თავი მესამე: დამპირებსაც უყვართ სისხლი

95 22 7
                                    

ჯონგუკი პაკის მიმართ ინტერესს არ აფრქვევდა და გაყინული მზერით ეუბნებოდა თუ რა უნდა ეკეთებინა.

- აქამდე გიჩხუბია?

- არა? - მისმა პასუხმა კითხვასავით გაიჟღერა, მაგრამ ჯონგუკმა ხომ მშვენივრად იცოდა მისი უნარების შესახებ.

- არა? დარწმუნებული ხარ? ლიმ მითხრა რომ თირკმელაში მოარტყი.

- ალბათ გამიმართლა. - ჯიმინმა მხრები აიჩეჩა. ჯონგუკმა არაფერი უპასუხა და აზიდვების გაკეთება დაიწყო.

- შემომიერთდი. მაინტერესებს რამხელაა შენი გამძლეობა.

ჯიმინი მის გვერდით დადგა ხელებზე და სრულყოფილი აზიდვების კეთება დაიწყო.
მისი მაჯები კარგად იყო ნავარჯიშები. რა თქმა უნდა დამპირული ძალა გააჩნდა, მაგრამ საკუთარი სხეული არასდროს დაუკიდებია და ფიზიკურ გამძლეობაზე თავისუფალ დროს ყოველთვის მუშაობდა.

- საკმარისია. - ჯონგუკი წამოდგა. ჯიმინმაც მიბაძა.
- ასე შეიძლება ტრავმა მიიღო.

- ჩემზე ნერვიულობა საჭირო არაა.

- არ ვნერვიულობ.

- კარგი.

***

ჯიმინი დარბაზში საღამოს 6 საათამდე დარჩა, როცა მზე სრულიად ჩავიდა, ვინაიდან ნოემბერი იყო. ჯონგუკმა მაქსიმალურად დატვირთა.
პაკს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს აქამდე ასეთი დაღლა არასდროს უგრძვნია.

დარბაზთან იუნგიმ მოაკითხა და სახლში წაიყვანა.

- აბა რა ხდებოდა? - ეკითხება იუნგი.

- ვერ მოვახერხე ისევ კაბინეტში მოხვედრა. ჯონმა ზედმეტი მოინდომა. ტუალეტშიც კი არ გამიშვა. ჩაიფსიო.

- სერიოზულად? - იუნგი სიცილის შეკავებას ცდილობდა.

- მეტყობა რომ ვღადაობ? - პაკი თვალებს ატრიალებს.
- ჯონზე დავამთავროთ. მისმინე, კიდევ მქონდა ხილვა, მისი გარდასახვა დაახლოებით 2 დღეში მოხდება.

CRAVING 1260Where stories live. Discover now