💫გახსოვს?💫

104 10 3
                                    

ორი სული ერთად დახეტიალობს სანაპიროზე. ერთ-ერთი მათგანი თავის გრძნობებში სრულიად დარწმუნებულია მეორე კი სრულიად არეული. ზღვის ცივი ნიავი მათ სხეულებზე დაუკითხავად დასეირნობს. არ იცის შავთმიანმა როგორ მიაგნო მას, ზუსტად როდის დაიწყო ყველაფერი მაგრამ, მისთვის აქ მთავარი ისაა, რომ ახლა მასთან ერთადაა.  მოსწონს ბიჭის ახლად გაღებილი ლაჟვარდისფერი თმები, ქარი რომ ნაზად აფრიალებს ცაში. უყვარს მისი სახე, სახეზე რამოდენიმე ხალი, რომლებიც საყვარლად დასახლებულან სახის ზოგიერთ ნაწილზე, უყვარს მისი სხეული, ღია და ფაქიზი, ბოლოს როდის შეეხო მას არ ახსოვს. ნეტავ როდის დადგება ის დრო როდესაც ამას იზამს? როდესაც თეჰიონს მის ნაზ და მშვენიერ ლავიწის ძვლებს, მკერდს, ბრტყელ მუცელს და უმშვენიერეს სახეს დაუკოცნის.
თეჰიონი კი ფიქრობს, ფიქრობს და ფიქრობს. აპატიოს? თუ იგივე გაანცდევიოს რაც მან გადაიტანა მისი წასვლის გამო? ნეტა მისცემს შავთმიანს ნებას რომ ისევ გამაგიჟებლად შეეხოს მას? ჯონგუკის სიყვარული უკვე თეკუმ ჩაანაცვლა. თეკუზე ამოდის მისთვის მზე და მთვარე, ის ბავშვი ერთადერთია მისთვის. მაგრამ, რომ აპატიოს...

-გახსოვს პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს? აქ ზღვისპირას იჯექი-საუბარს იწყებს ჯონგუკი-ოთხად იყავი მოკეცილი, ხელები მუხლებზე გქონდა შემოხვეული. შენი გრძელი, ყავისფერი თმები, თვალებზე ჩამოგყროდა. ზღვას გაჰყურებდი. უყურებდი მას ისე თითქოს სამყაროს მერვე საოცრებას ხედავდე. არ ვიცი იმ დროს რამდნხანს გიყურე თეჰიონ. პირველივე შეხვედრაზევე მოვიხიბლე შენით. ბოლოს შენს თვალზე ცრემლი შევნიშნე. რომ მოგიახლოვდი კანკალებდი, ალბათ გციოდა. ჩემი მოსაცმელი ავიღე და შემოგახვიე

-მახსოვს... მეც ძალიან მოვიხიბლე შენით. მაგ დღეს სახლში როდესაც მივედი მაშინ გავაანალიზე რომ შენი მოსაცმელი გამომყოლოდა, მაშინ უკვე ვიცოდი რომ კიდევ ბევრჯერ შევხვდებოდით ერთმანეთს. და ასეც მოხდა.

💫PAST💫Where stories live. Discover now