- 2 -

736 101 151
                                    

...

მოგონებები.

ის რაც ჩვენს წარსულთან გვაკავშირებს, გვახსენებს თითოეულ წამს, წუთს, გადადგმულ ნაბიჯს, დაშვებულ შეცდომას, კივილამდე მისულ, აფორიაქებულ სულს, ბედნიერების გამოსხივებას, ცრემლებს, მონატრებას... გამოცდილებას, პირველ ნაბიჯებს, ჩაფერფლილ გრძნობებს, მტკივნეულ ან ბედნიერ წუთებს.
იმას, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ის რის გამოც გვიღირდა არსებობა, ის რატომაც თბებოდა ან ცივდებოდა ჩვენი გულები. მოგონებების უწყვეტი ძაფი ჩვენს გონებაშია, ყველა მნიშვნელოვანი მომენტი მასზე სამაგრითაა დაკიდებული, დროთა განმავლობაში ისინიც ცვდება, იცრიცება, უფერულდება. მხოლოდ გამორჩეულები თუ ახერხებენ თავის გადარჩენას და ჩვენს გონებაში სამუდამოდ დარჩენას.

მუსიკა, ფორტეპიანო, მამა.

აი ჯონგუკის ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონებების სამეული.

ზოგჯერ ეს მოგონებები ტვინს უღრღნიდნენ, ასევდიანებდნენ, ახალისებდნენ, ხშირად მის ცხოვრებას ბევრად უფრო ფერადს ხდიდნენ, განწყობას უმაღლებდნენ.

უყვარდა ჯონგუკს ძველი წლების გახსენება, ყოველთვის დადებითი ემოციებით ივსებოდა მისი სხეული.

მუსიკა, , ეს კლასიკური მუსიკა..

დასაწყისი და დასასრული ყველა მისი ამბისა..მუსიკას უკავშირდებოდა..

arpeggio (დასრულებული)Where stories live. Discover now