*7*

922 42 10
                                    

-ნაიონ მე არასდროს მქონია გრძნობები სხვების მიმართ , არც ის ვიცოდი  თუ რა არის სიყვარული , მაგრამ გამოჩნდა ის ვისაც დიდი ხანია, უკვე  წლებია ვეძებ, ვინც მე გამიგო და მენდო , ჩემი სიტყვები  დაიჯერა ისე თითქოს წლებია ვიცნობთ ერთმანეთს - თვალებში მიყურებდა და ამას მეუბნებოდა , თვალს არ მაშორებდა, რა დროსაც ძალიან შესამჩნევი იყო მისი ცრემლები, ცრემლი რომელიც ლოყაზე ნაზად ჩამოგორდა  - მე შენ მიყვარხარ კიმ ნაიონ - გული სადაცააა ბუდიდან  ამომივარდებოდა , ამ დროს კი , ჩემს სახეზე ცრემლებმა გაიკვალა გზა ,მაგრამ მე ?რას ვგრძნობ მის მიმართ , სიძულვილს  თუ სიბრალულს  ? იქნებ მიყვარს , უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო , რამდენიმე წუთი ასე ჩუმად ვიყავით , სიჩუმე კი ისევ ჯიმინმა დაარღვია

-არაფერს მეტყვი ? ნაიონ შენც გიყვარვარ არა ? -იმედით სავსე  თვალებით მიყურებდა - შენ ჩემი ცხოვრება შეცვალე კიმ ნაიონ , ჩემს გულში ცეცხლი აანთე , მოსვენება დამაკარგვინე ,გესმის ?! შენ ჩემი გული დაიკავე ,გულის ერთი ნაწილი კიარა , მთელი ჩემი სიცოცხლე შენ გეკუთვნის , თუ წახვალ თავს არ ვიცოცხლებ რადგან, არ შემიძლია, გხედავდე სხვა ბიჭს როგორ  უღიმი,  როგორი ბედნიერიც ხარ მასთან  , შენი დაცვა მეც შემიძლია , არავის და არაფერს მივცემ საშუალებას რომ, შენ რამე დაგიშავოს , მწარედ ვანანებ გესმის ?! არ ვაცოცხლებ , ვინც არუნდა იყოს , შენ ცუდად ვერავინ შეგეხება და ვერც ვერავინ შემოგხდავს  ,მე მართლა მიყვარხარ კიმ ნაიონ - როგორც ჩანს მას  მართლა აქვს რაღაც გრძნობები ჩემს მიმართ ,მაგრამ როგორ უნდა ვენდო ... მე ისევ ჩუმად ვიყავი უბრალოდ ვუსმენდი , ცრემლებს კი ვიკავებდი , რადგან არ მინდოდა სუსტი გამოვჩენილიყავი , მე არ მინდა მის მიმართ გრძნობები მქონდეს , ის ხომ მკვლელია , იქნებ ... არ ვიცი , შეიძლება მოვბეზრდე და  მეც იმ გოგონების ბედი გავიზიარო  , აღარ ვიცი რა ვიფიქრო

-ჯიმინ ,მე ...უბრალოდ დრო მომეცი დასაფიქრებლად

-აქ დასაფიქრებელი რა არის ?! უბრალოდ მითხარი რომ  გიყვარვარ .მე ამას ვგრძნობ  . შენ თუ არ გინდა ნუ მეტყვი მაგრამ , შენი თვალები ყველაფერს ამბობენ

🔞Girl From Nowhere||გოგონა არსაიდან🔞 Where stories live. Discover now