*3*

31 1 5
                                    


პეპლები...
ისევ და ისევ პეპლები...
ახლა უკვე მერამდენედ ეღვიძება ამ საშინელი სიზმრის შედეგად თეჰიონს.
უკვე მერამდენე საშინელი ღამეა მოსვენებას აღარ აძლევს ეს სიზმარი...
თეთრი პეპელა, ქარი, ყვირილი, სისხლი...
ზანტად იწევა საწოლიდან, ჩაბნელებულ ოთახს თვალს ავლებს და საათს უყურებს.
სადაცაა ღამის 4 შესრულდება...
სიმწრისგან იცინის.
მაინცდამაინც ყოველჯერზე რატომ ხდება, რომ ზუსტად ამ დროს ზუსტად ამ საათზე არის ასე წამომჯდარი ლოგინში და ვერ გაურკვევია რა ჯანდაბა ხდება.
ღრმად ოხრავს და სამზარეულოში გადის.
ეგება ერთმა ჭიქა წყლის დალევამ მაინც უშველოს...

-ისევ უძილობა?

უეცრად ოთახის კუთხიდან  მეგობრის ხმა ესმის და იცინის როცა მას ვინი ფუჰის პიჟამოებში ჩაცმული ხედავს.

-შენ რა ჩემ საყვარელ პიჟამოებს დასცინი?

გამომცდელად ეკითხება ჯიმინი თეჰიონს და წარბშეკრული უყურებს.

-სულაც არა. უბრალოდ შენს სისაყვარლეზე მეცინება.

პასუხობს ყავისფერთმიანი და ქერას თმას უჩეჩავს.

-თეეჰ ნუთუ არ დაიღალე?
არვიცი რამდენიხანია ასე ხარ, მაგრამ ყოველშემთხვევაში რაც აქ გადმოვედით სულ მესმის შენი ნაბიჯების ხმა და ყოველღამე ველოდები როდის გამოხვალ წყლის დასალევად...
უნდა არსებობდეს ამ ყველაფრის გამოსწორების შანსი.
წამლის დალევა შენ არ გინდა...ფსიქოლოგთან კონლუსტაციაზე ხომ ზედმეტია საუბარი...

-ჩიმ, ყველაფერი კარგადაა. მართლა არაფერი მჭირს ისეთი რომ ფსიქოლოგის დახმარება დამჭირდეს,უბრალო უძილობაა რა... თან ჰომ ხედავ ძილის წამლებსაც ვსვამ.

-მერე გშველის როო?

-ხშირ შემთხვევაში არა.
მაგრამ მთლად იმასაც ვერ ვიტყვი რომ საერთოდ არა.

ყმაწვილი უშედეგოდ ცდილობდა მეგობრის დარწმუნებას მაგრამ თვითონაც ხედავდა რომ არაფერი გამოსდიოდა.

Você leu todos os capítulos publicados.

⏰ Última atualização: Aug 21, 2023 ⏰

Adicione esta história à sua Biblioteca e seja notificado quando novos capítulos chegarem!

ზაფხულის თეთრი პეპელა(წერის პროცესში)Onde histórias criam vida. Descubra agora