ათკუდა

13 2 0
                                    

ნესის სასახლეში ჩავედით. თუმცა იმ მიზიდულობას ვეღარ ვგრძნობდი.
_ნაბი კარგად ხარ? .._კარგად ვარ სტეფ..

სასახლეში 1 კვირა დავყავით,თვალებ ახვეულმა,სასახლე მთლიანად შევისწავლე. ხან სად მივეხეთქებოდუ ხან სად.

ერთხელაც გარეთ გადავწყვიტე გასვლა,სასახლის მიდამოებს გავცდი,ვგრძნობდი ბალახს ფეხებთან და ხეებიც სუსტი იყო.

როგორც ჩანს ტყეში შემოვდგი ფეხი,
რაც უფრო წინ მივდიოდი მით უფრო მწვავდა თვალები.
როგორც ბუნების გამოღვიძებისას ისე.
სახვევი მოვიხსენი და მოვისროლე.
როცა მივხვდი რომ ტყეს გავცდი და უკვე ტრიალ მინდორში ვიყავი,რაც ძალი და ღონე მქონდა მივრბოდი.
ასე ენერგიულად მთელი 20 წლის განმავლობაში ერთხელაც არ მიგრძვნია თავი.

უამრავი სირბილის შემდეგ,შევჩერდი და მივხვდი რომ ახლა დავრბოდი. ასთმა არ მაწუხებდა,არც ბავშვების დაცინვა აღარ მესმოდა.
ირგვლივ ვერაფერს ვხედავდი თვალებით,მაგრამ ჩემს გონებაში ეს ყველაფერი ცხადად აღიბეჭდა,შემეძლო მეთქვა სად იყო ხე,ყვავილი ან ქვა.

დიდხანს ვიჯექი შუაგულ მინდორში და ვფიქრობდი,რატომ დამემართა ეს მაინც და მაინც მე .
წარმოვიდგინე ჩემი ოჯახი როგორი შერცხვენილი იქნებოდს,როცა ზებუნებრივი ძალის მქონე არსება დაბრმავდა. უსუსური ადამიანი ხომ არ ვიყავი.
ამ ფიქრებს დიდხანს ვატრიალებდი და შემდეგ აღმოვაჩინე,რომ ადამიანებზე ისე ვფიქრობდი,როგორც უსუსურ არსებებზე. რამდენიმე წლის წინ მეც ხომ ადამიანი ვიყავი?

ჩემმა ფიქრებმა შემაძრწუნა და ხასიათი წამიხდინა.
სასახლეში როცა დავბრუნდი დედა დამხვდა.
_ნაბიმერი სად იყავი? შესაძლოა დაკარგულიყავი..მომეხვია და ტახტამდე მიმიყვანა.
_ტყეში ვიყავი,როგორც ჩანს ტყის მერე ტრიალი მინდორია.
_ტყეში იყავი? შვილო..როგორ? .._სმენით შევძელი.
_სმენით როგორ? ..._არვიცი ისე მესმოდა ყველაფერი თითქოს ისედაც ვხედავდი.
მე და დედამ ბევრი ვისაუბრეთ გაკვირვებული იყო ჩემი ტყეში ყოფნით,როცა სტეფი შემოვიდა.
_გაგიღვიძია ნაბ,თვალები გტკივა?
_გამიღვიძია? მეძინა? როდის?
_არ გახსოვს? დილით გარეთ გახვედი და მას მერე იქვე სკამზე ჩამოგეძინა.
_რას ამბობ?...ანუ მე ტყეში არ ვყოფილვარ?.._რა ტყეში? გეძინა მთელი დღე.
_ეს რა სიმპტომია ნეტავ? სტეფანიე დაუკავშირდი მამაშენს ის ათასი წლის მაგი მოიყვანოს.
_იპოვა? _კი

ბუნების გამოღვიძებაWhere stories live. Discover now