1

2.6K 75 8
                                    

-დადიანები დაბრუნებულან მარინე გაიგე?
-ღმერთო, მათაც შეეხო ეს გაჭირვება ხედავ?
-რატომაც დაბრუბებულან გასაგებია მარა ის უფრო საინტერესოა რატო აიბარგდნენ?
-აბა მე რავიცი ჩემო ირინე?! მაგრამ ხომ იცი ქვეყნად დამალული არაფერი არ რჩება ესეც გაირკვევა.
-უი ანაბელ როგორა ხარ? ივანე როგორ არის? გავიგე თბილისში მიდისო მართალია?
-კარგად ვარ მადლობა ირინე დეიდა, ივანეც კარგად არის და მართალია თბილისში მიდის და ქორწილამდე დაბრუნდება - ძალით გაუღიმა გოგონამ.
-ღმერთმა დაგლოცოთ, თქვენნაირი კაი წყვილი თუ მენახოს ქვეყნადი იმედია ტკბილად შეებერებით ერთმანეთს.
-ღმერთმა ჰქნას ჩემო ირინე, ღმერთმა ჰქნას.
ანაბელი აღარ გაჩერებულა დედასთან და ჭორიკანა მეზობელთან რადგან ეს ყველაფერი მისთვის ზედმეტად ამაზრზენად გამოიყურებოდა. მოკლედ მოგიყვებით მის შესახებ ანაბელ გასვიანი ჩვიდმეტი წლის ჰყავს ორი ძმა და ერთი და თვითონ შუათანაა. მამამისი ორი ბიჭის შემდეგ ისევ ბიჭის მოლოდინში იყო და როდესაც ანბელი დაიბადა დიდი სიხარულით არ მიუღია მის ოჯახს. ცამეტი წლის იყო როცა დანიშნეს მის მეზობელ ბიჭზე ივან აბაშიძეზე რადგან სოფლის ერთ- ერთერთი გავლენიანი კაცის შვილიშვილი იყო, და მის ოჯახთან დანათასავება ოჯახს ხელს შეუწყობდა ეკონომიკურად.
ივან აბაშიძე, აბაშიძეების ერთადერთი მემკვიდრე და განებივრებული უფლისწული. მიჩვეული არის რომ ყველაფერს რაც თვალთ მოეწონება მისი გახდეს ანაბელიც მსგავსი შეემთხვევაა. დიდხანს ცდილობდა ანაბელის მოთაფვლას მაგრამ ვერაფერს რომ ვერ გახდა ბაბუამიის მიმართა მანაც როგორ მის ერთადერთ მემკვიდრეს სურვილი შეუსრულა და ანაბელი მისი საცოლე გახადა. ზუსტად ანაბელის მეთვრამეტე დაბადების დღეზე დათქვეს ქორწილის თარიღი და ზუსტად ოთხი წელია ანაბელი ოქროს გალიაში არის გამომწყვდეული და იქინდან გამოღწევას ვეღარ ახერხებს.
უკვე შუადღე გადასული იყო როცა დედამისმა შეაღო მისი საძინებლის კარი
-საღამოს ცხრაზე მზად იყავი დადანებთან მივდივართ სტუმრად - ზიზღით შეათვალიერა და კარები გაიხურა
დედამისი მას და მის დას პირად სირცხვილად თვლიდა და არასდროს აქცევდა მათ ყურადღებას ვაჟები იყო მისთვის მნიშვნელოვანი. აკაკი ანაბელის პირველი ძმამ ვეღარ გაუძლო მშობლების ამაზრზენ ქცევებს და სახლიდან გაიქცა. მეორე ძმა ლაზარე კი მის მშობლებს დაემსგავსა და მათსავით ამაზრზენი გახდა. ელენე მისი უმცროსი და ზუსტად იმ წელს დაიბადა როდესაც ანაბელი დანიშნეს, დედამისმა ელენე ანაბელს მიუგდო და უთხრა - ადექი და გაზარდე შენ გამოგადგება მომავლში - ამის მერე ანაბელი თვალისჩინივით უფრთხილდება ელენეს და ერთადერთი ადამიანი არის ოჯახში ვინც უყვარს. ცრის ნახევარი იყო ამიტომ მომზადებას შეუდგა მეტად განსხვავებული სილამაზე ჰქონდა მწვანე თვალები, ქერა ხვეული თმა, და მოხდენილი სხეული სოფელში მეორე მასსავით ლამაზი ახალგაზრდა ქალი არავინ იყო . გაზაფხული იყო ამიტომ უბრალოდ სარაფანა გადაიცვა მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და ქვევით ჩაირბინა. დედამისი კარებთან დახვდა ერთი თვალი მოავლო და რაღაც ნამცხვარი შეაჩეჩა ხელში
დადიანების ეზოში შედიოდნენ როდესაც უამრავი მუშა დაინახეს:
-ამათ როგორც ჩანს გაჭირვება არ შეხებიათ! აბა რატო დაბრუნდენ ნეტა? - მარინე თავისთვის ლაპრაკაბოდა
როდესაც სახლში შესასვლელ კარს მიუახლოვდენ, კარი გაიღო და საშუალო ასაკის ქალი შეეგებათ.
-კეთილი იყოს თქვენი მოსვლა, შემობრძანდით!
-კეთილი თქვენი დაბრუნება იქნება ჩემო ნათია
-იმედია, იმედია.
-გახსოვს ჩემი ქალიშვილი ანაბელი?
-რათქმაუნდა მახსოვს რამხელა გაზრდილა. - გაკვირვებულმა შეხედე ნათიამ ანაბელს - უკვე ქალია, მოდი შევიდეთ და შიგნით ვისაუბროთ, ამას გამოგართმევ საყვარელო.
-აბა როგორ ხართ? რას შვებით? როგორ მიდის საქმეები?
-კარგად არაგვიშავს ანაბელი ივანე აბაშიძეზე დავნიშნეთ ანაბელის მეთვრამეტე დაბადების დღეზე კი ქორწილი გვექნაბა - სიამაყით ლაპარაკობდა იმას რომ მალე შვილს გაათხოვებდა და ამით თვითონ ისარგებლებდა.
-ღმერთმა დიდხანს გამყოფოთ ერთად - გულწრფელად უთხრა დადიანების პირველმა რძალმა მაიამ
-მადლობა - ისევ ხელოვნური ღიმილი აიკრა სახეზე.
ცოტახანში თითქმის მთელი დადიანების ოჯახი სახლში შეიკრიბა ანაბელს და დედამისს სავახშმოდ დარჩენა სთხოვეს დედამისი ამ შანსს როგორ გაუშვებდა ხელიდან ამიტომ ეგრევე დათანხმდა, და უკანასკნელი ვინც სახლში შემოვიდა დადიანების უფროსი უფლისწული ალექსანდრე დადიანი იყო თავიდან არ ესიამოვნა სტუმრები მაგრამ როდესაც ანაბელის სილამაზე შეამჩნია უკმაყოფილება საერთოდ გაუქრა სახიდან ეს ოჯახის უფროსმა ალექსანდრეს ბაბუამ თარაშ დადიანმა შეამჩნია და მეტად არ ესიამოვნა ამიტომ ანაბელს მიუბრუნდა და ჰკითხა :
-შვილო რა თქვი როდის გვაქვსო ქორწილი? - ამის გაგონებაზე ალექსანდრეს ფერი გადაუვიდა
-ჩემს მეთვრამეტე დაბადების დღეზე.
-როდის გაქვს დაბადების დღე? - ანაბელმა ალექსანდრეს გაბრაზებული ხმა რომ გაიგო შეეშინდა მაგრამ მალევე დაუბრუნა პასუხი
-სამ თვეაში.
-გილოცავ - მხოლოდ ეს თქვა და გარეთ გავარდა შემდეგ ცხენის ხმა გაიგო და ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.
გვიანი იყო როცა სახლში დაბრუნდნენ მის ოთახში აპირებდა ასვლას როდესაც დედამისის ხმა გაიგო:
- იმ ალექსანდრესგან თავი შორს დაიჭირე არ გვჭირდება პრობლემები.
- გასაგებია - უპასუხა. და თავის ოთახში ავიდა დასაძინებლად.
გასვიანებთან კი იყო სიმშვიდე მაგრამ ამას ვერ ვიტყვით დადიანებზე ყველა გაგიჟებული იყო ალექსანდრეს გადაწყვეტილებით
- შვილო ვერ გაიგე ის გოგო დანიშნულია სამ თვეში აქვს ქორწილი - მაია ყველანაირად ცდილობდა შვილის გადარწმუნებას მაგრამ ვერაფერს ახერხებდა.
- არ მაინტერესებს!
- რას ჰქვია არ გაინტერესებს იქნებ იმ გოგოს უყვარს ის ბიჭი?! - აქამდე მდუმარე თარაში ჩაერთო საუბარში.
- არ უყვარს!
- საიდან იცი?
- გიგასგან გავიგე რომ მისი დის საუკეთესო მეგობარი იყო, გიგას დახმარებით კი მისმა დამ ყველაფერი მომიყვა თურმე ძალით დანიშნეს რადგან დიდი შემოსავალი აქვთ და იფიქრეს რომ საკუთარი ქალიშვილის გაყიდვით ხელს გაითბობდნენ.
- შენ სერიოზულად მოგწონებია ეგ გოგო - სიცილით თქვა ერეკლემ მისმა ბიძაშვილმა, პასუხად კი გაგიჟებული სახეები რომ მიიღო - რას მიყურებთ ეს იდიოტი ისე იცვლის ქალებს სახელებიც კი არ იცის.
- მოკლედ ერეკლე ხვალ მამისი მისი ძმა და ის პინგვინი მიდიან თბილისში ამიტომ ამაზე უკეთესი დრო არ გვექნბა ამიტომ შენ უტა, ვატო გიგი, და საბა წახვალთ მის მოსატაცებლად.
-თანხმობა ვინ მოგცა ამ სახლში შემოყვანის?
-გადაწყვიტე თარაშ ან ამ გოგოს მომაყვანინებ ცოლად და მალე შვილთაშვილსაც ჩაგახუტებ თუ არადა მე და ანაბელი საფლავზე მოგიყვანთ პატარა თარაშს.
-ანუ მაინც და მაინც ის გოგო გინდა რომელიც რთულია და მიუწვდომელი? - ეკატერინე ჩაერთო საუბარში ალექსანდრეს ბებია
-რთულში გეთანხმები მაგრამ მიუწვდომელში არა.
- ეკატერინე,მაია, ნათია ქორწილისთვის დაიწყეთ მზადება! - გასცა ბრძანება ოჯახის თავმა.
დილიდან დიდი ფუსფუსი მიდიოდა დადიანების ოჯახში არავინ იცოდა ოჯახის წევრების გარდა რა იყო ამ ფუსფუსის მიზეზი როცა ეკითხებოდნენ პასუხს ასეთს სცემდენენ „მალე გაიგებთ“.
როდესაც მანქანიდან გონდაკარგული ანაბელ გასვიანი გადმოიყვანეს ნამდვილი აფეთქება მოხდა, შუა ეზოში იყვნენ ალექსანდრე რომ გამოჩნდა და მათ მიუახლოვდა ერეკლემ რძალი თავის ქმარს გადაულოცა და ბიჭებთან დადგა.
-ყველამ იცოდეს და გაიგოს ანაბელ გასვიანი ეხლა ანაბელ დადიანია ალექსანდრე დადიანის ქალი!

დადიანის ქალი!Where stories live. Discover now