- 17 -

166 15 3
                                    

გადახედვისას ბოლო თავი წამეშალა :(((((((( ამიტომ თავიდან ვტვირთავ...

___________________


...

ბედნიერება - სულიერი და ემოციური მდგომარეობა, რომელიც სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს ადამიანში..

...

მთელს სახლში სიყვარულის სურნელი ტრიალებდა, გაზაფხულის ყვავილებივით მოჰფენოდა მშვენიერება თითოეულ ნივთს.

თითქოს აქამდე უმოქმედოდ მყოფი სხეულებიც კი გასხივოსნებულიყვნენ.

დილა განსხვავებული იყო იმ დღეს, არა პირქუში და ცივი, არამედ მოსიყვარულე თვალებით და ბედნიერი კისკისით გაჟღენთილი.

თეჰიონს ყოველთვის ყველაზე მეტად ადამიანის თვალები ხიბლავდნენ, მათი სილამაზე და გულწრფელობა უხარებდა გულს.

თვალები ხშირად ადამიანებზე მეტს მეტყველებენ. თვალები ხშირად ბევრად უფრო კარგი მოსაუბრენი არიან, თვალებს ხშირად ბევრად უფრო მეტის თქმა შეუძლიათ, ვიდრე ჰაერში წამოსროლილ, მშრალ სიტყვებს.

ასე ესმოდა თეჰიონს ეს ყოველივე, ასე ხედავდა ადამიანების შინაგან სამყაროს, მხოლოდ თვალებით.

ჯონგუკის თვალები კი მთავარი საფიცარი გამხდარიყო მისთვის.

უმცროსს უჭირდა მისი გრძნობების სიტყვებით გაჟღერება, უჭირდა მისი თითოეული ფიქრის და ემოციის ზუსტად გადმოცემა, მაგრამ მისი თვალები საჭიროზე მეტს მეტყველებდნენ, თვალები, რომლებიც ასე ძლიერ უყვარდა თეჰიონს, მრგვალი, კრიალა და სუფთა თვალები.

"ჯონგუკ, როგორი სუფთა თვალები გაქვს, წმინდა და უბიწო.."

ნელა წარმოთქვა თეჰიონმა.

"მხოლოდ თვალები და სხვა არაფერი?"

ეშმაკურად ჩაიცინა ჯონგუკმა.

პროფესორს გაეღიმა.

"აქამდე მითქვამს რომ ძალიან ლამაზი ხარ?"

arpeggio (დასრულებული)Where stories live. Discover now