14 *

210 32 0
                                    

ბოლო წერილი ისევ უპასუხოდ დატოვა და აგერ უკვე მეორე თვე იწყება, რაც ყოველ დღე ეკითხება საკუთარ თავს:

,, რატომ არ ვრჩები სახლში სამშაბათს, როცა არც ლექციები მაქვს და სამსახურშიც  მეორე სმენა ვარ? "

პასუხი მარტივია.

მეზობელთან შეხვეხრა არ უნდა.

ბიჭი, გვერდითა ოთახიდან, რაღაცნაირად გაბრაზებული ჩანდა. მის პატარა წერილში, თითოეული ასო მკვეთრად იყო დაწერილი, როგორც ჩანს სიბრაზისგან კალამს ძლიერად აჭერდა. წერილის ბოლოს, წერტილიც ისე ძლიერად იყო დასმული, სადაცაა ფურცელს გახვრეტდა.

ჯონგუკმა მოკლე დროშივე დაადასტურა მეზობლის მოსაზრება, მის უცნაურობასთან დაკავშირებით.

- მისტერ ჯონ,

ფიქრებიდან მაშინვე გამოერკვა, როგორც კი პროფესორი ლის ხმა გაიგონა, რომელიც თავზე წამოდგომოდა, ბიბლიოთეკის თაროებს შორის, იატაკზე მჯდარ ბიჭს, რომელიც ინტერესით ჩაჰკირკიკებდა უცხო ენოვან ლიტერატურას.

- არ მეგონა ქართული ენა თუ იცოდით.

- ქართული?

ფეხზე წამოდგომა სცადა ჯონგუკმა, თუმცა გადაჯვარედინებული ფეხები ერთმანეთში აეხლართა და ისევ იატაკზე დაენარცხა. პროფესორმა ხელი მხარზე დაადო, იმის ნიშნად, რომ ადგომა საჭირო არ იყო და გააგრძელა.

- ვეფხისტყაოსანზე გეუბნები. ქართველებს ერთი კარგი ლექსი აქვთ...

"კოლუმბი რომ შუა ზღვაში
ამერიკას დაეძებდა,
მაშინ ქართლში ვახტანგ მეფე
კანონების კოდექსს წერდა.

და როდესაც რუსმა ხალხმა
ძლივს ისწავლა ანი-ბანი,
შოთამ მაშინ დაამთავრა
თავის ვეფხისტყაოსანი."

- მართლა ასეთი ძველი ქვეყანაა, პროფესორო ლი?

გაოცება ვერ დამალა ჯონგუკმა. მართალია ვეფხისტყაოსანს ფურცლავდა, მაგრამ იმიტომ არა, რომ აინტერრსებდა. უბრალოდ პირველივე წიგნი იყო, რომელიც თვალში მოხვდა, როცა ბიბლიოთეკის ბოლო თაროსთან ჩამოჯდა.

- ძალიან, საკუთარი ანბანიც კი აქვთ, რომელიც მსოფლიოს უძველეს თოთხმეტ ანბანში არის შესული.

- საინტერესო ქვეყანა ჩანს...

ჩაფიქრდა ჯონგუკი, თუმცა დიდხანს არ დაცალდა საკუთარ თავთან პოლემიკაში შესვლა.

- ჯონგუკ, წინა კვირას გესაუბრე პროექტთან დაკავშირებით, თუ უკვე მზად ხარ, შეგვიძლია დავიწყოთ.

- დიახ, მზად ვარ. შემიძლია ახლავე დავიწყო.

აჟიტირდა ჯონგუკი. ურიგო არ იქნება, საკუთარ გონებას თუ რამე მნიშვნელოვანით დააკავებს, ვიდრე იმაზე ფიქრია, რატომ ცვივა თმა მის მეზობელ ბიჭს.

- მომწონს შენი მონდომება. ბევრს მიაღწევ, ჯონგუკ.

ჯონგუკმა გაიღიმა და თვალი პროფესორის მზერას გააყოლა, რომელიც წიგნებს მიღმა ვიღაცას უყურებდა.

პროფესორმა თაროს მოუარა და იმ ადამიანს მიუახლოვდა.

- მისტერ კიმ?

დაილაპარაკა პროფესორმა, როცა ვინმე კიმს მიუახლოვდა. ჯონგუკი მხოლოდ მათ ფეხებს ხედავდა და ხმა ესმოდა.

- პროფესორო ლი.

ბიჭის ორმაგ, ხავერდოვან ბგერებში სასიამოვნო გაკვირვება გაჟღერდა.

- გამიხარდა თქვენთან შეხვედრა, როგორ ბრძანდებით?

- გმადლობთ, კარგად. თავად როგორ გიკითხოთ?

- გმადლობთ, პროფესორო.

- თვალები ისევ ჩაწითლებული გაქვს უძილობისგან?

პროფესორს ვერაფერს გამოაპარებ.

- აამ... დიახ.

უხერხულად ამოილაპარაკა კიმმა.

- კიდევ დიდხანს აპირებ მანდ მუშაობას? დროა, შენ პროფესიას მიხედო კიმ.

- არა, პროფესორო. უკვე ყველა ვალდებულება მოვიხსენი, რისთვისაც ვმუშაობდი. ახლა ფულს ვაგროვებ... მთელი ზაფხულით დასვენებას და მოგზაურობას ვგეგმავ. სექტემბრიდან კი ნორმალური გრაფიკით ვიცხოვრებ.

- წარმატებები, კიმ. ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდება რამეში?

- გმადლობთ პროფესორო. ჩემი სადიპლომოსთვის რაღაც კვლევას ვეძებ. ჩემითაც გავუმკლავდები, თქვენ არ მოგაცდენთ.

- კარგი, მაშინ, დაგემშვიდობები. დროებით.

პროფესორი ლი წავიდა, კიმი დიდხანს იდგა თაროებს შორის და წიგნებს ათვალიერებდა. ჯონგუკი ისევ მხოლოდ მის ფეხებს ხედავდა, მანამ სანამ არ ჩამოეძინა.

The boy next roomWhere stories live. Discover now