chapter 17

842 61 30
                                    

-ჯიმინ?

-ჯონგუკ?

ჯიმინის წინ მასზე მაღალი სხეული აესვეტა, რომელსაც მოღრუბლული ამინდში შავი პალტო, ფართო შარვალი და სვიტრი ეცვა.ხელები კი ჯიბეში ქონდა ჩაწყობილი. თმები აჩეჩილი ქონდა და პირზე პირსინგი ეკეთე

-გაიყინე?-კითხა და მასზე პატარა სხეულს გვერდით მიუჯდა

-არც ისე.ახლახანს მოვედი-უპასუხა ღიმილით

-მაშინ ასე გავიყინებით, კაფეში დავჯდეთ-შესთავაზა შავთმიანმა და თანხმობის შემდეგ ახლომდებარე კაფეში შევიდნენ

ორი ყავა შეუკვეთეს ნამცხვართან ერთად და ერთმანეთის უფრო კარგად გაცნობა დაიწყეს

-კი,სიმღერა მიყვარს.ერთხელ სცენაზეც კი ვარ ნამყოფი. მითხრეს, რომ ახლო მომავალში ისევ შევძლებდი ყველას თვალწინ სიმღერას-ელაპარაკებოდა გაბრწყინებული თვალებით ჯიმინი და ასევე გაბრწყინებული თვალებით უსმენდა ჯონგუკი

-ეს კარგია. მე კი სიმღერებს ვწერ ხოლმე, შემდეგ კი გიტარაზე ვუკრავ, ერთხელ აუცილებლად მოგასმენინებ-პირდება სტაფილოსფერთმიანს, რომელსაც მისი პატარა თითები ჭიქაზე შემოეხვია გასათბობად

-სხვა? კიდევ რისი კეთება გიყვარს?-დაინტერესდა ჯიმინი.

-ჰმმმ.მიყვარს, როცა კარგად გამოვიყურები და ფოტოებს ვიღებ,ეს სასიამოვნო მომენტია, ჩემი აზრით-ხსნის ჯონგუკი და მისი დიდი შავი თვალებით შესცქერის მის წინ მჯდომს-შენ?

-რისი გაკეთებაც მიყვარს უკვე გითხარი. მიყვარს და მინდა, რომ ძლიერი შეყვარებული მყავდეს, შემდეგ კი მის ძლიერ მკლავებში დავიძინებ ხოლმე. ეს სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მე მიყვარს ჩახუტება და ასე ძილი.-ეუბნება და თან ეცინება

-სულაც არა, მეც იგივეს ვიტყვი, მაგრამ ჩემზე პატარა სხეული...რომელსაც გულში ჩავიკრავ -ეცინება მასაც

-გყოლია, შეყვარებული?-ეკითხება ჯიმინი,თან ყავას სვავს

-არა,ჯერ არ ყოფილა ისეთი ვინმე, ვისზეც ვიფიქრებდი, რომ ის სამუდამოდ ჩემთან იქნება,შენ გყოლია?-ახლა მას ეკითხება

-არც მე.-მოკლედ პასუხობს

-გავისეირნოთ?-ეკითხება ჯონგუკი, მას შემდეგ, რაც ყავის სმა დაამთავრეს

-კარგი-ეთანხმება და ორივენი გარეთ გადიან

სანაპიროზე სეირნობენ, სიცივის და წვიმის წვეთების მიუხედავად. კიდევ უფრო კარგად იცნობენ ერთმანეთს და შემდეგ ორივენი სახლში ბრუნდებიან, მანამდე კი ერთმანეთს პირდებიან, რომ კიდევ შეხვდებიან ხოლმე ერთმანეთს

_______

მოგწონთ?






თუ არ მიპასუხებთ გეფიცებით შემდეგს არ დავდებ! რადგან მაინტერესებს!❤️🤝

My Type/Insta||jikookWhere stories live. Discover now