თავი მეშვიდე: "მთვარის ნათება უკუნით ღამეს"

85 23 11
                                    

თეჰიონი გზაში ქურთუკს იცვამს, ნიღაბს ისწორებს და ლიფტში შედის. ავტოფარეხიდან მისი შავი მუსტანგი გაჰყავს და ლოკაციას მიყვება.

- ვანთე, ოპერაცია როგორ მიდის?

- ჯერ ხომ ახლა გამოვედი სახლიდან.

- შეიძლება ნებისმიერ წუთს გაიქცეს ქვეყნიდან!

- ასე დაგეწყო. - ტელეფონს თიშავს და გაზს აჭერს.

* *

იუნგი ვიწრო ქუჩაში ედევნება მსხვერპლს. ისე მისდევს თითქოს უბრალო გამვლელი იყოს, მაგრამ მოულოდნელად ფეხს უჩქარებენ და გარბიან. იუნგი იგინება და თავადაც სირბილით მისდევს.

- ვინ ჯანდაბა ხარ?! - ზემოდან ახტება მსხვერპლი. როგორც ჩანს იუნგი აქეთ გაება.

- ის ვინც შენს თავს წაიღებს.

- აქეთ წავიღებ, პატარა ადამიანო. - ბოროტულად სისინებს ბიჭი. მისი სხეული 25 წლამდე ახალგაზრდა ბიჭისას გავს. - მოიცადე..

- ჰო. - იუნგი ტუჩის კუთხეს ტეხს და კატანას აძრობს.

- დოგენი.. - ბიჭი უკან იხევს და მთელი ძალით გარბის. იუნგი მისდევს, მაგრამ კარგავს.
ხელს კედელს ურტყამს და ბრაზობს. ჯიმინი რომ ყოფილიყო აუცილებლად დაიჭერდნენ. ვერ გაიქცეოდა.

საბოლოოდ იუნგი თავდაპირველ ადგილზე ბრუნდება და მოტოციკლს აჯდება. გაღიზინება მასში ისევ დუღს. აქამდე არასდროს დაუკარგავს მსხვერპლი. არასდროს გაქცრულან მისი კლანჭებისგან.
იუნგის ფიქრები მის სისუსტეზე მიდის და ავიწყება რომ საჭესთანაა. შემდეგ კი მოულოდნელად გრძნობს ტკივილს. მოტოციკლი და იუნგი ერთმანრთისგან ცალკევდებიან. იუნგის თვალები ეხუჭება, ბუნდოვნად ხედავს ღამის ნათებას გზაზე და წაქცეული მოტოციკლის ფარების შუქს საპირისპირო მიმართულებით, შემდეგ კი საბოლოოდ კარგავს გონებას.

* * *

ჯონი ჯიმინის ტუჩებს წყდება და შარვლის გახსნას იწყებს.
არცერთმა არ იციან რას სჩადიან, მაგრამ იციან რომ არ ინანებენ. გრძნობენ თუ რამდენად სწყურიათ ერთმანეთი. ჯიმინი ჯონგუკისთვის მთვარის ნათებაა უკუნით ღამეს. ჯიმინისთვის ჯონგუკი კი წყალია უდაბნოს ცხელ მიწებზე. მათ ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ. მხოლოდ ისინი შეავსებენ საკუთარ დაფანტულ ფაზლის ნაწილებს.
ჯიმინი სათითაოდ შეაწებებს მას.

CRAVING 1260Donde viven las historias. Descúbrelo ahora