*6*

969 46 8
                                    

* ნაიონის POV *

-რა ხდება ?!

- არაფერია პრინცესა , დავბრუნდები გპირდები ...

----

-ნაიონ ,შვილო...კარგად ხარ ? - მალე პოლიციის მანქანიდან ნაიონის დედა გადმოვიდა

-დედა? აქ რას აკეთებ ?ჯიმინი სად წაიყვანეს ? საერთოდ რა ხდება ვინმე ამიხსნის ან რატომ უნდა ვიყო ცუდად ? -გოგონა კითხვას კითხვაზე აყრიდა , დედამისი კი დაიბნა, არ იცოდა რა ეპასუხა ან
როგორ აეხსნა ეს არეულობა

-ვიცი ახლა ძალიან ბევრი კითხვა გაქვს და რათქმაუნდა აუცილებლად გაიგებ პასუხებს მაგრამ ,მერწმუნე ის ბიჭი ფსიქოპატია , შეშლილია ნაიონ გესმის ? ის მკვლელია -ამის გაგონებაზე ნაიონს თვალები გაუფართოვდა

*ნაიონის POV *

იმის გაგონებაზე , რომ ჯიმინი მკვლელია ... ეს უბრალოდ , არ შემიძლია ავღწერო როგორი გრძნობაა, ის ჩემთვის ვინ არის ?!სრულიად არავინ ,ხოდა ჩემთვის არაფერს წარმოადგენს , მაგრამ მიზეზი უნდა გავიგო ნამდვილი მიზეზი , არის თუ არა ის ნამდვილად მკვლელი და თუ არის რატომ ? მიზეზი მჭირდება , მე ამას აუცილებლად გავარკვევ და ამის დასამტკიცებლად ყველაფერს გავაკეთებ რაც შემიძლია ... უცებ ყველაფერი დაბნელდა, აღარაფერი ჩანდა გარდა ბნელეთის, რომელსაც თითქოს შენი ჩათრევა სურს .
გონს ჩემთვის ნაცნობ ადგილას მოვედი , თეთრი კედლები,წვეთოვანი,
წამლების სუნი და ხალათიანი ადამიანები , დიახ საავადმყოფოში ვარ , რა საკვირველია დედაჩემის ახირება იქნებოდა

-ნაიონ შვილო თავს როგორ გრძნობ?

-კარგად ვარ, რა დამემართა ?

-გონება დაკარგე, თავი კი ქვას დაარტყი, მსუბუქი ტვინის შერყევა გაქვს , დასვენება გჭირდება , არ უნდა ადგე ...

-და ჯიმინი,მას რა ბედი ეწევა? - ცხადია დედა ამ შეკითხვას არ მოელოდა ცოტა არიყოს გაუკვირდა , მან ჩემი შეკითხვა დააიგნორა, ეგონა თავს დავანებებდი ,მაგრამ შეკითხვა გავიმეორე

🔞Girl From Nowhere||გოგონა არსაიდან🔞 Where stories live. Discover now