9 ნაწილი

114 8 0
                                    

-წავედით?!
კითხა გოგომ და ლევანმაც თავი რომ დაუქნია სახლიდან გავიდა ბავშვებს მანამდე უკვე უთხრა ნაძვებში მივდივართო სურამი ლამაზი ყოფილა სულ ამას ფიქრობდა ლევანი და სოფელი ბიჯნისიც ულამაზესი ყოფილაო ესეც გაიფიქრა
-აბა მე ხომ იცი კარგ გიდობას გაგიწევ და მითხარი რამე თუ გაინტერესებს გიპასუხებ!
თავმომწონედ უთხრა სოფიმ და ლევანმაც შეხედა
-სურამი როგორ წარმოიშვა?!
გოგომ შეხედა დაბნეული ჩანდა
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს მთავარი აქ ბიჯნისია!
-კარგი ბიჯნისი როგორ წარმოიშვა?!
-ისა ჯობია ხეებს დააკვირდე!
ლევანს გაეცინა ცოტა ხანი კიდევ მიდიოდნენ და ნაძვები არსად ჩანდა გოგო კი მაინც მიდიოდა წინ უცებ გაჩერდა ლევანისკენ შებრუნდა საწყალი თვალებით შეხედა და უთხრა
-ლევან იცი სულ მეშლებოდა ხოლმე ეს გზა სანამ ნაძვებამდე მიხვალ ორი შესახვევია და შესახვევი შემეშალა ხოდა მგონი სოფლიდან გავედით...
შეაპარა და ლევანმაც შუბლში ხელი შემოირტყა
-აუუ არ გაბრაზდე რააა შემეშალა...
პატარა ბავშვივით ჩახარა თავი საწყლად ლევანი სულაც არ გაბრაზებულა პირიქით მის სისაყვარლეზე გაეღიმა იმაზეც ყოველთვის თავს რომ იდანაშაულებდა და ალბად ამას არ იზამდა რომ გაეაზრებინა მაგრამ ხელები მოხვია ჩაეხუტა მისდა გასაკვირად საპასუხოდაც მოხვია სოფიმ ხელები
-არაუშავს წამოდი გზა მოვძებნოთ კარგი?!
გოგომ თავი დაუქნია ისევ პატარა ბავშვივით ხელი ჩაკიდა და გაყვა უკან მობრუნდნენ მაგრამ მგონი უფრო აებნათ გზა და ისედაც გვიან იყვნენ გამოსულები გზას ეძებდნენ და უფრო აებნათ ანუ დაიკარგნენ თან უკვე მოსაღამოვდებოდა
-ფეხები მეტკინაა...
წამოიტირა სოფიმ და იქვე ცივ ქვაზე ჩამოჯდა ლევანი იმას აკვირდებოდა უკვე თითქოს ხეებში რომ იყვნენ
-ცივია გაცივდები!
უთხრა სოფის
-აბა რა ვქნა მეტკინა ფეხები...
უფრო აწკმუტუნდა გოგო ლევანი კი დაიხარა ერთი ხელი ფეხებს ქვემოთ მოუქცია მეორე კისერთან და ხელში აიყვანა
-გაგიჟდიიი?!
-შენ არ თქვი ფეხები მეტკინაოო?!
-მე არ მითქვამს ხელში ამიტატეთქო?!
-მე არ მიკითხავს!
გოგომ ვეღარაფერი უთხრა ხელი მოჭიდა რომ არ დამტვრეულიყო და მალევე წამოიყვირაა უკვე თითქმის ბნელი იყო
-ლევან ნაძვებში ვართ!
განათებული თვალებით შეხედა ბიჭს აი თურმე რატომ იყო ამდენი ხე უცებ ჩამოუხტა ხელებიდან და უთხრა
-აქიდან კარგად ვიცი გზა გამომყევი!
ღიმილით უთხრა და სირბილი დაიწყო ლევანიც გაეკიდა მალე კი გაჩერდა გოგო და ერთ ადგილს შეხედა ცრემლებიც მოადგა ლევანმა შეხედა
-ტირი?!
-აქ...აქ ბავშვობაში მე და ელენე რომ პირველად მოვედით ერთი მეგობარი გვყავდა ტასო მასთან ერთად მოვდიოდით ხოლმე მაგრამ მალე ავარიაში მოყვა და...
ვეღარ დაასრულდა ისე ატირდა ბიჭმა შეხედა იმ ადგილს რასაც გოგო უყურებდა დაინახა ხეზე წითელი ლენტი მიებათ და ამოეკაწრათ ხეზე სახელები
"ელენე+სოფი+ტასო=სამუდამო მეგობრებს!"
ეს ეწერა ხის ძირში კი ბაბთა მოჩანდა
-კარგი სოფი...
გოგო მიიკრა და ცრემლები მოაშორა
-დამშვიდდი...
გოგომ ახლა ხის ძირში მყოფ ბაბთას შეხედა
-ისევ აქაა...
ამოილაპარაკა ნელა მიუახლოვდა და აღმოჩნდა რომ ეს ბაბთა არ იყო თურმე ყუთს ქონდა თავზე დამაგრებული ბაბთა ყუთი კი ოდნავ მიწაში იყო ჩასული გოგომ ყუთი გახსნა და სურათი ძლიერად ჩაიკრა გულში მერე ლევანის დასანახად ისევ შეხედა სურათს
-ეს დღე არასოდეს დამავიწყდება...
-სოფი ამის ნახვა გინდოდა?!
მიუხვდა ბიჭი გოგომ შეხედა და თავი დაუქნია სურათი ისევ ყუთში დააბრუნა და ყუთი ისევ თავის ადგილას გაიმართა და ბიჭს შეხედა
-მაპატიე რა ზედმეტი მომივიდა...
ამოისრუტუნა გოგომ
-არაფერია...ვიზიარებ...
-მადლობა...
დანარჩენი გზა სიჩუმეში გაატარეს სოფი იხსენებდა ბავშვობას ლევანი კი ფიქრობდა ეს ციცქნა გოგო ამდენ ტკივილს როგორ უძლებდა ისე რომ არავის უმხელდა ყოველი შემთხვევისთვის ყოველთვის ასეთი იყო სოფი ლევანის თვალშიც და სინამდვილეშიც ყოველთვის მარტო უნდოდა ყველაფრის გადალახვა არავის უყვებოდა პრობლემებს არც ელენეს არც ნუცას არც დედამის სახლში დაბრუნდნენ თუარა თითქმის არავის მიუყრია კითხვები ერთი კითხეს მოგეწონათ გასეირნებაო და ისევ თავის სტიქიაში გადაეშვნენ
ნუცა და გიო გარეთ ფრენბურთს თამაშობდნენ ნიკა და ელენე ტელეფონში რაღაც ვიდეოებს სქროლავდნენ და სიცილში იხეოდნენ ანა და დათო კი უნოს თამაშობდნენ ნინას და კახა ბაბუს თურმე უკვე ეძინათ მალე სოფიმ დედას დაურეკა
"დეე"
"ჩემო მზის სხივო მომენატრეე"
"მეც დეე ძაან რას შვრები?!"
"რავი სოფი შენ დედი?!"
"არაფერს მე და ლევანი ვიყავით ახლა ნაძვებში და რავი მოვესით უკვე"
"ყუთის გამო წახვედი ხო?!"
"რა ყუთი დედა?! ისე გავისეირნე"
ყალბი სიცილით უთხრა მაგრამ ისე რომ თეამ დაიჯერა კიდეც აი ზუსტად ამას ვამბობდი არასოდეს ამხელდა თავის ტკივილს მალე გათიშა ტელეფონი და ლევანის ხმაც მოესმა
-რატომ მოატყუე?!
გოგომ თვალზე მომდგარი ცრემლი მოიშორა ბიჭს გახედა და უთხრა
-მისმენდი?!
-სოფი როცა გტკივა ეგ არ უნდა დამალო...
მიუახლოვდა გოგოს ხელი ნაზად შეახო თმაზე ყურს უკან გადაუტანა
-ლევან არავის უთხრა გთხოვ დღევანდელი...
-მე არავის ვეტყვი მაგრამ რა ტკივილსაც მალავ მთელი ცხოვრება დაგტანჯავს ვინმეს თუ არ გაუზიარე და მარტო ჩაიკეტე ოთახში რაც არ უნდა იტირო ვერ გიშველის ჯობია ვინმეს მოუყვე თუნდაც მაგ ვინმესთან იტირო მაგრამ ეგ ტკივილი გამოუშვა რომელიც გტანჯავს...
-არ მინდა სხვას შემოვახვიო თავზე ჩემი პრობლემები!
-მე შემომახვიე არ მაქვს პრობლემა მთავარია განთავისუფლდი! აქ განთავისუფლდი!
მიადო გულზე ხელი
-მადლობა მაგრამ შენ ვერ დაგავალებ რომ მისმინო არ ხარ ვალდებული...
უთხრა გაუღიმა და სააბაზანოში შეიძურწა ლევანი კი პირველ სართულზე ჩავიდა წყვილები ისევ ისე იყვნენ მხოლოდ დათო და ანა იყვნენ განსხვავებულად როგორც ჩანს დათომ წააგოო გაიფიქრა ლევანმა დათოს მიუახლოვდა და თხოვა წამომყევიო გარეთ გაიყვანა მათ საყვარელ ადგილას ჰამაკში ჩაწვნენ ორივე და კარგად დააკვირდა ლევანი გიოს და ნუცას ფრენბურთს რომ თამაშობდნენ თან იცინოდნენ
-უთხარი?!
-ვერა!
-ინანებ მერე ინანებ!!
უთხრა დათომ და კარგად დააკვირდა
-აუუ ვერ ვეუბნებიიი!
-უთხარი შენ კიდე თუარ ეტყვი მე ვეტყვი იცოდე!
-არა მე უნდა ვუთხრა მაგრამ ჯერ ვერა...
-ამ საღამოსვე ეტყვი არ მაინტერესებს ახლავეეე!

იმიტომ რომ შემიყვარდი შენ!❤️Where stories live. Discover now