💫ვიტირო თუ გამიხარდეს💫

142 14 1
                                    


იმის შემდეგ რაც გავიგე რომ მამაჩემი გარდაიცვალა, უცნაური გრძნობა დამეუფლა. მეწყინა მაგრამ არა ისე როგორც სხვებს სჩვევიათ ხოლმე მამის დაკარგვის დროს. სიმართლე რომ გითხრათ მამაჩემი არ იყო ისეთი პიროვნება ჩემთვის რომელიც ჩემს სიყვარულს იმსახურებდა. შეიძლება იფიქროთ რომ ამპარტავანი ვარ მაგრამ ასე სულაც არ არის. მამაჩემთან არც თუ ისე კარგი მოგონებები მაქვს. ხშირად მცემდა და ოთახში მკეტავდა, ხანდახან მაშიმშილებდა კიდეც და ეს ყველაფერი იმის გამო რომ ფიქრობდა მე ვიყავი ჩემი დის სიკვდილის მიზეზი.
მე და ჩემი და ტყუპები ვიყავით, როდესაც დავიბადე თურმე ძალიან მახინჯი და მტირალა ვყოფილვარ, ჩემი და კი ანგელოზს გავდა და წყნარი ბავშვი იყო, ამასთანავე მაღალი ინტელექტი ქონდა, ამიტომაც მამა მასზე აფანატებდა მე კი ნაკლებ მჯჯჯჯუმ მე მ... ჰჰუ . ნუ  ხხხხხ,v. Da ,,ზას მაქცევდა. მაშინ მაღალ კორპუსში მეთხუთმეტე სართულზე ვცხოვრობდით.როდესაც სახლში ჩვენი შვიდი წლის იუბილეს აღნიშნავდნენ ლამაზი ფოტოებისთვის ფანჯარასთან დაგვაყენეს. ჩემს დას კი ფეხი აუცურდა და გადავარდა, მაგრამ ეს მე დამბრალდა. მაშინ როდესაც მაღლიდან ძირში ჩემი დის სისხლი და გაჭყლეტილი სხეული დავინახე სიმაღლეზე ასვლა ჩემი სუსტი წერტილი გახდა, ასევე არ შემეძლია სისხლის დანახვა სხვა ადამიანის სხეულზე, რადგან ვფიქრობ რომ ეს მათ მოკლავს.
_____________

რატომღაც თავს არაკომფორტულად ვგრძნობ.

-ვფიქრობ ჩვენი წასვლის დროა

-საყვარელო ცოტა ხანი კიდევ დარჩით

-არა დედა ხვალ სამუშაო მაქვს და დილით ადრე უნდა წავიდე

ასე ვფიქობ მათ გარეშე უკეთესად ვიყავი. დედაჩემს დარწმუნებული ვარ ჩემი დანახვა საერთოდ არ გახარებია. მოგახსენებთ ის მამჩემისგან არაფრით განსხვავდება.

-იუნგიც მიმყავს

-იუნგი? რატომ?

-უბრალოდ მინდა ქალაქში განვითარდეს, თან უკვე ჩავალაგებიე ბარგი

💫PAST💫Where stories live. Discover now