Chapter 3

32 5 1
                                    

   გზაში ჰარიმ და ლუიმ საუბარი გააბეს. ჰარი უმეტესად ლაშქრობის ამბებს ჰყვებოდა, ლუი კი დიდი ყურადღებით უსმენდა.
   მას მოსწონდა ჰარის ხავერდოვანი ხმა. თითოეული სიტყვის გამოთქმა და მისი გამორჩეული ტემბრი. შეეძლო მთელი დღე ესმინა მისთვის და არ დაიღლებოდა. ძილის წინ კი მის ხმაზე ჩასძინებოდა.

   - საკმაოდ თბილი დღეა, არა- საუბრის წამოწყება სცადა ლუიმ.

   - კი, თან იდიალური ნადირობისთვის.- უპასუხა ჰარიმ. საკმაოდ დაბნეული იყო და არ იცოდა საუბარი როგორ გაეგრძელებინა.
 
    მაგრამ, არც ლუი იყო უკეთეს დღეში. მეტად აღელვებული გახლდათ და ცდილობდა ეს არ შეემჩნია, რომ ჰარი არ დაბნეულიყო. საბოლოოდ კი მაინც მან აიღო საკუთარ თავზე საუბრის წამოწყება.
   - ჰაზ, შეიძლება ჩამოვჯდეთ? -
იკითხა ლუიმ და ჰარის გახედა.
- რა თქმა უნდა შეგვიძლია - უთხრა ჰარიმ და იქვე ხის კუნძზე ჩამოჯდნენ.
  - იცი, როცა გავიგე რომ სამეფოში ბრუნდებოდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. დღეების მანძილზე წარმოვიდგენდი, თუ როგორ შეგხვდებოდი და როგორ ჩაგეხუტებიდი. - ლუიმ ჰარის დაბნეული სახე დააიგნორა და გააგრძელა.
    - ძალინ რთული იყო ამდენი ხნის შემდეგ შენი ნახვა, თუმცა ეს შევძელი და ძალიან ბედნიერი ვარ. - აგრძელებდა ლუი და ჰარის თვალებში უყურებდა.
    - თუმცა ახლა აქ ვდგავარ და ვიცი რომ არ წახვალ, რადგან დამპირდი, რომ მუდამ ჩემთან იქნებოდი. შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ და შეგიძლია ყველაფერი მითხრა. შეგიძლია მენდო და ჩემი გჯეროდეს, რადგან არასოდეს გიღალატებ. ეს იცოდე ჰაზ- ეს თქვა ლუიმ და ჰარის მოეხვია.
   ბოლოს ჰარიმაც ვეღარ გაუძლო და ლუის მთელი ძალით მოხვია ხელები. თითქოს მას ვინმე მოსტაცებდა. არ სურდა გაეშვა, რადგან ერთადერთი ადგილი, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნიბდა, სწორედ, რომ ლუის გვერდით იყო.
  - როცა სალაშქროდ წავედი...- დაიწყო ჰარიმ. - ვიცოდი, რომ ეს რთული იქნებოდა. შენგან შორს ყოფნა ძალინ გამიჭირდებოდა. არ მინდოდა მაგრამ, უნდა წავსულიყავი, სხვა გზა არ მქონდა. - ჰარი თავდახრილი საუბრობდა და ლუის დიდი ყურადღებით უსმენდა, ამასთან ზურგზე ხელს უსვამდა დამშვიდების მიზნით. - წასვლიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ვიღაც გავიცანი. ეს მაქრიმილიანი იყო. ის ძალინ კარგი იყო კარგად მექცეოდა და დავუმეგობრდი. - ლუი ისევ გარინდული ისმენდა ჰარის და თან ამშვიდებდა. არ სურდა, რომ ის აღელვებული და შეშფოთებული ენახა. ლუის ძალზედ ამოუცნობი გრძნობა აწუხებდა და სურდა, რომ ჰარი დაეცვა.
   - ერთ საღამოს კარავში ვიყავი და მაქსი იქ შემოვიდა. თავიდან დავიბენი, რადგან ის დაიხარა და ახლოს დამიჯდა. მერე ხელი მხარზე დამისვა და სახესთან მომიახლოვდა.- ჰარის კვლავ აღელვებული იყო და ლუისთან შეხედვას თავს არიდებდა .

    - ჰაზ, თუ გიჭირს შეგიძლია გაჩერდე. იცოდე, რომ მე აქ ვარ - ლუი მის გამხნევებას ცდილობდა .

  - მან მაკოცა ლუ და მე არ შევაჩერე, იმიტომ , რომ ეს მინდოდა. და ყველაფერი ასე მოხდა. თუმცა ჩვენ მხოლოდ ერთმანეთს ვკოცნიდით, სხვა არაფერი არ ყოფილა. ის არ შემხებია. - ჰარიმ ბოლო სიტყვები ამოსუნთქვას ამოაყოლა და ლუის ძლივს შეხედა.
   
     ლუი კი მშვიდად, აღელვების გარეშე უცქერდა და მის ზღვისფერ თვალებში მხოლოდ სიწყნარეს დაინახავდით. ჰარი ამ სიმშვიდემ შეაშინა და თავი ისევ ჩახარა .

   უცებ, ნიკაპზე შეხება იგრძნო. ლუიმ თავი ნელა წამოაწევინა და მის ველურ, ტყისფერ თვალებში ჩახედა.

    - ახლა სად არის ის ჰარი? - იკითხა ლუიმ. - როცა დავბრუნდით, უბრალოდ წავიდა. - თქვა ჰარიმ და ლუის მოკამკამე თვალებს დაუწყო თვალიერება.
   - და ის მოგწონდა ჰარი? თუ უბრალოდ ერთობოდი? - ლუიმ მზერა კვლავ მას მიაპყრო.
   - ეს უბრალოდ მოწონება იყო, რადგან მეტი არაფერი მიგრძვნია - უთხრა ჰარიმ.
   - ჰაზ...- წარმოთქვა ლუიმ და ჰარის ოდნავ მიუახლოვდა. მათ შორის მანძილი საკმაოდ შემცირდა.
- მითხარი  ეს მოგწონდა. გზა რომლითაც ის გეხებოდა ან უბრალოდ გკოცნიდა? ეს გსიამოვნებდა? - ლუიმ გამომცდელი მზერა მიაპყრო და უფრო მიიწია ჰარისკენ.
    - არა, ლუ. ის არ იყო ის რაც მინდოდა. რაც მსურდა ის შორს იყო და მისი მიღება კიდევ უფრო შეუძლებელი.  რაც ნამდვილად მსურდა მუდამ ახლოს იყო, მაგრამ თან ძალინ შორს. ვუყურებდი მას მაგრამ ვერ ვხედავდი. მინდოდა ახლოს მყოლოდა მაგრამ, არ შემეძლო.  და იცი რა ლუი... ეს მტკენდა. მთელი გულით მტკენდა. - ჰარიმ ამოისრუტუნა და ლუის მზერა მოაშორა.
    ლუი კი წინ წაიწია და ჰარის მიუახლოვდა. მის სუნთქვას უკვე სახეზე გრძნობდა. მზერა ახლა ჰარის ტუჩებზე გადაიტანა და...

____________________________________________________________
და, და, და. დააკომენტარეთ გავაგრძელო თუ არა და თუ გინდათ გაიგოთ რა და...

Forever My King👑Where stories live. Discover now