაგება.
    ჰარი ამ კითხვაზე ცოტა არ იყოს შეიცვალა. სახის გამომეტყველება ეცვალა და ლუის ცოტა შეშინებული მიაჩერდა.
   - ლუი, ... ამ ... რაღაც მინდა გითხრა...- ჰარი ცდილობდა ენა არ დაბმოდა მაგრამ მაინც ასე მოხდა.
   ლუი მიხვდება, რომ ჰარი ისედაც ძალინ ნერვიულობდა და აღარაფერი უთქვამს ისეთი. მხოლოდ თავი დაუქნია და უთხრა გაეგრძელებინა.
    ჰარიმაც დაიწყო. - ლუ... სანამ წასული ვიყავი, რაღაც შეიცვალა... ამ... მე მართლა მყავდა შეყვარებული, მაგრამ ის გოგო არ ყოფილა...- ეს თქვა თუ არა ჰარიმ ლუი მაშინვე გაკვირვებული მიაჩერდა და თვალებით ანიშნა გაეგრძელებინა.
  - ლუ ის ბიჭი იყო. მისი სახელი მაქსიმილიანია და ის ჩემთან ერთად იყო სალაშქროდ.- ლუი საკმაოდ გაოცებული უყურებდა ჰარის და ხედავდა როგორ ნერვიულობდა ჰარი, ამიტომ მისკენ მიიწია და მოეხვია.
  - შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ და არ მაინტერესებს გოგოები მოგწონს თუ ბიჭები. ეს ჩემი საქმე არცაა, მაგრამ მინდა იცოდე, რომ მე არასოდეს მოგშორდები, ასეთი სისულელეების გამო. სანამ თავად არ მეტყვი რომ წავიდე. და იცი რაა??..- თქვა ლუიმ და უკვე მეორედ აპირებდა ტირილის დაწყებას. - რა ლუ? მიუგო ჰარიმ, უკვე დამშვიდებულმა და დაწყნარებულმა. - მემგონი შენც რომ გამაგდო მაინც არ მოვშორდები. შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ. ეს იცოდე და არასდროს დაივიწყო. - მიუგო ლუიმ. შემდეგ კი ჰარი წამოდგა.
   - ლუი მე უნდა წავიდე და მალე შეგხვდები.- ლუი მიხვდა, რომ ჰარის საუბრის თავიდან არიდება უნდოდა ამიტომ აღარ ჩაეძია და უფლება მისცა წასულიყო.
   - კარგი ჰარი. ნახვამდის- დაუძახა ლუიმ და ჰარი უკვე კარებში იდგა რომ მიაძახა. - ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ ჰაზ- ეს თქვა და ჰარიმ ოთახი დატოვა.

_______________________
______
მეგობრებო, ვისაც რამე არ მოგწონთ გთხოვთ მითხრათ და შევეცდები გამოვასწორო.
  და რას ფიქრობთ ჰარის და ლუის
"მეგობრობაზე"??
Vote and Comment
Loveee you

Forever My King👑Where stories live. Discover now