18 თავი

13 4 0
                                    

"ნათია"

დილით გავიღვიძე ჯონქუქი ისევ გვერდით მეწვა.

მე კიდევ ჩაცმული ვიყავი.
საათს დავხედე და უკვე 2 საათი დაწყებულიყო.
ამდენი ცხოვრებაში არ მიძინია.

ჯონქუქი შევანჯღრიე. გაღვიძებას ვცდილობ.

უცბად გაახილა თვალები და ხელები მაგრად მომხვია წელზე.

-პატარა. მშია.

თავი მოისაწყლა და ტუჩები გამოპრუწა.

-ჯანდაბა. ასეთი საყვარელი რატომ ხარ ქუქ?

გავუცინე და ავდექი ლოგინიდან.

-მოგიმზადებ რამეს.

-მადლობა პატარა.

ოთახიდან გავედი და ჩქარი სიარულით დაბლა ჩავირბინე.

სამზარეულოში რაც ხელში მომხვდა ყველაფერი მომეწონა და საჭმლის გაკეთება დავიწყე.

ქორწილი საღამოს 7 საათზე იწყებოდა მაქამდე დიდი დრო იყო.

"30 წუთის შემდეგ"

ჯონქუქს საჭმელი გავუკეთე. მასთან ერთად მივირთვი. შემაქო კიდეც და მაკოცა. საჭმლის კეთება არასდროს მეხერხებოდა კარგად მაგრამ ჯონქუქმა, რომ შემაქო თავი შეფი მეგონა.

მალევე გავიდა დრო გავემზადე რომ სალონში წავსულიყავი.
უკვე კარებთან ვიდექი და ფეხსაცმელს ვიცმევდი. უეცრად ჯონქუქი გამოვიდა სააბაზანოდან კბილების ხეხვით.

-სად მიდიხარ? პატარა.

წარბები აწია და გამიღიმა.

-სალონში. ასეთი გაპუტული თმით ქორწილში ხომ ვერ წამოვალ.

-უი სულ დამავიწყდა. არ ინერვიულო მაგაზე 30 წუთში მოვლენ სტილისტები და ვიზაჟისტებიც.

-რაა??

თვალები გავაფართოვე.

-არ მინდოდა ბევრი გეწვალა. ამიტომ პროფესიონალები დავიქირავე.

-ვაიმე! მადლობა ქუქ!
მივედი  და იმ სველ ლოყაზე ვაკოცე.

გამიღიმა და სააბაზანოში გაბრუნდა.

ოცნება (დასრულებული)Where stories live. Discover now