6

29 5 0
                                    

-სადაა შენი შვილების მამა ჯიმინ?

-დაიღუპა ფენიქს! აღარაა! ის ჩემვის ყველაფერი იყო, ის იყო ჩემი სამყარო, ის იყო ჩემი ყოველი დილის გაღვიძების მიზეზი, მაგრამ ნაბიჭვარმა მამაჩემმა წამართვა ჩემი სიყვარული, მან მე ცხოვრება დამინგრია, დამაქვრივა და ჩემი ჯერ არ დაბადებული შვილები დააობლა.

ჯონგუკს ამ სიტყვებზე გული აუჩქარდა.

მხოლოდ ახლა გააცნობიერა ჭეშმარიტი სიმართლე.

-მის ომეგას მისთვის არ უღალატია!
-ომეგამ მისი შვილები გააჩინა!
-მათ შვილები ყავთ!

-შვილები!

-შვილები!

მხოლოდ ამას გაჰყვიროდა მისი გონება.
ჯონგუკმა ომეგა ხელში აიტაცა და დაატრიალა.

-შვილები, ჯიმინი შვილები!!! ყვიროდა და ომეგასთან ერთად წრეზე ტრიალებდა.

ბოლოს დაიღალა და ომეგა მიწაზე დასვა თვითონაც გვერდით მიუწვა, ომეგაც აიძულა მის მკლავზე დაწოლილიყო.

ჯიმინი გაკვირვებული უყურებდა ალფის გაბრწყინებულ სახეს და ვერ ხვდებოდა რატომ უხაროდა ალფას მისი შვილების ყოლა ასე ძალიან.

-ჯიმინ შენ შვილებზე მომიყევი! რა ასაკისები არიან?
მათი ნახვა მინდა, მათი გაცნობა, სად არიან?
მათთან როდის წამიყვან?
კითხვას კითხვაზე აყრიდა ალფადა პასუხს გაფართოვებული თვალებით ელოდა.

-ჩემი პატარა ალფა და ომეგა ტყუპები არიან, შემოდგომით სამი წლისები გახდებიან და დიდ წვეულებას გავმართავთ.
ზაფხულის არდადეგებზე კოლეჯის რედაქციამ უამრავი აქტივობა დაგეგმა და მათი ხელმძღვანელობა მე დამევალა, ამიტომ ბავშვები ჩემმა მეგობარმა თავისთან წაიყვანა ზღვისპირეთში. ყოველ საღამოს მირეკავენ და მიყვებიან მთელი თავია ამბებს.

ომეგას საუბრისას თვალებში სიხარულის ნაპერწკლებმა გაიელვეს, არ შეუძლია ღიმილის გარეშე თავის ონავრებზე საუბარი.

ფენიქსიDove le storie prendono vita. Scoprilo ora