13

55 8 0
                                    

თვალებს ნელა ვახელ, ულამაზესი ცაა წითელი და ყვითელი, შიგადაშიგ თითქოს ვარდისფერიც.

ფერები ისეა ერთმანეთში არეული გეგონება მხატვარმა ახლახანს აურია ტილიზე გადასატანათ.

მხოლოდ აქა იქ ჩანს თეთრი ქულა ღრუბლები რომლებიც სადღაც გარბია ალბათ სახლში ეჩქარებათ.

მზე ჩრდილოეთით გადაწეულა მალე დაღამედება. სახლში დავრუნების დროა.

მხოლოდ აქ ვგრძნობდი თავს ადამიანად.

მხოლოდ აქ შემეძლო თავისუფლად სუნთქვა.

მიყვარს ბუნებაში ყოფნა.

მიწაზე წოლის მიუხედავად ვერ ვგრძნობ მიწის სიმაგრეს.

აქ საუკუნოდ შემეძლო წოლა და ცის თვალთვალი.

ბოლოს აქ რომ მოვედი საშინელ დღეში ვიყავი,
დაბნეული და შეშინებული, ვერ გადამეწყვიტა როგორ მოვქცეულიყავი,
რა გზას დავდგომიდი რომ არც პირობა დამერღვია და არც საყვარელი ადამიანები დამეკარგა.

დღეს კი ბედნიერი ვარ, უბედნიერესი ადამიანი მთელს გალაქტიკაში, ჩემთან ჩემი პატარა ოჯახია რომელსაც მალე ახალი წევრი შეემატება.

ფიქრს მანქანის გადაბმული სიგნალი მაწყვეტინებს, თავი
ოდნავ წამოვწიე და დავინახე ჩემი სიმყუდროვის დამრღვევი, მანქანის ფანჯრიდან წელს ზემოთ  გადმოწეულა, გაბადრული სახით მიყურებს და მიცინის.

მისი ღიმილი ყველაფერს მავიწყებს, ჩემი სიცოცხლის წყარო, ჩემი ბედნიერების საწყისი, ისაა ყველაფერი რაც მჭირდება, ყველაფერს დავთმობ ამ ცას ღრუბლებს, მზეს, ყველაფერს ოღონდ მას არა.
ჩემი, მხოლოდ ჩემი ომეგა.

რომ დამინახა ვუყურებდი ხელი დამიქნია და მომაძახა:

-მოდი ძვირფასო,
მანქანაში ჩაჯექი სახლში დაბრუნების დროა თორემ ხომ იცი ტყუპები ისევ ჭკუიდან გადაიყვანენ მამა ჯუნს და მამიკო ჯინს!

ფენიქსიWhere stories live. Discover now