9 თავი

1.2K 51 12
                                    

ეხლა იგრძნო ანაბელმა ის რაც წლების განმავლობაში აკლდა, ოჯახის გვერდით დგომა. რამდენიმე წამი ასე იყვნენენ. მათი მყუდროება ნიტას ჩახველებამ დაარღვია.
- აუ ძაან ბოდიშით რა, მაგრამ ლაზარე ანასტასიას ვერ ვაჩერებ შენთან ერთად თამაში უნდა.
- მერე სადაა?
- ოთახში გელოდება. - მეორე ოთახისკენ ანიშნა, ლაზარე შევიდა ოთახში და კარები მიხურა. ნიტა მდივანზე ჩამოჯდა.
- ანაბელ მართლა არაფერი გინდა?
- არა, მართლა არაფერი მინდა, ალექსანდრემ გამომივლის და უნდა გავიდე.
- ცოტახანი დაიცადე ნამდვილ კომედიას ნახავ.
- რას გულისხმობ? - ვერ მიხვდა.
- დაიცადე.
დაახლოებით ათ წუთში კარები გაიღო და ქალბატონი ანასტასია გამობრძანდა, უკან კი ბიძა მოჰყვებოდა. ლაზარეს სახეზე რომ შეხედა სიცილი ძლივს შეიკავა.
- ლაზარე ძალიან გიხდება მაკიაჟი - ცდილობდა სიცილი შეეკავებინა.
- ენას ამოგაძრობ!
- დედა როგორია? - სიამაყით წარუდგინა მისი ნამუშევარი.
- ძალიან კარგია საყვარელო - ნიტა და აკაკი ბოლო ხმაზე ხარხარებდნენ - ფოტო გადაგიღოთ?
- რათქმაუნდა - თვალები გაუბრწყინდა.
- იქნებ არ გვინდა ბიძიას პრინცესა? - მუდარით მიმართა.
- არაა, გვინდაააა.
ლაზარემ ხელში აიყვანა და ეგრევე მიეხუტა.
- აბა მოემზადეთ! ერთი... ორი... სამი... - როცა სხვადასხვა პოზაში გადააღებინა ფოტო მას შემდეგ მოშორდა.
- ნიტა ეს როგორ უნდა მოვიცილო?
- რატო უნდა მოიცილო? ძალიან გიხდება - აკაკი ღადაობას არ ეშვებოდა.
- გეყოფა! - ლაზარემ თვალები უბრიალა.
- კარგი, კარგი. წამომყევი და მოგაშორებინებ - კიდევ ნიტამ უშველა.
ხუთ წუთში უკან დაბრუნდნენ.
- გავიგე სწავლას აგრეძელებ - აკაკიმ წამოიწყო საუბარი.
- ხომ, ალექსანდრეს სურს რომ გავგრძელო.
- შენ არ გსურს?
- რათქმაუნდა, ეს ჩემი ოცნებაა.
- მაშინ რა გაწუხებს?
- არვიცი - გულწრფელად უპასუხა.
- გასაგებია.
- შენ სად მუშაობ?
- ერთ - ერთ კომპანიაში არქიტექტორი ვარ, მაგრამ დიდხანს აღარ ვაპირებ იქ გაჩერებას, როგორცკი რამე შესაფერისი გამოჩნდება ეგრევე წამოვალ.
- მიზეზი?
- ანაზღაურება არ მყოფნის - ამ დროს ნიტას შეხედა რომელმაც თავი დახარა.
- გასაგებია - დასევდიანდა.
მისი ტელეფონი ამღერდა.
- გისმენ ალექსანდრე.
- ქვევით ვარ, სწრაფად ჩამოდი.
- კარგი - ყურმილი დაკიდა და ტელეფონი ჩანთაში შეინახა - ჩემი წასვლის დროა - ფეხზე წამოდგა - სტუმრად გელოდებით.
- აუცილებლად მოვალთ და სიძესაც უკეთესადაც გავიცნობ - აკაკი მოეხვია.
- არ ინერვიულო, თავს არ მოგანატრებ, უტამ ფეხბურთის საყურებლად დამპატიჟა, აბა გამოიცანი ვის სახლში უნდა ვუყუროთ - წარბები აათამაშა.
- საღამოს გნახავ - გაუღიმა და სახლი დატოვა.
უცბად ჩაჯდა მანქანაში და ინსტიქტურად ალექსანდრეს ლოყაზე აკოცა, ალექსანდრემ კი გაკვირვებულმა გამოხედა.
- ბოდიში, ინსტიქტურად გავაკეთე ყველაფერი.
- არა, რატომ? ძალიან მესიამოვნა, მაგრამ შემდეგში ტუჩებში მოახვედრე. - ლოყები შეეფარკლა, ალექსანდრეს კი ძალიან ესიამოვნა.
- უზრდელი.
- რა თქვი?
- არაფერი, არ მივდივართ?
- ხომ რათქმაუნდა!
- და სად მივდივართ?
- ერთ ძალიან კარგ რესტორანში.
- კარგი.
ერთ ძალიან კარგ რესტორანში მივიდნენ, როგორცკი შენობაში ფეხი შეაბიჯეს წინ ქალბატონი აესვეტათ.
- კეთილი იყოს ბატონო ალექსანდრე თქვენი მობრძანება.
- გმადლობთ.
- წამობრძანდით ადგილს გაჩვენებთ.
- კარგი.
ადგილები დაიკავეს, შემდეგ ოფიციანტი მიუახლოვდათ.
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ბატონო ალექსანდრე, რამეს შეუკვეთავთ?
- ანაბელ რას მიირთმევ?
- ცეზარი და ფორთოხლის წვენი.
- მე თევზი და თეთრი ღვინო.
- კარგით. - მაგიდას გაეცალა.
- ეს შენი ბარათია, ყოველთვიურად რაღაც კონკრეტული თანხა ჩაგერიცხება. - ბარათი გაუწოდა.
- არ არის საჭირო!
- ანაბელ გამომართვი!
- კარგი, ავიღებ - გამოართვა და ჩანთაში ჩადო.
- მძღოლსაც აგიყვან სანამ მართვის მოწმობას აიღებ.
- ალექსანდრე მგონი ზედმეტია.
- შენთვის ზედმეტი არაფერი არ არის - ხელზე აკოცა.
- თქვენი შეკვეთა - მაგიდაზე დაალაგა შეკვეთა - გემრიელად მიირთვით.
საადილობდენენ როცა თავზე ბარბარე დაადგათ.
- როგორ ხარ ალუქს?
- ცოლთან ერთად ვსადილობ. - არ ესიამოვნა მისი ნახვა და სახეზეც დაეტყო.
- ხო, ცოლი - ამრეზით შეხედა ანაბელს. - დიდი ხანია აღარ მოსულხარ ჩემთან, გამომიარე.
- მაგ სურვილების დასაკმაყოფილებლად უკვე ცოლი ჰყავს - როგორც იქნა ენა ამოიღო ანაბელმა.
- უი, შენ მუნჯი არ ხარ? აბა მე რატო მეგონე?! - თვალები დააწვრილა.
- შენნაირებს ჩემზე არასწორი წარმოდგენა აქვთ.
- ნახვამდის. - ისე გაეცალა პასუხი აღარ დაუბრუნებია.
- ანუ ცოლი მყავს სურვილების დასაკმაყოფილებლად?!
- მე...
- ჩემო ძვირფასო ცოლო საღამოს არ დაიძინო.
- ფეხბურთი გვიან რჩება.
- არაუშავს, ხვალ იყოს.
- ვნახოთ - ფორთოხლის წვენი მოსვა. - არ წავიდეთ?
- კი, ანგარიშს გადავიხდი და წავიდეთ. - ოფიციანტს ანიშნა.
- გისმენთ ბატონო ალექსანდრე.
- ანგარიში თუ შეიძლება!
- ეხლავე.
ანგარიში დაფარეს და გზას გაუდგნენ. სახლში დაახლოებით ნახევარ საათში მივიდნენ.
- ალექსანდრე მე შხაპს მივიღებ.
- შემოგიერთდები.
- ალექსა... - ხელში აიტაცა.
- არ მიიღება არანაირი უარყოფითი წინადადება.
- კარგი.
საძინებელშივე მოაშორა ტანსაცემლი და თვითონაც მოიშორა, სააბაზანაში სრულიად შიშვლები შეცვივდნენ. ალექსანდრემ წყალი დაარეგულირა და ანაბელის დაბანა დაიწყო. ნაზად დაატარებდა სხეულზე ხელებს და თან მის კისერს აგემოვნებდა.
- ყველაზე ლამაზი ქალი ხარ მთელ მსოფლიოში - თქვა და მისი ტუჩები დააგემოვნა. - მეტს ვეღარ გავუძლებ - ხელში აიტაცა და საძინებელში გაიყვანა, საწოლზე დააგდო.
- ისეთი საოცარი, ლამაზი, ვნებიანი და მადისამღვრძელი ხარ თავს ძლივს ვიკავებ.
- და რატომ იკავებ? - წარბები აუთამაშა.
- ანუ თამაში გინდა?! იყოს ასე! - ტუჩებს წაეტანა, შემდეგ კი სიამოვნების მორევში გადაეშვნენ.
ალექსანდრეს მხარზე ედო თავი და თან მის ტატუებს ხაზადა.
- ალექსანდრე - კარზე ციცინომ დააკაკუნა.
- რა ხდება?
- ბიჭები მოვიდნენ და გელოდებიან.
- კარგი, მალე ჩამოვალ.
- მიდიხარ?
- რა იყო კიდევ გინდა გამეორება - წამოდგა და გარდერობის ოთახში გავიდა.
- დაუშვათ კი - ზეწარი შემოიხვია და უკან გაყვა.
- ასეთ ფორმაში ნუ მიდგარხარ წინ თორემ თავს ვერ შევიკავებ!
- კარგი. - ზეწარს ხელი გაუშვა და ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო, ალექსანრე ამ საქციელმა უფრო გააგიჟა, მაგრამ შეძლო და თავი შეიკავა.
- ჩავედი მე და თუ გინდა მერე შენც ჩამოდი. - კიბეები ჩაირბინა და მისაღებში შევიდა.
- გვიკადრეთ ბატონო ალექსანდრე?
- უტა სანამ რამე სისულელეს იტყვი გაჩუმდი!
- ბიჭო დღევანდელი დღის გარდა დრო არ გქონდათ?
- უტა ხმა ჩაიკმინდე!
- კარგი, დაჯექი თამაში დაიწყო.
თამაშის ყურება დაიწყეს თან ლუდს სვამდნდნენ. ანაბელი მოწესრიგდა, ოთახიც მიალაგა და შემდეგ წიგნის კითხვა დაიწყო, მაგრამ მალევე შეახსენა თავი შიმშილმა ამის გამო წიგნი გადადო და ქვევით ჩავიდა, კიბეებზევე გაიგონა ბიჭების ღრიალი ამიტომ ჯერ მისაღებში შესვლა და მისალმება გადაწყვიტა.
- გამარჯობა ყველას - ერთად გამოხედეს.
- რძალს გაუმარჯოს, ფეხბურთს არ უყურებ ჩვენთან ერთად?
- არა არ მიყვარს, ვახშმობისთვის ჩამოვედი ხომ არ შემომიერთდებოდით?
- არა მადლობა.
- კარგი მაშინ დაგტოვებთ.
სამზრეულოში შევიდა და სტეიკი მიკროტალღურ ღუმელში შედო გასაცხელებლად.
- გოლლ - გაეცინა.
მიკროტალღური ღუმელიდან სტეიკი გამოიღო და ვახშმობას შეუდგა. ამ დროის განმავლობაში მისაღებიდან უამრავი შეძახილი და რჩევები ისმოდა თუ როგორ უნდა ეთამაშათ ფეხბურთელებს, განსაკუთრებით უტა და ლაზარე აქტიურობდნენ სხვებთან შედარებით. ამასობაში ვახშმობა დაამთავრა, ჭურჭელი ამორეცხა და ისევ მისაღებში გავიდა.
- მალე დამთავრდება.
- უკვე მოგენატრა ხომ ქმარი?
დაუშვათ კი, მერე?
- კიდევ ნახევარი საათი მოგიწევს ლოდინი.
- მე ვიძინებ ალექსანდრე ამიტომ საძინებელში ფრთხილად შემოდი.
- კარგი.
კიბეები აიარა და საძინებელში შევიდა, შხაპი მიიღო, საღამურები ჩაიცვა და ლოგინში შეწვა, მაგრამ დაძინება ვერაფრით ვერ მოახერხა, ისევ წიგნის კითხვა გააგრძელა. კარი ფრთხილად გააღო რადგან ეგონა რომ ანაბელს ეძინა, მაგრამ როცა ფხიზელი დახვდა გაუკვირდა.
- რატო არ გძინავს?
- არ დამეძინა.
- გასაგებია.
თვითონაც მოწესრიგდა და გვერდით მიუწვა ცოლს.
- ანაბელ ძილს არ აპირებ?
- კი - წიგნი გადადო, ბალიში გაასწორა და თავი დადო.
- არ ჩამეხუტები?
- პატარა ბავშვივით იქცევი.
- რადგან შენს გვერდით პატარა ბავშვი ვხვდები.
- და ენა გიგრძელდება.
- უფრო მიტკბება.
- რაღაც არამგონია.
- საერთოდ რატომ გეკითხები - ისე მიეხუტა რომ ანაბელს სერიოზულად აღარ შეეძლო სუნთქვა.
- ალექსანდრე ცუდად ვარ - ძლივს წარმოთქვა ეს სიტყვები.
- კარგი - ცოტა მოოუშვა - ასე კარგია?
- კი.
ორივემ დახუჭა თვალები და სიზმრების სამყაროში გადავიდნენ.
მოკლედ ავღწერ ამ ოთხ თვეს, ალექსანდრემ ანაბელს სანდო მძღოლი დაუნიშნა და ის ემსახურებოდა ქალბატონ დადიანს ხშირად დადიოდა აკაკისთან და მის პატარა ოჯახთან, რათქმაუნდა ისინიც დადიოდნენ ანაბელთან. ზაფხულის სამი კვირა საფრამგეთში გაატარეს, შემდეგ კი დანარჩენი დასვენების კვირეები მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად სვანეთში დაისვენეს. დადგა ნანატრი დღე როცა ანაბელ შეისწავლიდა მის სანატრელ პროფესიას.
- ნერვიულობ?
- კი.
- არაფერია სანერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება.
- ხო ყველაფერი კარგად იქნება. - და ტუჩებში ეძგერა.
- პატარა კნუტი ვეფხვად გადაიქცა.
- აჰამ.
- ხომ იცი...
- არცერთ მამრობითი სქესის წამრმომადგენელს ზედემეტად არ უნდა დავუახლოვდე.
- ზედმეტად არა, საერთოდ!
- კარგი - სიცილს ვერ იკავებდა.
- სერიოზულად ვამბობ! - ხმა გაუმკაცრდა.
- უნივერსიტეტში შენ წამიყვან ხომ?
- რათქმაუნდა.
- კარგი, მაშინ ვისაუზმებ და გავიდეთ - ხელი ჩაკიდა და სამზარეულოსკენ გაემართა.
- დილამშვიდობის ციცინო დეიდა.
- დილამშვიდობის საყვარელო.
- დღეს რა გვაქვს?
- ბეკონი და კვერცხი.
- კარგი.
- გემრიელად მიირთვი - წინ დაუდო თეფში.
- მადლობა - გაუღიმა და საუზმობას შეუდგა, ალექსანდრემ კი ყავა დააგემოვნა.
- წავიდეთ?
- წავიდეთ.
- ნახვამდის ციცინო დეიდა.
- ნახვამდის საყვარელო.
მანქანაში ჩასხდნენ და გზას გაუდგნენ, ალექსანდრემ მანქანა დააყენა, როდესაც მანქანიდან გადასვლას აპირებდა გააჩერა.
- რა ხდება?
- ერთი წუთით მოიცადე - მანქანიდან გადავიდა და მეორე მხრიდან შემოუარა, კარები გამოუღო, ხელი გაუწოდა და მანაც ჩაკიდა ხელი, ელეგენტურად გადმოვიდა, ყველას მზერა მათკენ იყო მიპყობილი. ალექსანდრემ ფრთხილად მისწია მასთან ახლოს და მისი ტუჩები დააგემოვნა.
ეხლა კი ძვირფასო მკითხველო ცოტახნით მოვწყდეთ ჩვენს წყვილს და გადავერთოთ მეორე წყვილზე.
უტა და ლილე.
უტა ალექსიძე, ცნობილი ბიზმესმენი და ქალების გულთამყრობელი და ბევრისთვის გულის გამტეხველი. მოგეხსენებათ ჩვენს უტას განსხვავებული გემოვნება აქვს და ამის გამო ბევრს ეუბნება უარს, მაგრამ რაც მართალი მართალია სერიოზული ურთიერთობა არავისთან ჰქონია, ეს ალბათ იმის გამო არის განპირობებული რომ მისი მშობლები მის ადრეულ ასაკში დაშორდნენ. დედამისმა მალევე დატოვა ქვეყანა და ინგლისში გაემგზავრა სადაც ახალი ოჯახი შექმნა. მამამისი კი სრულიად საქმეში გადაეშვა, თავისუფალ დროს კი კლუბებში ატარებდა. ამის გამო დიდი ტრამვა მიიღო.
ლილე ყიფშიჟე, ახლადმომწიფებული ჟურნალისტი. ქალბატონი ყიფშიძე მუდამ გამოირჩეოდა თაყვანისმცემლების სიმრავლით, მაგრამ მისი გული ვერავინ მოიგო. ლილე სიყვარულით სავსე ოჯახში გაიზარდა, მაგრამ ცამეტი წლის იყო როცა დედამისი სიმსივნით გარდაიცვალა. ამის მიუხედავად ლილეს მიზნისკენ წინსვლა არ შეუწყვეტია, პირიქით გაორმაგებულად განაგრძო მუშაობა მიზნის მისაღწევად. მამამისიც ყველანაირად ედგა გვერდით ყველა დაბრკოლება ერთად გადალახეს და მიაღწიეს სასურველ მიზანს, ლილე ყიფშიძე, ჟურნალისტი.
ლილესთვის ერთ ჩვეულებრივ დღედ დასრულდებოდა ეს დღე რომ არა უფროსის გამოძახება. ლილე ძალიან ანერვიულდა, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და კარებზე დააკაკუნა.
- შემოდი ლილე.
- გამარჯობა ქალბატონო ნატალი. - ოთახში შევიდა და ერთ ადგილზე გაქვავდა,მის წინ უტა ალექსიძე იდგა, რომელისგან რამდენიმე თვის წინ ყველაზე განხილვადი წყვილის შესახებ ინფორმაციის უნდა მიეღო.
- საყვარელო, თათია ვერ ახერხებს მოსვლას და ამის გამო ხვალინდელი გადაცემისთვის ბატონ უტასთან ერთად კითხვები უნდა გაიარო.
- გასაგებია.
- კარგი მე დაგტოვებთ, აბა წარმარტებები!
- გმადლობთ.
- ანუ ლილე.
- ლილე ყიფშიძე.
- გასაგებია.
- დავიწყოთ?
- კი.
რამდენიმე ფურცელი და საწერ კალამი აიღო და მდივანზე მოკალათდა.
- უმეტესი ნაწილი თქვენს კარიერას უნდა დაეთმოს და რაღაც ნაწილი პირად ცხოვრებას.
- თქვენ რა უფრო გაინტერესებთ?
- ვერ მივხვდი!
- თქვენ ჩემი რომელი ნაწილი გაინტერესებთ?
- არცერთი!
- ნუთუ?
- დიახ, მოდი საქმეს შევუდგეთ რაც მალე მოვრჩებით მით უკეთესი.
- კარგი.
კარიერასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა გაიარეს და დადგა მომენტი როცა მის პირად ცხოვრებაზე კითხვები განეხილათ, მაგრამ ამაში დიდად არაფერი იყო საინტერესო.
- თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია ამის გამო მარტო თქვენ მოგიწევთ კითხვების მოფიქრება.
- ჩემი პირადი ცხოვრება ჩემი ძაღლით და მეგობრეით შემოიფარგლება, ამიტომ მოსაფიქრებელი არ არის!
- კარგი, მაშინ დამშვიდობების დრო მოვიდა - ხელი გაუწოდა, უტამ ერთი ჩაიღიმა და გამოწვდილ ხელს ხელი შეაგება.
- სასიამოვნო იყო შენთან შეხვედრა ქალბატონო ლული.
- კარგად ხუმრობთ - გაიღიმა და ჩანთა აიღო.
- გვიანია გაგიყვანთ.
- არ არის საჭირო.
- ამ დროს რომ მარტო გაგიშვათ შეიძლება რამე შეგემთხვათ.
- არ ინერვიულოთ, მომაკითხავენ და მშვიდობით მივალ სახლში.
- მართლა?მაინც ვინ?
- ეგ თქვენ არ გეხებათ - ზუსტად მაშინ მისი ტელეფონი ახმაურდა.
- გისმენ გიორგი... უკვე გამოვდივარ... კარგი გელოდები.
- ანუ შეყვარებული?
- არ მესმის რატომ ეძიებით ვინ მომაკითხავს და ვინ არა.
- არ ვეძებ.
- ძალიან კარგი, ნახვამდის - კიბეებს ჩაუყვა. უტა უკან გაყვა, მაგრამ ვერ მიხვდა ლიფტი რატომ არ გამოიყენა.
- იცით ქალბატონო ლული ოცდამეერთე საუკუნეში ლიფტიც არსებობს.
- გმადლობთ რომ ინფორმაცია მომაწოდეთ.
- არაფრის - ლილემ მის უკან მოსიარულე უტას შეხედა.
- ირონიის მქონე ადამიანი ყოფილხართ.
- ხო ასეთი ვარ.
- ზოგჯერ დამღუპველია.
- გეთანხმები.
- ნახვამდის.
- ნახვამდის. - ლილე მის წინ გაჩერებული მანქნისკენ დაიძრა იქიდან ბიჭი გადმოვიდა, გადაკოცნა და მოეხვია.
ერთად ჩასხდნენ მანქანაში და მალევე გაეცალნენ იქაურობას.
უტა კი ერთ ადგილზე იყო გაქვავებული , ბოლოს გამოფხიზლდა თვითონაც მოთავსდა მის ავტომობილში და კლუბისკენ დაიძრა.

დადიანის ქალი!Where stories live. Discover now