7

26 5 1
                                    

დილით ჩვეულებრივზე ბედნიერმა გაიღვიძა.

სწრაფად მოემზადა და აეროპორტში წავიდა, დღეს ნამჯუნი პრესკომფერენციიდან უკან ბრუნდებოდა და წასვლამდე შეთანხმდნენ რომ უკან დაბრუნებულს გუკი დახვდებოდა აეროპორტში.

მათი შეხვედრა ყოველთვის ერთნაირად მთავრდებოდა.

ჯუკი დაინახავდა თუ არა ჯუნის მისკენ გაშლილი ხელებით გარბოდა მამა, მამას ძახილით და როგორც პატარა ბავშვი ისე მიახტებოდა მონატრებულ მშობელს.

სულ არ აინტერესებდა ის, თუ როგორი ირონიით და ცინიკური ღიმილით უყურებდნენ რიგითი გამვლელები მათ შეხვედრას.

ალფა გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ჩუქნიდა დაკარგული მშობლების წილ სიყვარულს მამობილს და მისგანაც გაათმაგებულ სიყვარულს იღებდა საჩუქრად.

ნამჯუნი ერთი შეხედვით ცივი და უგრძნობი ალფა იყო, მაგრამ როცა საქმე გუკის ეხებოდა მისი სიცივე უკვალოდ ქრებოდა და მის ადგილს თბილი და ბუნჩულა ,,მოხუცი,, იკავებდა.

ჯონგუკსგ უკვე მოთმინება ეწურებოდა, სინდისი საშინლად აწუხებდა იმ დანაშაულის შეგრძნების გამო რასაც მამობილის მიმართ გრძნობდა.
მეხსიერება კარგა ხანია დაუბრუნდა, მაგრამ სახელის გარდა ნამჯუნისთვის არაფერი უთქვამს, თევზივით პირში წყალი ჩაიგუბა და წარსულზე საუბარი შეწყვიტა.

ნამჯუნი თავის მხრივ დუმდა, ზედმეტ ინტერესს არ იჩენდა, უსიტყვო მოთმინებით ელოდა როდის გადაწყვეტდა და საკუთარი სურვილით ალაპარაკდებოდა გუკი.

მხოლოდ ექვსი დღე რჩებოდა სანამ მისი პატარები ქალაქში დაბრუნდებოდნენ, მან კი თუ უნდა რომ თავისდა უნებურად დაკარგული მამობის სტატუსი დაიბრუნოს უნდა მოასწროს და ყველა საქმე მოაგვაროს.

დასაწყისისთვის კი ნამჯუნის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.

-მამა, მისმინე, არ ვიცი როგორ დავიწყო....
რამოდენიმე დღეში ჩემი ცხოვრება....

ფენიქსიWhere stories live. Discover now