2

197 27 16
                                    

- ისევ შევხვდით ერთმანეთს.

ერთი კვირა გავიდა ჩვენი შეხვედრიდან. და ჩვენ ისევ იმ სკამზე ვიჯექით.  ერთმანეთის გვერდით.  ცოტათი შეიძლება გაუცხოებას ვგრძნობდით ერთმანეთის მიმართ, მაგრამ ამავდტოულად ერთმანეთის მეტი არავინ გვყავდა.
- ჩემზე ყველაფერი იცი.  და შენზე არ გინდა მომიყვე??

გამომხედა და  ყავის ჭიქა მომაწოდა.

- თითქმის ყველაფერი. მე მხოლოდ ის ვიცი რასაც ეკრანებზე ამბობდნენ შენზე და შენს 6 მეგობარზე. რაც მე  შემეხება, დღეს არა მაგრამ ერთ დღეს მოგიყვები.
- ყველაფერი ისე არაა როგორც ეკრანზე ჩანს. - ჩუმად ჩაილაპარაკა.
- ვიცი. იქ ყველაფერი ლამაზადაა დახატული.
- მართალია...- ისე თქვა თითქოს დაიწუწუნა.

ჩუმად ვიყავით.   ცხელ ყავას ვსვავდით  დაახლოებით ღამის 11 საათი იქნებოდა.

- დღეს   ლამაზად გამოიყურები. ხომ არ გცივა??- მითხრა და შემომხედა.
- მადლობა. არა არ მცივა . შენც კარგად გამოიყურები. უფრო სწორედ სიმპათიურად.
გაიღიმა.
როგორ მიყვარდა მისი ფუმფულა ლოყები  ეხლა კიდევ აღარ აქვს.  ცოტა აქვს შემორჩენილი.
- შენი ნათქვამი სიმპათიური უფრო ლამაზად ჟღერს.
- იმოტო რომ მე  სწორედ მაშინ გიწოდე,  როდესაც  ამას არავინ გეძახდა.
- მართალია. 

ჩუმად ვიყავით. ერთდროულად ძალიან ბევრი სათქმელიც გვქონდა და ამავდროულად არაფერი არ გვქონდა ერთმანეთისთვის სათქმელი.   ერთმანეთისთვის ძალიან ნაცნობები და ძალიან უცნობებიც ვიყავით.

- მეგონა როდესაც გნახავდი ყველაფერს მოგიყვებოდი ეხლა კი  არც კი ვიცი რაზე  გელაპარაკო.

დაიწუწუნა.

- ხომ იცი სათქმელი ყოველთვის თავის დროზე მოვა.

რაღაც საყვარლობა გააკეთა ხელები ლოყაზე მიმკიდა და ლოყები დამიჭმუჭნა. 

- ისევ ისე  გეჭმუჭნება ლოყები.

გამიღიმა. ხელები მიმხვია და ჩამეხუტა.

ჩემი ფერია ( დასრულებული)Where stories live. Discover now