72 *

36 11 2
                                    

- შენ ის მოგწონს.

- ჰო, მე ის მომწონს.

ჯონგუკს მზერა გაუშტერდა ფანჯარასთან მჯდარ მოქუფრულ შავთმიანზე, რომელიც რამდენიმე წუთია სანთებელას ნერვიულად ატრიალებს მაგიდის ზედაპირზე.

- რა მარტივად აღიარე. - თვალები აატრიალა კაზუჰამ და ისევ ცხრილებს დაუბრუნდა. - ასე,  ძალიან მოსაწყენია.

- დღეს შენ თავს არ გავხარ, შეჩემა. - მეგობრის გაფანტულობა არ გამოპარვია მინგიუს. უფრო მეტიც, დილიდან თვალყურს ადევნებს და ფიქრობს, რომ ჯონგუკს რაღაც ვერ აქვს რიგზე. საკმაოდ დალაგებულად იქცევა და მომენტებში სწორ ემოციებსაც ამჟღავნებს.

- ჰო, ვიცი... დღეს კლინიკაში წავალ, ანალიზებს ჩავაბარებ. ამ ბოლო დროს გული უცნაურად მიცემს ხოლმე. არ მინდა რამე გამომეპაროს და მერე გართულებები მოჰყვეს.

- მეტი რაღა უნდა გაგირთულდეს, ყურებამდე ხარ შეყვარებული. - იხუმრა მინგიუმ და ჯონგუკს მხარი გაჰკრა. - ეგრე ნუ მიყურებ, მაშინებ...

- ხოდა ენას კბილი დააჭირე. სისულელეების თქმას, ჯობს არაფერი თქვა.

- კაზუ, დამწვრობის მალამო მოიმარაგე, თორემ ჯონგუკის განრისხებული მზერა, იარებს დაგიტოვებს.

- ჩემი განრისხება ბევრად მაშტაბურია.

- კარგი, სახანძროში ვრეკავ. - იუნამ სახანძრო სიგნალიზაცია ჩართო და კლიენტებს ევაკუაციისკენ. მოულოდნელად ირგვლივ წარმოუდგენელი სანახაობა დატრიალდა. ჯონგუკი წამით ვერ მიხვდა რა ხდებოდა. ვერც ის გაანალიზა, რატომ გადაწყვიტა პასუხისმგებლობით აღსავსე მენეჯერმა, მსგავსი ხუმრობა. მაგრამ, როდესაც შავთმიანმა ცეცხლმაქრი ქაფი, მთლიანად მის ტანსაცმელზე დაცალა, მხოლოდ მაშინ გაიაზრა მომხდარი.

ჯონგუკს ძალიან უყვარს სანთებელით თამაში. მაშინაც კი არ ერიდება ანთებას, როცა სანთებელა მის ჯიბეშია.

- შენი ბრალია. - მინგიუ შავთმიანს მიუბრუნდა. - შენმა არსებობამ სულ მთლად გამოასირა.

The boy next roomWhere stories live. Discover now