Chapter 4

38 7 6
                                    

მზერა ახლა ჰარის ტუჩებზე გადაიტანა და უცებ ცხენების ხმა გაიგონეს. ლუიმ ჰარის ხელი დაავლო და უცებ ფეხზე ააყენა. წამით ჩახედა მის ტყისფერ თვალებში და გააქცია.
გარბოდა ლუი და მისდევდა ჰარი. ისე მირბოდნენ, თითქოს მათი სიცოცხლე ამაზე ყოფილიყო დამოკიდებული. არცერთი არ იხედებოდა უკან.

საბოლოოდ ტყეში პატარა ქოხს მიადგნენ. ქოხი პატარა იყო, ყველასგან დავიწყებული და მიტოვებული. თითქოს, დროთა ბრუნვას მისთვის წაერთმია პირვანდელი დიდება და ახლა მხოლოდ ცხოველები თუ შეიყუჟებოდნენ მის ჭერქვეშ.
ლუიმ დაავლო ჰარის ხელი და ქოხში შევარდნენ. არც შიგნით იყო, რამე განსხვავებული. მხოლოდ პატარა მაგიდა, წიგნების თარო, პატარა ბუხარი, სამი სკამი და ხის საწოლი.
ირგვლივ ნესტის სუნი იდგა და არ გესიამოვნებოდა. მაგრამ, ახლა ეს ერთადერთი ადგილი იყო სადაც თავს შეაფარებდნენ, სანამ სასახლეში დაბრუნდებოდნენ.
მეტად მყუდრო ადგილი იყო და ჰარის სახლს აგონებდა. უცებ ლუის ხელები იგრძნო უკნიდან. არც შებრუნებულა ისე მიხვდა, რომ ეხუტებოდა.

- ძალინ ლამაზია ჰაზ- თქვა ლუიმ და ჰარის უფრო მჭიდროდ მოეხვია. ჰარის ყოველთვის აბნევსა ლუის მიერ წარმოთქმული მისი სახელი 'ჰაზ'. ახლაც ასე მოხდა.
- ასეა ლუ, ასეა. მშვიდი და ლამაზია, როგორც შენი ზღვისფერი თვალები.- უპასუხა ჰარიმ და თავი ლუის მხარზე ჩამოდო. - იცი... - დაიწყო ლუიმ. - სულ მინდოდა, რომ პატარა და ლამაზი სახლი მქონოდა ტყეში. მაგრამ ეს შეუძლებელია, როცა მხრებზე მეფობის ტვირთი გაწევს.- დაასრულა ლუიმ გულისტკივილით.
- მეც მიოცნებია პატარა სახლზე. ცხოვრებაზე იმ ადამიანებთან ერთად ვისაც ვუყვარვარ და მიყვარს. თუმცა შენი სურვილი მუდამ როდის სრულდება არა. - ჩაიცინა ჰარიმ და მართლაც, რომ მარტივი გასარცრვი იყო, რომ ეს სიმწრის სიცილი იყო და არა ბედნიერების. კარგად იგრძნობოდა მისი გულისტკივილი და დარდი. და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს ლუიმაც იგრძნო. რის გამოც თითქოს გულში რაღაც ჩაწყდა.
- გექნება ჰარი, გექნება - უთხრა ლუიმ და ახლა მის თვალებს დააშტერდა. - ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეგ ოცნება აგიხდეს. არა მეფის არამედ მეგობრის სიტყვას გაძლევ. - ჩაიჩურჩულა და გაუღიმა. გაიღიმა და ეს ყველაზე გულწრფელი რამ იყო ახლა მათ გარშემო.
- გარეთ უკვე ღამეა. ახლა ვერსად ვეღარ წავალთ, თან საშინელი წვიმაა. უმჯობესია თუ აქ დავრჩებით. - თქვა ჰარიმ და ფანჯარას მოშორდა.
- კარგი, მაშინ უმჯობესია თუ როგორმე ცეცხლს დავანთებთ, რომ გავთბეთ. - გასძახა ლუიმ და ქოხში ასანთის ძებნა დაიწყო, რომ ბუხარში ცეცხლი დაენთო.

- კარგი მე საწოლს მივხედავ, თქვენო უმაღლესობავ - და თქვა თუ არა ეს სიტყვები, თავში წამორტყმა იგრძნო.
- ჰეი მეტკინა - წამოიყვირა და ლუისკენ გაერმართა. - არც კი გაბედო ჰარი. იცოდე ვერ გადამირჩები. - უკან სვლა დაიწყო ლუიმ.
- მართლა??!- ირონიით სავსე ხმით უთხრა ჰარიმ და ლუი ერთი ხელის მოსმით ხის საწოლზე დააგდო.
- აი ახლა კი მართა ცუდად გაქვს საქმე - თქვა მწვანეთვალებამ და ლუის ღიტინი დაუწყო.

ლუი საწოლზე იკლაკნებოდა, ხვანცალებდა და ჰარის მოშორებას ცდილობდა. თუმცა არაფერი გამოსდიოდა. ჰარი კი როგორც ჩანს გაჩერებას არ აპირებდა .
- ჰაზ შეწყვიტე. - წამოიძახა ლუიმ, რა წამსაც ჰარი მას მოშორდა.
- ხომ კარგად ხარ ლუ?- იკითხა ჰარიმ და ლუის წინ მუხლებზე დადგა, რომ გაერკვია სუნთქვა ხომ არ უჭირდა.

- კი კარგად ვარ არ ინერვიულო. ყველაფერი რიგზეა. - უთხრა ლუიმ და ჰარი ფეხზე წამოაყენა. - ძალინ ვწუხვარ ლუ. არ მინდოდა შენთვის რამე მეტკინა - ამოიტირა ჰარიმ და კი ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მას ნამდვილად შეეშინდა. შეეშინდა არა იმის, რომ დასჯიდნენ. არამედ იმის, რომ ლუის რამე მოუვიდოდა. უკვე ტირილის ზღვარზე იყო, ლუის თბილი ხელები, რომ იგრძნო გარშემო. და აი მაშინ მიხვდა, რომ ცოცხალი იყო .

- დამშვიდდი ძვირფასო. არაფერია. მე კარგად ვარ, აქ ვარ, შენტან- ლუი ჩუმად ჩურჩულებდა ჰარის ყურთან და დროდადრო დრო მას თავზე კოცნიდა
- მოდი დავაწვეთ ჰაზ, - ლუიმ ჰარი საწოლში დააწვინა და თვითონაც გვერდით მიუწვა.

ჰარი კი მაშინ მკერდზე აკერო და ლუის გულის ცემას დაუგდო ყური.
ცოტახანში კი ჩაეძინა. ლუი დაჰყურებდა მძინარე ჰარის, რომელიც ანგელოზს უფრო ჰგავდა და არ უნდოდა სადმე გაეშვა. მკლავები უფრო მჭიდროდ მოხვია და კიდევ ერთხელ შეისუნთქა მისი თმების სურნელი.
უცებ რაღაც ბუტბუტი მოესმა. ჰარის გახედა, რომელიც აქეთ იქით ბრუნავდა. ლუი მას ჩაეხუტა და გულზე მიიხუტა, რა დროსაც გაიგო მისი სიტყვები. - მაპატიე ლულუ. მაპატიე. - ლუიმ მეტს ვეღარ გაუძლო, წამოიწია და ჰარის ბაგეებს ნაზად შეახო ტუჩები. შემდეგ კი ისიც გადაეშვა მორფეუსის სამყაროში.

___________________________________________________________
გამარჯობა ჩემო ძვირფასებო....
იმედია მოგეწონათ ახალი თავი.
და ხო Votes And Comments Please.
Love You 😚

Forever My King👑Where stories live. Discover now