*5*

1K 47 4
                                    

-გამარჯობა კიმ ნაიონ - ეს ხმა საიდანღაც მეცნობა , ეს ..ეს ხომ
ჯანდაბა

-ხმას რატომ არ იღებ
-გისმენთ , ჩემი ნომერი საიდან გაქვთ

-ნუთუ ვერ მიცანი, ჩვენ გუშინ შევხვდით ერთმანეთს, პალატა აგერია

-პალატა ? ბოდიში მაგრამ, ახლა არაფერი მახსენდება -თავი მოვიკატუნე თითქოს ვერ ვიცანი

-კარგი რა ნაიონ

-ახლა გამახსენდა , ჯიმინ ესეიგი თქვენ ხართ მაგრამ, ვერ გამიგია ჩემი ნომერი საიდან

-ნამდვილად გინდა ამაზე საუბარი ტელეფონით ? მოდი ერთმანეთს შევხვდეთ

-საავადმყოფოში ?

-არა დღეს გამომწერეს , მისამართს მოგწერ

-შევთანხმდით
-მოიცა ეხლა ეს რა იყო , ჩემი ტელეფონის ნომერი საიდან აქვს ან რატომ მთხოვა შეხვედრა , რას გადამეკიდა, ღმერთო მგონი ჭკუიდან ვიშლები

***

-აქ რატომ დამიბარე , ან ჩემი ტელეფონის ნომერი საიდან გაქვთ?!

-იქნებ ჯერ მომესალმო

-მაპატიეთ , ისეთი დაბნეული ვარ , გამარჯობა ჯიმინ , იმედია ახლა თავს კარგად გრძნობთ

-ეგ უკვე წარსულს ჩაბარდა

- რაზე გინდოდათ საუბარი და აქ რატომ დამიბარეთ

-ჯერ ეს ერთი, შეგიძლია ფორმალურად აღარ მესაუბრო თორე მგონია რომ ასაკში ვარ ,მერე მეორე აქ იმიტომ დაგიბარე რომ ამაზე უკეთესი ადგილი სასაუბროდ არ მეგულება და მესამე თუ საიდან მაქვს შენი ნომერი , გახსოვს როცა გითხარი შენი სახე მეცნობა თქო...ახლა გამახსენდა, რომ ერთმანეთს ჩვენი საერთო მეგობრის ჯიჰოს დაბადებისდღეზე შევხვდით - გოგონა კი ვერაფერს იხსენებდა , უბრალოდ იდგა და უსმენდა - შენი ნომერი კი თვითონ ჩაწერე ჩემს მობილურში-ჯიმინი კი ტყუოდა, ის ისე კარგად ირგებდა თავის როლს რომ ალბათ ჰოლივუდში მიიწვევდნენ მთავარი გმირის როლზე ...გოგონამ კი როგორღაც შეძლო ხმის ამოღება

🔞Girl From Nowhere||გოგონა არსაიდან🔞 Where stories live. Discover now