Freedom with him!

139 16 4
                                    

როგორც თეჰიონს სურდა მიაღწია ამ წერილმა ჯონგუკამდე.

რა იგრძნო როდესაც თეჰიონის წერილი წაიკითხა? სინანული, წყენა, გაბრაზება და მონატრების ძლიერი გრძნობა.

თვეების განმალობაში ძალიან დარდობდა მასზე. როგორ არ სცადა მასთან დაკავშირება. სამსახურში აკითხავდა, მაგრამ იქ ყველა ეუბნებოდა რომ არ იცოდა სად იყო, სახლშიც მიაკითხა რამდენჯერმე, მაგრამ უშედეგოდ. ნამჯუნი არავის არ უღებდა კარებს, სახლში შემოშვებაზე კი საუბარი ზედმეტი იყო.

ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ერთი სურვილი და მიზანი ჰქონდა. რამენაირად გაეთავისუფლებინა თეჰიონი თავისი ძმისგან და მასთან ერთად სადმე ცალკე წასულიყო.

მისთვის ახლა სულერთი იყო სხვა რას იტყოდა მასზე, ბიზნესს რა მოელოდა, მამამისი რას იტყოდა, გაბრაზდებოდა თუ არა. არ აინტერესებდა, მას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა და ისიც თეჰიონს უკავშირდებოდა.

ისე, რა უცნაური რამაა არა ეს სიყვარული? მზად არის ადამიანი რომ მიაგდოს თავისი ყველა საქმე და მის ცხოვრების სიყვარულთან ერთად შორს წავიდეს.

თუმცა, სამწუხაროა რომ ყველა სიყვარულს ერთიანად არ გამოხატავს. ნამჯუნსაც უყვარდა თავისი ძმა, მაგრამ მას ეგონა რომ რაღაც ცუდი სჭირდა და ამიტომ გამოკეტა სახლში, რადგან მისთვის კარგი უნდოდა. იმდენს კი ვერ იაზრებდა რომ ეს მის ძმას საშინლად სტკენდა.

ჯონგუკმაც არ დააყოვნა, შეიმუშავა გეგმა და პირდაპირ მის შესასრულებლად წავიდა.

თავდაპირველად თეჰიონის სამსახურში მივიდა, პიტს აუხსნა ყველაფერი, უთხრა მისი გეგმის შესახებ და ისიც, რომ მისი დახმარება სჭირდებოდა.

——————————————————————

კიმების სახლში ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. ყურმილი ნამჯუნმა აიღო.

- თეჰიონ შენ ხარ? - მეორე ხაზიდან პიტის ხმა ისმის.
- არა, ნამჯუნი ვარ, მისი ძმა. თეჰიონი დაკავებულია. თქვენ ვინ ბრძანდებით?
- აჰ, გამარჯობა ნამჯუნ ჰიონ. მე პიტი ვარ, თეჰიონთან ერთად რესტორანში ვმუშაობდი. უფროსის დავალებით ვრეკავ მასთან. დღეს სერიოზული სტუმრები მოდიან და თეჰიონი გვჭირდება ძალიან. ვიცი, რომ ჩვენთან აღარ მუშაობს, მაგრამ უფროსმა ძალიან გვჭირდებაო და იქნებ რამენაირად მოახერხოს და საღამოს მოვიდესო.

𝓕𝓻𝓮𝓮𝓭𝓸𝓶 𝔀𝓲𝓽𝓱 𝓱𝓲𝓶Where stories live. Discover now