რაღაც დიდებული

35 4 2
                                    

     ქალბატონო ნაბიმერი შეკრება ერთ საათში დაიწყება,თქვენი და-ძმები განაწყენდებიან თუ არ ჩახვალთ. ..._მათი განაწყენება არ მადარდებს. ..._თქვენ მშობლებს ეწყინებათ. ..._წადი და ჩამოვალ როცა შეიკრიბებიან.

12 წლის გოგონა, მეშვიდმეტე საუკუნის მიწურულს,მდინარის პირას იწვა და ოცნებობდა სხვა ბავშვებივით შესძლებოდა სირბილი,ხტუნვა და თამაში.
მას არავინ იკარებდა რადგან,ასთმა სტანჯავდა. ცოტა ფეხის აჩქარებისასაც კი იხრჩობოდა. ბევრჯერ გამოსტაცეს ექიმებმა დახრჩობას ხელებიდან. ხარბად ისუნთქავდა ჰაერს,ყურს კარგად უგდებდა ბავშვების ჟრიამულს,შემდეგ კი წარმოიდგენდა ,თითქოს ისიც მათთან ერთად იყო.

_როგორც იქნა იკადრა გოგომ ჩამოსვლა...დამცინავად გააკეთა კომენტარი ჩემმა ეგრედწოდებულმა ძმამ. .._დედა ნახე რა პასუხის გაცემის ღირსადაც არ მთვლის..._გეყოს უკვე მაშირო..დედამ ერთი გააჩუმა მაგრამ,კიდევ 5 უნდა მოსულიყო ამიტომ წინასწარ მოვემზადე დაცინვებისთვის.

მას შემდეგ პატარა გოგონას სიტუაცია ყოველ წელს უფრო და უფრო რთულდებოდა,ავადმყოფი შვილის შემხედვარე დედამ მეტს ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა. მამა კი სედაც ავადმყოფი ჰყავდა,რასაც ცოლის სიკვდილი დაემატა. მამა-შვილმა კიდევ ერთი წელი გასტანეს ერთად. 14 წლის ასაკსი მამაც მიაბარა მიწას. 14 წლის გოგონას ბედნიერება მხოლოდ მდინარის ნაპირზე წოლა და ბავშვების ჟრიამულის სმენა იყო. მისთვის სხვას არაფერს მოუტანია ხეირი.

ერთ დღესაც გადაწყვიტა ისედაც ტანჯული ცხოვრებისთვის ხელი დაექნია და მშობლებს შეერთებოდა.
მდინარის ნაპირზე დიდხანს იდგა და  უყურებდა,როგორ ბობოქრობდა ბუნება. თან წვიმდა,თან ელავდა.
წყალში ნელ-ნელა შედიოდა,თითო ნაბიჯზე უფრო იმატებდა როგორც,სიღრმე ისე სიძლიერე.
ცხოვრებით დაღლილი გოგონასთვის შემდეგი ნაბიჯი საბედისწერო აღმოჩნდა. მდინარემ ადგილს მოსწყვიტა და თან წაიყოლა უსასრულობაში.
როგორია თან თავს იკლავდე,თან სიცოცხლე გინდოდეს მაგრამ არა ასეთი. წყალი ყურებში,ცხვირში ყველგან დაუგროვდა ისედაც ასთმიან გოგონას. ამდენი თრევისგან საბოლოოდ მდინარის მშვიდ ნაწილში აღმოჩნდა სადაც ჩაძირვა დაიწყო. იძირებოდა და ხედავდა როგორ მიდიოდნენ წყლის ზედაპირისკენ მისი ბოლო ამოსუნთქვები...

ბუნების გამოღვიძებაWhere stories live. Discover now