55 *

178 33 4
                                    

- ასე რატომ იღიმი?

- არ ვიცი, უბრალოდ თავს ვერ ვიკავებ.

თითქმის ოცი წუთი გავიდა, რაც ვიტრინის მიღმა შავ თმიანი დაინახა. ბოლო მაგიდა მინგიუს გადააბარა და სამსახურის დასრულებამდე თხუთმეტი წუთით ადრე გავიდა.

ვი, ქუჩის იქეთ იდგა. უყურებდა მისკენ მიმავალ ჯონგუკს და ყურებამდე იღიმოდა.

- ადრე მოხვედი...

- კიდევ კარგი ადრე მოვედი...

შავთმიანმა ეშმაკური მზერა ესროლა მის წონ მდგომს.

- ჰო, დღეს ცოტა ხალხია... უჩემოდ არ გაუჭირდებათ გამკლავება.

იცრუა ჯონგუკმა. შავ თმიანისთვის სულ არ წარმოადგენდა სირთულეს, ქუჩის იქეთ მდგარი კაფის დანახვა, რომელიც დღეს განსაკუთრებულად განიცდიდა ხალხმრავლობას.

- წავიდეთ ჩოგბურთის სათამაშოდ?

- რატომ მაინცდამაინც ჩოგბურთი, ჩემი კვნესის მოსმენა გინდა?

შავ თმიანს გაეცინა, ჯონგუკის პირდაპირობაზე.

- ჰო, მინდა ჩემ ფანტაზიებს გასაქანი მივცე.

- სხვა დროს აუცილებლად, მაგრამ დღეს არა...

- დაღლილი ხარ?

- მე ყოველთვის მაქვს იმის ენერგია, რომ არ დავიღალო...

- აბა, სხვა იდეა გაქვს?

- კი... ჯობს დავლიოთ...

- კარგი, დავლიოთ. - დაეთანხმა, ვი. - ერთი კარგი ადგილი ვიცი.

- დაივიწყე... ჩემთან წავიდეთ.

- თეჰიონთან უხერხულია.

შავთმიანი მაცდურად შეიშმუშნა. ჯონგუკმა გამომცდელი მზერა ესროლა.

- თეჰიონი არ არის, დღეს მის მაგივრად შენ ხარ.

The boy next roomWhere stories live. Discover now