*2*

33 4 28
                                    

აუდიტორიაში დაცემის მკვეთრი ხმა გაისმა.
შავკანიანი მკვირცხლად წამოხტა ადგილიდან და თეჰიონთან დაიხარა.

-კარგად ხარ? მოდი ადგომაში დაგეხმარები.

ლექტორმა ტუჩის კუთხეები ძლივს შესამჩნევად ჩატეხა, თითქოს იღიმისო. ოჰ ეს პატარა ბიჭი გაიფიქრა....
გონს რომ მოეგო, მკვეთრად ჩაახველა და აუდიტორიაში შეკრებილ ბრბოს რომელიც თეჰიონს ზოგი გაოცებული, ზოგი კი როგორც მასხარას ისე შეჰყურებდა მოუწოდა:

-ახალგაზრდებო, თუ შეიძლება ჩემკენ შემობრუნდით რათა ლექცია დავიწყოთ.

-ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბაა!!!
პირველივე დღეს როგორ შევირცხვინე თავისი?!!!
თან ამდენი ადამიანის წინაშეეე....

ფიქრობდა ყავისფერთმიანი და ლამის მაგიდის ქვეშ შემძვრალიყო.

-არაუშავს ძმაო.
ხდება ჰოლმე. თან ეს შემთხვევით მოხდა. დაიკიდე მალე დაავიწყდებათ.

თანაგრძნობით უთხრა შავკანიანმა და თეჰიონს მხარზე მოუთათუნა.

-უი ჰო... მე თრევისი მქვია. თრევის პარკერი.

-თეჰიონი. კიმ თეჰიონი.

უპასუხა თეჰიომაც და მომღიმარ ბიჭს ხელი ჩამოართვა რა დროსაც აუდიტორიაში მამაკაცის მშვიდი, მაგრამ მაღალი ხმა გაისმა.

-პირველ რიგში მოდი გავიცნოთ ერთმანეთი.
წელს ბევრი პირველკურსელი გვყავს ამიტომ ეს აუცილებლად დაგვჭირდება.
ვინმე წინააღმდეგი ხომ არაა ამის?

წარმოსთქვა და მზერა ისევ ყავისფერთმიანს გაუსწორა.

-კარგი.
რადგანაც არავინ გამოთქვა პროტესტი გაგეცნობით.
ჩემი სახელია ჰოსოკი. ჯონგ ჰოსოკი.
დიახ სამხრეთ კორეიდან ვარ და ამ უნივერსიტეტში უკვე 2 წელია ვასწავლი.
შეიძლება იფიქროთ, რომ ეს არცთუ ისე დიდი დროა მაგრამ დამიჯერეთ ძალიან ბევრი რამის სწავლება მომიხდა აქამდე რომ მივსულიყავი და ახლა აქ თქვენ წინაშე ვმდგარიყავი...

ზაფხულის თეთრი პეპელა(წერის პროცესში)Où les histoires vivent. Découvrez maintenant