I thought he would understand...

87 11 0
                                    

გადიოდა დღეები, კვირები, თვეები, მე კი ჯერ კიდევ არ ვიცოდი რას ვგრძნობდი ჯონგუკის მიმართ. თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს. ვსეირნობდით, ვსაუბრობდით. როგორც მითხრა, იმ
თემას არც შეხებია და ძალიან მადლობელი ვარ მისი.

დამღლელი დღის შემდეგ სახლში მივედი. მე და ნამჯუნმა ვივახშმეთ და მე ჩემს ოთახში განმაორტოება გადავწყვიტე.

ვგრძნობდი, რომ რაც უფრო ვუახლოვდებოდი ჯონგუკს და დიდ დროს ვატარებდი მასთან, თითქოს გრძნობებში ნელ-ნელა ვერკვეოდი, მაგრამ არ მინდოდა მაინც ავჩქარებულიყავი.

არ ვიცი, ეს ჩემი ნაკლია და თუ დადებითი მხარე, მაგრამ არასდროს ვჩქარობ გადაწყვეტილების მიღებას. მირჩევნია ბევრი ვიფიქრო და ყველაფერი გავთვალო, ვიდრე ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღო და შემდეგ ვინმეს გული ვატკინო ან საქმე არასასურველად წავიდეს.

ფიქრებში გართულს გადავწყვიტე ყველაფერი ჯუნისთვის მომეყოლა. მაგრამ ერთი პრობლემა იყო. არასდროს შევხებივარ მასთან ასეთ თემას, არ ვიცი რა დამოკიდებულება აქვს ჰომოსექსუალების მიმართ, არ ვიცი რომ გაიგებს რომ მეც მათ თემს მივეკუთვნები რა რეაქცია ექნება. არ ვიცი, რადგან არასდროს ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ასეთი მომენტი, რომ ვინმეზე სერიოზულად მეფიქროს.

მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არასდროს მიფიქრია სერიოზულ ურთიერთობაზე. ყოველთვის მოკლევადიანი ურთიერთობები მქონდა და არასდროს არავინ მყვარებია, მაგრამ ახლა, როდესაც სერიოზულად ფაქტის წინაშე დავდექი, ვგრძნობ რომ მაგარ შარში ვარ.

ოთახიდან გამოვედი, კიბეებზე ჩავირბინე, გამიმართლა რომ ნამჯუნს ეღვიძა. საწოლზე წამოწოლილს გვერდით მივუჯექი და ვუთხარი რომ მასთან საუბარი მინდოდა. მასაც უარი არ უთქვამს, ტელევიზორი გათიშა, წამოჯდა და ყურადღებით გისმენო მითხრა.

არ ვიცოდი როგორ დამეწყო საუბარი, რომელი დეტალით, მაგრამ ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე და დავიწყე მოყოლა.

რა სამწუხაროა რომ ყველაფერი ისე არ ხდება ჩვენს ცხოვრებაში, როგორც ჩვენ გვინდა, არა?

𝓕𝓻𝓮𝓮𝓭𝓸𝓶 𝔀𝓲𝓽𝓱 𝓱𝓲𝓶Where stories live. Discover now