15 თავი

14 4 0
                                    

"ჯონქუქი"

დილით გავიღვიძე კარგ ხასიათზე ვიყავი. სიცხეც არ მქონდა. ნათიას ჯერ კიდევ ეძინა ძალიან საყვარლად.

ავდექი ჩუმად და ჩემს ოთახში გავედი. გამოვიცვალა და ახლა კიბეებისკენ გავემართე.

დაბლა ჩავედი და სამზარეულოში საჭმლის გაკეთება დავიწყე.

ზზზზზზზზზზ

კარზე ზარი მომესმა. გავემართე კარის გასაღებად და ის ძუკნა სოლუ დავინახე.

-ჯონქუქ ოპპა!!
დაიძახა და ზედ მომეკრო რაც ძალიან არ მესიამოვნა.
-სოლუ აქ რა გინდა? ბოხი ხმით ვუთხარი არც გამიღიმია მისთვის და უცბად მოვიშორე.
-კარგი ამბავი უნდა გითხრა. ტუჩები გამოპრუწა და საკოცნელად მოიწია. მე კი უბრალოდ თავი ავარიდე.

-რა კარგი ამბავი?

-ჯინის ქორწილია და მე და შენ ერთად მივდივართ. რადგან მეწყვილეები ვართ!!

-ვიცი რომ ჯინის ქორწილია. მაგრამ მე შენ არ მიმყავხარ.

გავიღიმე და სამზარეულოში გავედი.

-რაა?? რას ქვია მე არ მიგყავარ?? მედა შენ წყვილი ვართ და იქ წყვილთან ერთად უნდა წახვიდე.

ბოლო ხმაზე ყვირის და უკვე ტირის კიდეც. მე კიდევ ხასიათიც არ შემცვლია.

-ის ძუკნასთან ერთად მიდიხარ ჯონქუქ??
დაიყვირა ბოლო ხმაზე. ამ სიტყვებმა კი გამაბრაზა და მასთან მივვარდი. ამასობაში კი ნათია დავინახე როგორ ჩამოდიოდა კიბეებზე.

ის ბოზი სოლუ კიდე მომეკრო. გადამეხვია და ყელზე კოცნა დამიწყო ნათიას დასანახად.

მალევე მოვიშორე.

-რას აკეთებ სულ გაგიჟდი??
დავუყვირე და ნათიას გაკვირვებულ სახეს გავხედე რომელიც ჩქარი ნაბიჯებით მორბოდა ჩემსკენ.

წყალს დაავლო ხელი ჭიქაში დაისხა და სველი ჭიქა ხელებში მოითავსა.

-ოჰოო. ჩემო ნათი. როგორ ხარ?? ყალბად ჩაუღიმა და გადაეხვია.

-კარგად შენ სოლუ? გაუღიმა და თვალები მოხუჭა.

ოცნება (დასრულებული)Where stories live. Discover now