Sorry...

85 12 0
                                    

გუკ, ჩემი ცხოვრების ერთადერთო ნათელო წერტილო, არ ვიცი ამ წერილს როდის კითხულობ. სად ხარ, როგორ ხარ ან საქმეები როგორ მიდის, მაგრამ იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად გაქვს, შენც თავს კარგად გრძნობ და თავს უვლი.

დიდი ხანია არ შეგხმიანებივარ, მაგრამ ვფიცავ, ჩემი ბრალი არ არის. იმაზე ნაკლები დრო დამჭირდა შენს შესაყვარებლად ვიდრე მეგონა. არ ვიცი, ეს იმან გამოიწვია, რომ თვეები არ შევხვედრილვართ ერთმანეთს და სასწაულად მენატრები, მაგრამ ვფიცავ, არც ეს არ არის ჩემი ბრალი, გუკ.

არ ვიცი, დამივიწყე თუ არა, ისევ მოგწონვარ თუ არა, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილი იყავი. შენით ვივსებდი ენერგიებს, შენით ვიმუხტებოდი, შენ მაღიმებდი, შენი ერთი მონაწერი მაღიმებდა.

ამდენი ხნის შემდეგ, გადავწყვიტე ამეხსნა შენთვის რატომ გავქრი ასე უცებ, რატომ აღარ გამოვდივარ კონტაქტზე და რატომ ვეღარ გნახულობ.

რამდენიმე თვის წინ, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიყავი ჩემს გრძნობებში გარკვეული, გადავწყვიტე ნამჯუნისთვის მომეყოლა შენზე, ჩვენზე.

ის ვერ გავითვალისწინე, რომ არ ვიცოდი რა დამოკიდებულება ჰქონდა ამ თემის მიმართ. მეგონა, გულწრფელად მეგონა, რომ გამიგებდა, მიმიღებდა და რჩევას მომცემდა, თუმცა შევცდი, შევცდი გუკ.

იმ დღეს საშინელი ღამე გამოვიარე, ხელიც კი ასწია ჩემზე, გუკ...

სახლში გამომკეტა და არსად მაძლევს უფლებას რომ წავიდე. არც სამსახურში...
ყველასთან ჩამომაშორა. ყოველდღე ბინძური სიტყვების ატანა მიწევს ჩემი მიმართულებით.

აღარ შემიძლია მეტი გუკ, არ ვიცი ასე როდემდე გავძლებ.

არც ვიცი ეს წერილი შენამდე თუ მოაღწევს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გაიგებ ამ ყველაფერს და განაგრძნობ ცხოვრებას, ისე როგორც გინდოდა რომ გაგეგრძელებინა.

ამ წერილსაც ჩემს ოთახში ჩუმად ვწერ, ნამჯუნმა რომ მომისწროს ვიცი რაც მოხდება, ამიტომ სწრაფად უნდა ვეცადო რომ ამ წერილმა შენამდე მოაღწიოს.

გული არ დაიწყვიტო გუკ არაფერზე, ყველაფერი კარგად იქნება და მე შორიდან გიყურებ და ვიამაყებ შენით.

         
                         სიყვარულით შენი თეჰი.

𝓕𝓻𝓮𝓮𝓭𝓸𝓶 𝔀𝓲𝓽𝓱 𝓱𝓲𝓶Where stories live. Discover now