*1*

76 6 65
                                    

გათენდა.
მზის სხივებმა ახლა უკვე ბიჭის ფანჯრებშიც შეაღწია და პირდაპირ თვალებზე დაენარცხა.
ყმაწვილი უკმაყოფილოდ ტრიალდება მარცხნივ, მაგრამ აქაც არ აცდიან მშვიდად ძილს, ოთახში უვარდებიან და პირდაპირ ზურგზე ახტებიან.

-თეჰ, თეჰ გაიღვიძეეე, გაიღვიძეეე! გათენდააააა!

ქერათმიანი უშედეგოდ ცდილობს ბიჭის გაღვიძებას, მაგრამ როდესაც ხედავს, რომ არაფერი გამოსდის, დგება, ფანჯარასთან მიდის და ფარდებს ბოლომდე სწევს, რადგან მზის სხივებმა უკეთ შემოაღწიონ ბიჭის ოთახში.

-ოჰ ღმერთო ჩემო, ჯიმინ! რა აუტანელი ხარ!

-ოჰ გაიღვიძა ჩვენმა მშვენიერმა მძინარე მზეთუნახავმა!

- რა ჯანდაბა გინდა ან საერთოდ რატომ მაღვიძებ? რომელი საათია?!

უკმაყოფილოდ ბურტყუნებს ყავისფერთმიანი და ბალიშს თავზე იფარებს.

-თეჰიონ სერიოზულად?! ახლა უკვე სკლეროზიც დაგეწყო?
დაგავიწყდა, რომ დღეს ჩვენი პირველი დღეა კოლეჯში?!!

ბიჭმა ღრმად ამოიოხრა.
ოჰ დიახ.
თეჰიონისთვის და ჯიმინისთვის დღეს პირველი კოლეჯის დღეა.
ვერ იჯერებს, რომ ასე მალე დასრულდა ზაფხულის არდადეგები...არადა როგორ ძალიან უნდოდა, კვლავ გაეგრძელებინა ლოგინში სასიამოვნო კოტრიალი და ძილი.

-ცოტახანიც მაცალე ჩიმ და გამოვალ რა...

ეუბნება მეგობარს და მუდარით სავსე თვალებს აპყრობს.

-არა, არა!
არავითარ შემთხვევაში!
მე, რომ ვიცი შენი ცოტახანი, ერთი საათი ან უარესი-ორი საათი მაინც გაგრძელდება. ამიტომ, ან ახლავე აწიე ეგ შენი ლამაზი უკანალი საწოლიდან ან კიდევ შენი ძალით აგდება მომიწევს!

ამაზე უკეთეს დილას, ვერც ვერაფრით ისურვებდა კაცი!
ყმაწვილი ბურტყუნ-ბურტყუნით დგება საწოლიდან და საპირფარეშოში უხალისოდ მილასლასებს.

-ტანსაცმელს მე აგირჩეევ!

უკნიდან აწევს ჯიმინი და ეშმაკური ღიმილის ჩუქებაც არ ავიწყდება.
უგჰჰჰჰ!
ეს საშინელი ტკიპა!
ჯიმინი და თეჰიონი ბავშვობიდან, ზედმეტად ღრმა ბავშვობიდან საუკეთესო მეგობრები არიან.
ამიტომ სწორედ ამ ბავშვობიდან უწევს მისი საშინელი ხასიათის ატანა თეჰიონს.
ნიუ-იორკში ახლახან გადმოსახლდნენ კოლეჯის გამო ერთად.
თორემ ისე არაფრის დიდებით აიტანდა სახლში ასეთ ვირთხას!

ზაფხულის თეთრი პეპელა(წერის პროცესში)Where stories live. Discover now