- 6 -

578 96 55
                                    

...

შემდეგ დღეს, ჯონგუკი ბალიშიდან თავის აწევასაც ვერ ახერხებდა. ზედმეტად იყო გამოფიტული, ამიტომ მთელი დღის განმავლობაში მოჩვენებასავით დაიარებოდა სახლში, ან ჭამდა, ან ეძინა.

საღამოს, სახლში გამეფებული სიჩუმე ტელეფონის ზარის ხმამ დაარღვია. ნომერი უცხო იყო, თუმცა ჯონგუკს გულმა უგრძნო რომ ეს პროფესორი იქნებოდა. არც ცდებოდა.

უფროსმა ბიჭს აუხსნა რომ ნომერი ჯიმინისგან გაიგო და შეეკითხა მზად იყო თუ არა, გუშინდელი დანაპირები აესრულებინა და სადღაც წაეყვანა. იქ სადაც მეცადინეობას შეძლებდა.

იყო ჯონგუკი მზად? - არა, უბრალოდ დასთანხმდა წასვლაზე.

რამდენიმე ხანში, მალევე შეძლო მოწესრიგება, მომზადება და თხუთმეტ წუთში უფროსიც მოვიდა.

მცირეხნიანი მისალმების შემდეგ თეჰიონმა მანქანა დაძრა და ჯონგუკისთვის გაურკვევლი მიმართულებით გააგრძელა სვლა.

მგზავრობა სრულ სიმშვიდეში მიმდინარეობდა, ბიჭმა მხოლოდ რამდენჯერმე გახედა მის გვერდით, საჭესთან მჯდომ თეჰიონს და ისევ ფანჯარას მიაბყრო მზერა.

ნელ-ნელა უკვე ღამდებოდა. პროფესორთან, ერთ მანქანაში ყოფნა, სრულ სიმშვიდეში და სიმყუდროვეში - სასიამოვნო იყო.

საბოლოო ჯამში ქალაქიდან ოდნავ მოშორებით, გარეუბანში ამოყვეს თავი. ამდენი გაურკვევლი მიმართულებით სიარულის და ჯონგუკის თავში გაჩენილი უამრავი კითხვის შემდეგ, ერთ დიდ შენობას მიუახლოვდნენ. თეჰიონი სწრაფად გადავიდა მანქანიდან და ჯონგუკსაც ანიშნა მას გაჰყოლოდა.

შენობა დიდი იყო, უფრო რამდენიმე სართულიან სახლს მოგაგონებდათ, სიბნელის გამო გარჩევა ჭირდა მაგრამ თვალის ერთი გადავლებითაც ეტყობოდა რამდენად მოწესრიგებული იყო ეზო.

თეჰიონი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შევიდა ღია კარში, რომელიც ჯერ რატომღაც დახურული არ იყო, უკან ჯონგუკი მიჰყვებოდა, ის კი ნელი ნაბიჯებით იკვლევდა გზას, ჯერ ერთ დერეფანს, შემდეგ შესახვევს და მალევე ორივენი, ხის დიდი კარის წინ აღმოჩნდნენ.

arpeggio (დასრულებული)Where stories live. Discover now