თავი მეათე: დამსამის ვამპირთა სკოლა

102 22 7
                                    

* დიდი ხნის წინ. *

- ძვირფასო, დამსამმა ჩარიცხვები გამოაცხადა. რა კარგია არა? შესაძლოა ჩვენი ბიჭი ერთ-ერთი დოგენი გახდეს. - ამაყად ახარებს მეუღლეს ახალ ამბავს მაღალი, შესაშური გარეგნობის მამაკაცი.

- ტკბილო, პატარაობიდან არ გინდოდა დოგენობა? - შვილს უბრუნდება ქალი.

- აი ნახავთ, მე საუკეთესო დოგენი გავხდები! - ბავშვის თვალებში თითქოს უხილავი ვარსკვლავებია, რომლებსაც მხოლოდ მშობლები ხედავენ.

- ჩემი თავდაჯერებული ვაჟი. - შუბლზე კოცნის მამა.

დამსამი სკოლა-პანსიონია, რომელიც გამორჩეული ძალების ან ნიჭის პატრონ ვამპირ, 12 წლამდე ბავშვებს იღებს.
ისინი ბავშვებს უმაღლეს განათლებას აძლევდნენ და საბოლოოდ აყალიბებდნენ შეპყარობილებზე მონადირეებად, ანუ დოგენებად. დამსამში სწავლა ბევრის ოცნება იყო, მაგრამ მხოლოდ ვამპირების (რომელშიც ვამპირის ყველა სახეობა შედიოდა) 10%-ს შეეძლო ჩარიცხვა.
ჩასარიცხად საჭირო იყო ბავშვის პირადი მონაცემების წარდგენა და თავად ბავშვის შემოწმება განსხვავებულობაში.

პატარა ჯიმინს ბევრი სმენოდა ცნობილ დოგენებზე, რომლებიც გამოირჩეოდნენ სიძლიერით.
ჯიმინს ყოველთვის სურდა რომ მშობლებს მისით სულ ეამაყათ, ამიტომ მისი ოცნება იყო რომ საუკეთესო დოგენი გამხდარიყო.

ჩვეულებრივი დამპირებისგან ჯიმინი ნამდვილად გამოირჩეოდა. მას საოცარი მახსოვრობა ჰქონდა და მათემატიკა კარგად გამოსდიოდა. ასევე პატარა ასაკიდანვე გამოამჟღავნა და ისწავლა მისი ძალების გაკონტროლება.
მშობლები ამით აღრფთოვანებულები იყვნენ და შვილის ნიჭიერებით ბრწყინავდნენ.

და ერთ საბედისწერო დღეს 14 წლის პაკ ჯიმინი დამსამში სიხარულით მიიღეს. მაგრამ მაშინ ჯიმინს წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ დამსამის სკოლა-პანსიონი უბრალოდ ნიღაბი იყო საზოგადოებისთვის. სინამდვილეში ეს ადგილი არაფრით ჩამოუვარდებოდა ჯოჯოხეთს.

CRAVING 1260Where stories live. Discover now