2.

107 23 16
                                    

ადრე სადღაც მქონდა გაგონილი, რომ ბედნიერი დღის მოლოდინი ხშირად უფრო უკეთესია, ვიდრე თვითონ ის დღე. ალბათ, ჩემი მაგალითი იგივეს ვერ დაადასტურებდა, მაგრამ, ჯონგუკს რომ ვუყურებდი, სულ უფრო მეტად ვრწმუნდებოდი ზემოთთქმულ სიტყვებში. თუ ჩემთვის მის მოლოდინში არაცერთი დღე იყო უკეთესი დღევანდელზე, როცა ასე ახლოს ვიყავი მასთან, მისთვის, ალბათ, ყოველი დღე უკეთესი იყო ბინას წყალობით. ჯონგუკი ის იდეალური მშობელი იყო, რომელსაც ნებისმიერი ბავშვი ინატრებდა. ვხედავდი როგორ აფრენდა პატარა ქალბატონზე, როგორ ფიქრობდა მისთვის, მისი ღიმილისთვის და ვნატრობდი, რომ მეც გავმხდარიყავი ჩვენი პატარისთვისაც ისეთივე იდეალური მშობელი, როგორიც ის იყო. ბინამ ჩემს შესახებ ბევრი რამ იცოდა, ამაში მხოლოდ ჯონგუკის წვლილი იყო. ბავშვს ჩემს თავსაც ისევე აცნობდა, როგორც საკუთარს. ამიტომაც იყო პატარა ასეთი გახსნილი ჩემთან და სულ რამდენიმე დღე გახდა საჭირო, მის გვერდით თავი მეც ისეთივე ბუნებრივად რომ მეგრძნო, როგორც ჩვეულებრივ მშობელს. აქამდე მხოლოდ წარმოდგენა შემეძლო, თურმე რეალობა საერთოდ განსხვავდებოდა იმისგან, რასაც მე ჩემივე გონებით ვსახავდი მთელი სამი წლის მანძილზე. რეალურად მამობა რთულზე-რთული იყო და თან ერთ-ერთი საუკეთესო რამ ამ ცხოვრებაში, ამაში ბინასთან ერთად გატარებული თითოეული წუთი მარწმუნებდა.

იმ დღეს მხოლოდ სახლამდე მიცილებას დაკმარდა ჯონგუკი. მანქანიდან ჩაძინებულ ქალბატონთან ერთად რომ გადავიდა და წამში ჩემს ირგვლივ სივრცეში სიცარიელე ჩამოწვა, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი საკუთარი სხეულის წონა, მანამ ბუმბულივით მსუბუქი ვიყავი ყველა იმ გრძნობით, რომელთა ნაწილსაც სულ პირველად ვგრძნობდი იმ დღეს. და ყოველ ჯერზე, როცა კი ჯონგუკს ან ბინას ვხვდებოდი, ისეთი გრძნობა მიპყრობდა, თითქოს მთელი ცხოვრება ამ ორ ომეგასთან ერთად მქონდა გატარებული. თითოეული დღე მათი წყალობით ჰგავდა ერთ-ერთ ძალიან ჩვეულებრივ დღეს უამრავი ემოციით და ამის ფონზე ყველა ის საათი, მათგან შორს რომ ილეოდა, ჩემი ცხოვრებისთვის სრულიად უჩვეულოდ მეჩვენებოდა. მარტივად, ძალიან მარტივად, თითქოს გააზრებაც ვერ შევძელი, ისე გადაეწყო ჩემი ცხოვრების რელსები მათსაზე. მე გავხდი მამა პატარა ქალბატონის და მე გავხდი ალფა იმ ომეგის, რომელიც მპირდებოდა სიყვარულს, ოღონდ არა ასე ერთიანად, არამედ ნელ-ნელა. ყოველი ჩვენი შეხვედრა კი იწყებოდა ბინასთან ხანგრძლივი ჩახუტებით და სრულდებოდა ამავეთი. და ყოველი მსგავსი განშორების შემდეგ სულ უფრო მეტად მიჭირდა მოთმენა მომავალ შეხვედრამდე. თურმე ის სამწლიანი მონატრება არაფერი იყო ამ თუნდაც ორ დღიან განშორებასთან შედარებით. პარალელურად ვგრძნობდი, რომ ნელ-ნელა ჩემი აზროვნება მთლიანად ბინასას ერგებოდა. ვხდებოდი ბავშვი მის გვერდით და ვრჩებოდი ზდასრული მშობელიც, რომელსაც უნდა შესძლებოდა პატარა ქალბატონისთვის ერთდროულად მაგალითის მიცემაც და მისი გაბედნიერებაც, თუნდაც ამისთვის დამჭირვებოდა მისი გამოწვდილი სათამაშო ჩაის ჭიქიდან ხმაურიანად არარსებული სითხის დალევა და ბოლოს მადლობის გადახდაც.

🎉 You've finished reading 𝙬𝙚'𝙡𝙡 𝙨𝙪𝙧𝙫𝙞𝙫𝙚 𝙩𝙝𝙚 𝙩𝙚𝙨𝙩 𝙤𝙛 𝙩𝙞𝙢𝙚! - 𝙟.𝙟𝙠☆𝙠.𝙩𝙝 🎉
𝙬𝙚'𝙡𝙡 𝙨𝙪𝙧𝙫𝙞𝙫𝙚 𝙩𝙝𝙚 𝙩𝙚𝙨𝙩 𝙤𝙛 𝙩𝙞𝙢𝙚! - 𝙟.𝙟𝙠☆𝙠.𝙩𝙝 Where stories live. Discover now