11 თავი

84 15 3
                                    

- პროსტა შემოგიარე , არ მეგონა ეს ქაჯუნაც აქ თუ დამხვდებოდა თორე გეფიცები არ მოვიდოდი - თქვა და ხელები აწია

- მოგკლავ შე ნეხვის გორგალო ! - თქვა და ბიჭისკენ გაექანა ლენკა . კიდევ კარგი მოვასწარი დაჭერა .... მაინც არ მესმის,  რატო მტრობენ ერთმანეთს

- რა ჩხუბი ამიტეხეთ აქ! წადით და სადმე სხვაგან იჩხუბეთ თუ გინდათ დაგიხოციათ ერთმანეთი ! სპანჯბობ-ტრუსიკიანო  ფეხი გამოადგი ჩემს ოთახში ვისაუბროთ ! აი შენ კი - ვთქვი და ლენკას შევხედე - მეორედ აღარ დაგინახო მოზარდივით ატეხილი ! გამოადგი ბიჭო ფეხი -ვთქვი და ჩემს ოთახში შევაჭერი პირდაპირ

- მიგსვა თუარა - თქვა ბიჭმა და ენა გამოუყო გოგოს

-ენა გააჩუმე შე დამპალო მატლო

- კარგი რა , არ მოგწყინდა ეს ბავშვივით ბუტიაობა ? ხო იცი მაინც არაფერი გამოგვივიდოდა

- მოგკლავ ! ერთხელ მართლა ჩემი ხელით ჩაგაქვესკნელებ

- ნწნწ ნეტა ბლეიქმა თუ  იცის , როგორი აფთარივით გოგო ხარ . წავედი ეხლა ჩემო სიყვარულო თორე , ვატყობ ენი დამამიწებს შენამდე - თქვა და მაშინვე ქორივით შემოვარდა ოთახში

- ვინმე მოგდევდა?

- კი აფთარი -თქვა და გადაიხარხარა

-მოკლედ რა ,რამდენი ხანი გავიდა და მაინც არ შეცვლილხარ , ისევ ისეთი უნამუსო ბიჭი ხარ

- ოოფ , შენც ნუ დამიწყებ ლექციების მკითხაობას გეხვეწები , ისედაც დედაჩემს ძლივს გამოვექეცი

- მაიცა სახლიდან გამოიპარე?

- კი

- როგორ მოხდა , რო პოლიციელთა გუნდი არ დაგაყენა თავზე

- ვუთხარი რო შენთან მოვდიოდი -თქვა და გაიკრიჭა

- ეხ მე მეგონა მართლა გამოეპარე- ვთქვი ვითომდა მოწყენით -არადა უკვე ვფიქრობდი ჩემს სახლში რომელ კუნჭულს მოგიჩენდი

- მაიცა არ ღადაობ? - თქვა თვალებგაბრწყინებულმა -მე პრობლემა არ მაქვს , თუ გინდა ქმრად მომიყვანე და სახლში დამისვი არც ეგ მეწყინება

The Mentalist / მენტალისტი Where stories live. Discover now