წითელი ცხრაკუდა

5 1 0
                                    

ოჯახში პანიკა იდგა,უბეში გველის გაზრდის ტოლფასია. წარმოიდგინეთ თეთრი ათკუდა.
_წარმოუდგენელია რა გაქვს ასეთი განსაკუთრებული,რომ ბუნებამ პირველყოფილი უმაღლესი თეთრი ათკუდის ძალა მოგანიჭა?
_ბოღმიანი არ ვარ მაშინო. ენა გამოვუყავი.
მაგი გვერდით მომიჯდა. _ფრთხილად უნდა იყო, მე ბოლო ცხრაკუდა წითელ მელას აიზავას ვიცნობდი. არაჩვეულებრივი ქალი იყო, ბუნების გამოღვიძებისას კი მას არ ესმოდა დიდი ხნის განმავლობაში, როგორც ჩანს მელის ძალის ბრალი იყო. მელა ბუნებით,ცბიერი, ფაქიზი და ასევე დაუნდობელი ცხოველია. ზებუნევრივად კი მისი ძალა უკვდავი და უძლეველია. პირველყოფილი თეთრი ათკუდის ამბები ჩემი წინაპრებისგან მაქვს მოსმენილი. ათკუდად  ადრეულ ასაკში მოევლინა სამყაროს, როგორც გითხარი ათკუდა კი არ ხარ, უნდა ჩამოყალიბდე კუდები ძალებია,რომლებიც ყოველი ახალი უნარის ან ძალის შეძენისას უფრო გაძლიერებს და ასევე უფრო სასტიკსაც გხდის.
   თეთრ ათკუდას არვიცი რა ბრაზი ჰქონდა გულში და რა მიზანი რომ ამოეხოცა ზებუნებრივობის უმეტესი ნაწილი თუმცა,ეს ძალა მე რომ მკითხო საჩუქარზე მეტად დიდი წყევლაა. ბოლო ცხრაკუდა აიზავა თავიდან უმკლავდებოდა კუდების მომატებას თუმცა,როცა მეშვიდე მერვე და მეცხრე შეიძინა... ჩემი ხელით მომიწია მისი მოკვლა.
_აიზავა შენი მოკლულია? შეშფოთდა მამაჩემი _მესამე კუდის ძალის შეძენისას,როცა ვნახე ძალიან იყო შეშინებული და მთხოვა მისი განადგურება უმაღლესი კუდების შეძენის შემდეგ თუ გაბოროტდებოდა.
მერვე კუდის შეძენისას, მისი თვალები იისფერი აღარ იყო სულ წითელში იყო გადასული. მას უბრალოდ შურისძიება სწყუროდა.
     აიზავა ასე მოკვდები_ ნეტავ მოვკვდე მაგო სტოინ ნეტავ მოვკვდე. ცუდად ვარ მთელი სხეული მიწუის,მებრძვის. თითქოს რაც ბუნებამ გამოიღვიძა ჩემში შურისძიების საშინელი წყურვილი მაქვს. ეს უკვე მეოთხე კუდია, აქამდე არ ვიცოდი რა მსურდა რატომ მტკიოდა გული, რა მანერვიულებდა, ახლა კი მხოლოდ შურსიება მინდა , ჯერ არ ვიცი რაზე ,როგორჩ ჩანს შემდეგი კუდის ძალის შეძენის შემდეგ გავიგე. თეთრი ათკუდა მირაჯენის ძველ სასახლეში ვიყავი, საერთოდ არ მეუცხოვა,როგორც ჩანს შავი ცხრაკუდაც იმ სასახლეში ცხოვრობდა. როგორც კი სასახლეში შევდგი ფეხი ყველა ტკივილი,განცდა და შურისძიების სურვილი გამიქრა,თავს მშვიდად ვგრძნობდი. თითქოს ამ ძალას რაღაცის ეშინია,რაღაც დიდებულის ან საშიშის,შემზარავის. აღარ ვიცი რა ვიფიქრო მაგო. _იქნდბ მირაჯენიც რაიმეს მსხვერპლი იყო, მე ვფიქრობ თვითონ ძალის. _არამგონია, ძალა ყოველ ახალ ეტაპზე რაღაც ახალს მაგებინებს, აგრესიულს ეს ძალა არ მხდის. რაღაც თვითონ ათკუდის ძალაზე მოქმედებს. რაც უფრო მეტი კუდია მით უფრო მარტივად იმართება. თუმცა,რა,ვინ,რატომ? აკეთებს ამას ვერ ვხვდები. სასახლეში შეღწევა მხოლოდ მაგებს და თვითინ მელას შეუძლია სხვა არავის ისეა დაცული. ყველფერი ხელშეუხებელია,თითქოს ათკუდაც და ცხრაკუდაც ორივე იქ ცხოვრობს. აიზავამ თავზე შემოიწყო ხელები და აქვითინდა,_ მაგო არ მინდა არავის ამოხოცვა, ეს ძალა მე არ ამირჩევია ეს წყევლა მე არ მინდოდა. დამპირდი! როგორც კი კუდები დამემატება და ქცევას შევიცვლი მომკალი! _არა აიზავა ამას მე ვერ ვიზამ!_ზუსტად შენ, ნუ ორჭოფობ. სასახლიდან,როგორც კი გამოვალ მაშინვე მომკალი._ არა აიზავა სხვა გზებიც იქნება. _ არ იქნება, სასახლეში გამოვიკეტები მანამ სანამ შევძლებ,რადგან სასახლეზე წყევლა არ მოქმედებს სანამ უმაღლეს კუდამდე არ მივალ.
ორი წელი აიზავა სასახლეში იყო გამოკეტილი, პერიოდულად მივდიოდი და გადასარჩენად სამყოფ საკვებს ვაწოდებდი,თან მიზიარებდა თავის მოგონებებს,თვალები ხშირად შიმშილისგან უთეთრდებოდა,უვარდებოდა,კანი უშრებოდა მზეს ვერ ეკარებოდა რადგან ეწვოდა,ბოლო დროს საკვებს ვეღარ იღებდა როგორც ჩანს სისხლი სჭირდებოდა. შემდეგი ერთი წელი ძლივს დაჰყო თავს იუსუსურებდა ძალები რომ არ გააქტიურებულიყო. მელა რაც უფრო ჯანმრთელია,სავარაუდოდ 1 წლის განმავლობაში ცხრავე ან ათივე კუდი უვითარდება. თუმცა მან სამი წლის განმავლობაში გაწელა ეს პროცესი. ბოლო ორი თვე წყალსაც აღარ იტანებდა ვერც დგებოდა. ერთხელაც მივედი და სასახლის გარეთ დამხვდა,ცოტა ფერზე იყო მოსული თან მზეზე იდგა თავისუფლად. ნამდვილად გამიხარდა თუმცა,ეს ავის მომასწავებელი იყო,როგორც ჩანს მერვე კუდის ძალა დაემატა. _როგორ ხარ მაგო _კარგად აიზავა შენ? _მეც კარგად,სიცოცხლით და ენერგიით ვარ სავსე. როგორ იყო სამი წლის უჭმელ-უსმელი არსება ენერგიით სავსე? _მიხარია აიზავა. ბოლოჯერ მაშინ ვნახე იღიმოდა, საოცარი თვალის მომჭრელი ღიმილი ჰქონდა მეწამული ნარინჯისფერი თმები მზეზე ცეცხლი,რომ წაეკიდებოდა ისეთი. თვალები ადამიანობაში ყავისფერი თუმცა ათკუდობისას ულამაზესი იისფერი, ამ თვალის ფერზე უფრო ლამაზი არაფერი არ არსებობს. ათკუდა მელის ძალა... მაგმა ამოიხვნეშა და თვალებცრემლიანმა გააგრძელა ისტორიის მოყოლა. _საბოლოოდ იმ კვირაშივე მომიწია მისი მოკვლა, ათკუდის გარდა სხვა არავინ იცის როგორ უნდა მოკლა იგი. თვითონ უყალიბდებათ სუსტი წერტილი ეს აიზავამ თავიდანვე მითხრა, რაც დამეხმარა მის მოკვლაში,თორემ ათკუდის მოკვლა თითქმის შეუძლებელია,სხვა ხერხებით. აიზავას აქილევსის ქუსლი მკერდის მარცხენა მხარეს უზარმაზარი ხალი იყო,რასაც დავაკრვიდრი ბოლო კვირა იცავდა,როგორც ჩანს ნამდვილად აპირებდა შურისძიებას. რაზე ნამდვილად არ ვიცი,აიზავას ჩემთვის ათკუდის ძალაზე მეტი არაფერი არ გაუმხელია. როგორც კი მისი დიდი ხალის დაზიანება შევძელი, უმოწყალოდ დაეცა ჩემს მკლავებში ასეთი ძლიერი არსება,ვიგრძელი როგორ განიდევნა მისგან ძალები, თვალები კი სისხლისფერი წითლიდან იისფერში გადაუვიდა.
_აიზავა..._ მაგო თავს ნუ დაიდანაშაულებ,შემდეგ ათკუდას კი მიასწავლე სასახლე,პასუხებს იქ იპოვის,ჩემი შეცდომები არ დაუშვას _ აიზავა რა შემდეგ.. იმ წამს გაითიშა,გული დამეწვა მივიხუტე და იქამდე ვიტირე სანამდეც ცრემლი არ დამიშრა. მიყვარხარ აიზავა..საოცარო წითელო ცხრაკუდავ.
მან იცოდა,რომ შემდეგ ათკუდას ნამდვილად შევხვდებოდი,მაშინ არ მიმიქცევია ყურადღება თუმცა,ახლა ვხვდები. _ნაბიმერ როგორც კი მხედველიბა აღგიდგება შემეხმიანეთ და სასახლეში წაგიყვან.
_ეს ძალა ნამდვილად წყევლა _აიზავას ნამდვილი ფორმა ერთხელ ვნახე,როგორ იყენებდა მაგიას და ძალას. ამაზე ლამაზი და მომხიბვლელი არაფერი არ არის. როგორც გითხარი ძალა არ არის შენი მტერი მას ნუ დაუპირისპირდები, მთავარია სანამ უმაღლესი ძალებით დასაჩუქრდები სამი თაობის ათკუდის ძალის შემდეგ აღმოფხვრათ ეს პრობლემა. ათკუდის ძალა ვიღაცის მარიონეტია და მას ვიპოვი,არ ვაპირებ კიდევ ერთი მელა შეეწიროს ამ ამბავს.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Oct 06, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ბუნების გამოღვიძებაWhere stories live. Discover now